x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ჰოროსკოპი: ქალწული
image(24 აგვისტო - 23 სექტემბერი) მიწის ნიშაანი, მდიდარი ბუნების და პრაქტიკული ნიჭის პატრონები არიან. ქალწულის ნიშანი რეალობაზე, ლოგიკასა და გარკვეულობაზე მიგვითითებს. ამ ნიშნის მატარებლებმა ყოველთვის იციან რა უნდათ. და ამასვე თხოულობენ სხვებისგან. წესრიგისადმი სიყვარული და სიფაქიზე ზოგჯერ მანიადაც კი გადაექცევათ ხოლმე. ნათელი გონება გააჩნიათ, ანალიზის შესანიშნავი უნარი. შრომისმოყვარენიც არიან, კარგი პოლოტიკოსები, ეკონომისტები და მეცნიერები ხდებიან. ერთ წერტილზე გაჩერება არ უყვართ, მუდამ იღრმავებენ ცოდნასა და გამოცდილებას, როგორც წესი, დიდხანს ცოცხლობენ და პატივისცემითაც სარგებლობენ. თუმცა ხშირად უწევთ ახლობლებთან შეხლა-შემოხლა გადაჭარბებული პედანტიზმისა და მომთხოვნელობის გამო.

ამ ნიშნის ქალები მომხიბვლელები არიან, მაგრამ ტემპერამენტი აკლიათ. ფლირტაობა და მსუბუქი გატაცებები კი სჩვევიათ, მაგრამ სერიოზულ შეცდომებამდე არასოდეს მიდიან - დროზე იკავებენ თავს.

ქალი ქალწული ცდილობს დაფაროს, რომ სიმორცხვე სტანჯავს, მაგრამ მის ხასიათში ეს თვისება მაინც თვალშისაცემია. არც ეგოიზმია მისთვის უცხო და ამის გამო ხშირად უწევს ახლობლების დაკარგვა.

ურთიერთობა სხვა ნიშნებთან: არასასურველია ქალწულის დაკავშირება კუროსთან, ღრიანკალთან და კირჩხიბთან. თუმცა კირჩხიბთან ბევრ საერთოს ნახულობს, მაგრამ ქალწულის გადაჭარბებული პრაქტიკულობა შეურაცხყოფს ნაზს და მგრძნობიარე კირჩხიბს. ლომსა და ქალწულს შორის მისასალმებელია არა მარტო მეგობრული ურთიერთობა, არამედ თვით სასიყვარულო კავშირიც კი.


სასწორთან მოსალოდნელია ხშირი კინკლაობა და კონფლიქტი. ქალწულს იშვიათად აღეძვრის სიმპათია თავისივე ნიშნის მატარებელი პარტნიორისადმი.

მიუხედავად იმისა, რომ ღრიანკალსა და ქალწულს სულ სხვადასხვა შეხედულებები აქვთ ცხოვრებაზე და ტემპერამენტითაც განსხვავდებიან, ბედნიერი კავშირი მათ შორის ადვილი მოსალოდნელია.

ქალწული მერწყულს ძალზე იზიდავს, მაგრამ მათი ურთიერთობა იშვიათად რომ დიდხანს გაგრძელდეს...

2
1436
4-ს მოსწონს
ავტორი:რომეო
რომეო
1436
  
2012, 1 ნოემბერი, 18:38
+1
2012, 18 ოქტომბერი, 12:13
:))
0 1 2