x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რაზე მეტყველებენ თქვენი სიზმრები?
imageსიზმრების ზუსტი ახსნა ნამდვილად შეუძლებელია, თუმცა მეცნიერების აზრით, სიზმარში ნანახ ზოგიერთ სიტუაციასა თუ საგანს გარკვეული მნიშვნელობა აქვს.

თუ სიზმარში ნახეთ წყალი, ეს რაღაც სიახლესთანაა დაკავშირებული, ხოლო თუ ხედავთ წყლის დიდ ოდენობას, მაგალითად ზღვას, ან ოკეანეს, ეს ნიშნავს, რომ თქვენს შიგნით დიდი ენერგიაა დაგროვებული, რომლის რეალიზებასაც აუცილებლად მოახდენთ უახლოეს მომავალში.

როდესაც გვესიზმრება სარკე, ამ დროს ჩვენ საკუთარ თავებს ვხედავთ ისეთებად, როგორებიც გვსურს ვიყოთ გარეგნულად.

რგოლი, ან რამე ამის მსგავსი - მზე, ბურთი, ბორბალი...ნიშნავს, რომ თქვენ რაღაც მნიშვნელოვანი მიზანი განახორციელეთ და ცხოვრებაში ჰარმონიას მიაღწიეთ.


ლაბირინთის ნახვა მოასწავებს, რომ რაღაცის შიში გაქვთ, ან რომელიმე პრობლემის წინაშე დგახართ, რომელსაც შეიძლება ისე აშკარად ვერ ხედავდეთ, მაგრამ გაწუხებდეთ შინაგანად.

უფსკრულის პირას დგომა სიმბოლურად ძლიერ შიშს, ან ფობიას განასახიერებს, ეს უმეტესად იმ ადამიანებს ესიზმრებათ, რომლებიც გამოუვალ სიტუაციაში არიან ჩავარდნილები.

გამოცდა - თქვენს ცხოვრებაში ხდება რაღაც ისეთი, რის წინაშეც დიდ პასუხისმგებლობას გრძნობთ.

სიკვდილი - საკუთარი, ან ახლობელი ადამიანის.ნუ შეშინდებით, ეს სულაც არ მოასწავებს რაიმე ცუდს, უბრალოდ, თქვენ პიროვნულად "იზრდებით", თქვენი აზროვნება და ხასიათი ყალიბდება და უფრო სერიოზული ხდება.

სახლი - თქვენს ორგანიზმს განასახიერებს.მაგალითად, თუ დადიხართ ოთახებში და სადმე უწესრიგობას ხვდებით, ესე იგი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემა გაქვთ.

და ბოლოს, თუ ერთსა და იმავე სიზმარს ხშირად ხედავთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი შინაგანი მდგომარეობა სიზმრის შინაარსთან მტკიცედაა დაკავშირებული, მაგალითად, თუ რაღაც პრობლემა გაწუხებთ, თქვენ მას თავად სიზმარშიც აღმოაჩენთ და იგი სიზმარშიც შეგაწუხებთ, ამიტომ საკუთარ თავს უნდა ჩაუღრმავდეთ და გამოსავალსაც თავადვე იპოვით.

5
2347
5-ს მოსწონს
ავტორი:L.C.
L.C.
2347
  
2013, 14 ივლისი, 2:58
წუხელ ვნახე მე და ჩემმა შეყვარებულმა გავიპარეთ და როგორც წესი ისე მოხდა მოვიდნენ ჩემი მშობლები და არ წავყევი,მერე დამელაპარაკეს ცალკე და დამტოვეს მასთან..რას ნიშნავს???
2013, 16 მაისი, 1:54
მეც ხშირად მიხდება სიზმრები,ძირითადად ცუდი და არ მესმის იმ ადამიანების ვისაც ამ თემაზე ეცინება.
2013, 23 იანვარი, 20:32
თითქმის სულ მიხდება სიზმრები :( და მეშინიაა უკვე დაძინებიის:(( რამე ცუდი არ ვნახო თქოო:(( ძალიან ბევრი ამიხდა და რაას დავაბრალო აღარ ვიციი
2013, 5 იანვარი, 14:17
შეყვარებულის დედა ?
2012, 16 დეკემბერი, 14:39
მაიც ვერ გავიგერაააააააააააააა
0 1 5