x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134496
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
ყველიანი ბლინები
imageყველიანი ბლინის მოსამზადებლად დაგვჭირდება:
: 8 კვერცხი,
: 1 ლიტრი რძე ან წყალი
: ფქვილი (იმდენი, რომ მივიღოთ არაჟნის სისქის ცომი)
: ყველი

1) კვერცხი კარგად
ავთქვიფოთ, დავასხათ რძე ან წყალი და მანამდე ვთქვიფოთ სანამ არ აქაფდება.
2) დავამატოთ ფქვილი, რომ მივიღოთ არაჟნის სისქის ცომი(საჭიროა უმაღლესი ხარისხის ფქვილი)
3) ცხელ ტაფას წავუსვათ ზეთი(ტაფა უნდა იყოს პატარა ზომის და სახელურიანი) და ჩამჩით და
ვასხათ ბლინის ცომი, როცა ზედაპირი მოშრება, გადმოვიღოთ ბლინი.ხშირად პირველი ბლინი არ გამოდის კარგი, თანდათან მიხვდებით რა სისქის უნდა იყოს დანარჩენი ბლინები.
imageimage








4) ბლინს დავადოთ გამზადებული ყველის მასა და ტოლმასავით დავახვიოთ.


image




5) სუფრაზე მიტანის წინ, ბლინები უნდა შევწვათ გაცხელებულ, ზეთიან ტაფაზე.
image


1
4172
8-ს მოსწონს
ავტორი:Leo
Leo
4172
  
2013, 15 ნოემბერი, 12:49
ვისაც არ გამოგივათ კარგი ფირფიტები ცომის (რაშიდაც დარწმუნებული ვარ) გააკეთეთ ერთი კვერცხის და დანარჩენი რაც წერია,ცომი არაჟნის სისქის რომ იყოს გადახვევის დროს ბზარები გაუჩნდება, ამიტომ ცოტა თხელი უნდა იყოს. ტაფას კი ცხიმი ყოველ ფირფიტაზე უნდა წაუსვათ(რათქმა უნდა დასხმამდე).ორივე სცადეთ და მერე გამამტყუნეთ.
0 1 1