x
რომელ ქვეყნებშია ყველაზე დიდი ჯარიმები მძღოლებისთვის

image











ფინეთში - 60 კლ/სთ სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა შეადგენს 115 euro-ს (დამოკიდებულია დამრღვევის ყოვედღიურ შემოსავალზე; ცნობილია შემთხვევა, როცა დარეგისტრირდა ჯარიმა 170 000 euro-ს ოდენბით). მართვა არაფხიზელ მდგომარეობაში ისჯება კანონით 90 euro-დან ზევით (დამოკიდებულია დამრღვევის ყოველდღიურ შემოსავალზე) და მართვის მოწმობის ჩამორთმევით 1-3 თვემდე, შესაძლებელია დამრღვევს შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა. პარკირების წესების დარღვევისთვის 10-40 euro. უსაფრთხოების ღვედის არგამოყენებისთვის ჯარიმა ფიქსირებულია და შეადგენს 35 euro-ს. შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლისთვის 64 euro-დან ზევით (დამოკიდებულია დამრღვევის ყოველდღიურ შემოსავალზე).

ფინეთში, კომპანია Nokia-ს მენეჯერი ანსსი ვანიოკი 2001 წელს დაჯარიმდა 116 000 euro-თი, რის შედმეგაც მან მიმართა სასამართლოს და ჯარიმა 6 000 euro-თი შეიცვალა.

მილიონერი იუსსი სალონოია 2004 წელს შევიდა გინესის რეკორდების წიგნში. იუსსი სალონოია ქალაქ ჰელსინკის ქუჩებში მოძრაობდა 80 კლ/სთ სიჩქარით, სადაც სიჩქარის მაქსიმალური ზღვარი არის 40 კლ/სთ, იუსსი სალონოია დაჯარიმებულ იქნა 170 000 euro-თი, რაიონულ სასამართლოში აპელაციის შემდეგ, ჯარიმა შეუმცირეს 100 000 euro-მდე.

იარი სარასვუი 2009 წელს დაჯარიმდა 150 000 euro-თი და მართვის უფლების ჩამორთმევით, ის მოძრაობდა 99 კლ/სთ სიჩქარით გზაზე, სადაც სიჩქარის მაქსიმალური ზღვარი არის 40 კლ/სთ. მისი ყოველდღიური შემოსავლის დადგენა-დაზუსტების შემდეგ, ჯარიმა შემცირებულ იქნა 15 000 euro-მდე.

დიდ ბრიტანეთში - 60 კლ/სთ სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა შეადგენს 1 000 ფუნტ სტერლინგს (ავტომაგისტრალებზე 2 500 ფუნტ სტერლინგს), მართვა არაფხიზელ მდგომარეობაში ჯარიმდება 3 000 ფუნტი სტერლინგით, პარკირება - წესების დარღვევით ჯარიმდება 40 ფუნტი სტერლინგით, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა ჯარიმდება 500 ფუნტი სტერლინგით, შუქნიშნის ამკრძალავ სიგნალზე მოძრაობისთვის 1 800 ფუნტი სტერლინგით.

გერმანიაში - 60 კლ/სთ სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა შეადგენს 400-480 euro-ს, არაფხიზელ მგდომარეობაში მართვა ჯარიმდება 500 - 6 000 euro-მდე, პარკირება - წესების დარღვევით ჯარიმდება 10 - 25 euro-თი, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა 30 euro-თი, შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე მოძრაობა ისჯება 90-360 euro-ს ოდენობით.

ირლანდიში - 60 კლ/სთ სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა შეადგენს 80 euro-ს, არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა ჯარიმდება 5 000 euro-მდე, პარკირება წესების გარღვევით ჯარიმდება 70-80 euro-თი, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა 60 euro-თი, შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე მოძრაობა ისჯება 80 euro-ს ოდენობით.

იტალიაში - 60 კლ/სთ სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა შეადგენს 779 - 3119 euro-ს, არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა ჯარიმდება 500 - 6 000 euro-მდე, ზოგ შემთხვევაში მართვის უფლების ჩამორთმევით 1-2 წლის ვადით, პარკირება წესების დარღვევით ჯარიმდება 19 - 75 euro-თი, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა 75 - 300 euro-თი, შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე მოძრაობა ისჯება 150 - 599 euro-ს ოდენობით.

კანადაში - 60 კლ/სთ სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმამ შეიძლება მიაღწიოს 10 000 $-მდე, არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა ჯარიმდება 600 $-დან, პარკირება წესების დარღვევით ჯარიმდება 100 $-ით, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა 1000 $-მდე, შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე მოძრაობა ისჯება 144$-ით.

აშშ - 60 კლ/სთ სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა შეადგენს 500$-დან ზევით, არაფხიზელ მდგომარეობაში მართვაჯარიმდება 390-1000 $-მდე (სასამართლოს ხარჯების გათვალისწინების გარეშე, რაც შეიძლება იყოს 3-ჯერ უფრო მეტი) შესაძლებელია მართვის უფლების ჩამორთმევა, პარკირება წესების დარღვევით ჯარიმდება 35$, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა 50$-ით, შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე მოძრაობა ისჯება 50$-ით.

საფრანგეთში - 60 კლ/სთ სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა შეადგენს 1 500 euro-ს, არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა ჯარიმდება 135-4500 euro-მდე, რიგ შემთხვევებში მართვის უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით, პარკირება წესების დარღვევით ჯარიმდება 10 euro-თი, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა 135 euro-თი, შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე მოძრაობა ისჯება 90 euro-თი.

6
155
5-ს მოსწონს
ავტორი:მიუნჰაუზენი
მიუნჰაუზენი
155
  
2012, 28 ოქტომბერი, 20:06
მართალია ძალიან მეზარება წაკითხვა, მაგრამ გული და სული მკარნახობს, რომ კარგი სტატიაა ;) :D ეგრე გააგრძელეთ
2012, 23 ოქტომბერი, 12:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 17 ოქტომბერი, 14:12
კახეთში ერთი კვირის წინ ბიძაჩემი 3 წლიან ლიშენიაზე გაუშვეს სიმთვრალეზე :)))))))))
2012, 17 ოქტომბერი, 1:50
და ამის მერე კიდე ვწუწუნებთ ხო პატრულის ჯარიმებზე რაამბავიაო? :D :D
2012, 16 ოქტომბერი, 21:00
საქართველოში საჭესთან ნასვამი დაჯდომა ადმინისტრაციული გადაცდომაა გერმანიაში კი სისხლის სამართლის დანაშაული , თან ითვლება რომ 0.6%- გაგლეჯილი მთვრალი ხარ:)
2012, 16 ოქტომბერი, 18:38
საქართველო არ შედის ?
0 1 6