x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კასილასი: ატლეტიკო სახიფათოა
imageდღეს, სრულიად საფეხბურთო სამყაროს ესპანური დერბი ელის, 23:55 წუთზე დაიწყება თამაში, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდება: მადრიდის ატლეტიკო vs მადრიდის რეალი. ეს დაპირისპირება მუდამ გამოირჩევა დაძაბულობით. რეალი, რომ მძიმე მდგომარეობაში ეს ყველას მოეხსენება, მადრიდელები უკვე, მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ კატალონიელებს, რადგან გუშინ ღამით მოიგო ბარსელონამ თავისი თამაში და ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბარსელონას ნოუკამპზე რეალი ყავს მისაღები.
კასილასის განცხადება:

" ატლეტიკო ძალიან სახიფათო გუნდია ისინი ამას ყოველ მატჩში ამტკიცებენ, არ შეიძლება მათთან მოდუნება, თორემ ატლეტიკო აუცილებლად დაგვსჯის. საჭიროა თავიდანვე უპირატესობის აღება.ყოველ წელს ატლეტიკო უფრო და უფრო ძლიერდება. დიახ რეალი როხიბლანკოსს 13 წლის განმავლობაში უგებდა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს სერია ადრე თუ გვიან დაირღვევა."


"ატლეტიკო ცდილობს რაც შეიძლება მაღლა აიწიოს და მოიპოვოს ჩემპიონთა ლიგის საგზური და ამისთვის ჩვენი დამარცხებაც არ გაუჭირდებათ. ეს გუნდი ბრწყინვალე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული განსაკუთრებით კი გამოვყოფდი, ფალკაოს ადრიანსა და არდას."

0
47
2-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0