x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ურწმუნო ექიმის მოგზაურობა სამოთხეში(კომიდან გამოსულის მონათხრობი)
imageექიმი-ნეიროქირურგი ებენ ალექსანდრი 15 წელია კითხულობს ლექციებს ჰარვარდში. მას არ სჯეროდა არც ღმერთის არსებობის და არც გარდაცვალების შემდეგ ცხოვრების. ექიმი გვიყვება თავის ასტრალურ მოგზაურობაზე, რომელიც თავს გადახდა, როცა უგონოდ იყო.

ორი წლის წინ, ბაქტერიული მენინგიტის გამო, ექიმი კომაში ჩავარდა. შვიდი დღის განმავლობაში ტვინის ქერქი, რომელიც პასუხისმგებელია ფიქრებზე და ემოციებზე, გათიშული იყო. ექიმის თქმით, სწორედ მაშინ იყო მიწისქვეშეთში სამოგზაუროდ. უფრო ზუსტად კი სამოთხეში.

როგორც გვიყვება, ის ორთქლივით იყო და ღრუბლებში დაფრინავდა. მის გარშემო იყვნენ პეპლები და ანგელოზის მსგავსი რაღაც არსებები.

ამის გარდა, ჩაესმოდა ხმები, რომელიც ანგელოზთა გალობას ჰგავდა.


ექიმი გვიყვება ულამაზეს გოგონაზე, რომელიც მოგზაურობისას თან დაჰყვებოდა. მას ცისფერი თვალები და ოქროსფერი თმა ჰქონდა.

გოგონამ მიიყვანა ის უცნაურ ადგილზე-ბნელ სიცარიელეში, რამაც ექიმში გამოიწვია უსასრულობის და სიხარულის შეგრძნება. ექიმი ფიქრობს, რომ ის იყო ღმერთის სახლში.

ამ მომხდარმა ამბავმა, ექიმზე ზემოქმედება მოახდინა როგორც პროფესიული თვალსაზრისით, ასევე სულიერადაც. ის მიხვდა, რომ პიროვნულობა სხეულზეც და ტვინზეც უფრო აღმატებულია. სწავლულს გადაწყვეტილი აქვს გამოარკვიოს არსებობის საიდუმლო.

ამის გარდა, სამოთხეში მოგზაურობამ ხელი შეუწყო მისი რწმენის განმტკიცებას.

ახლა უკვე ხშირად დადის ეკლესიაში, რაც მანამდე არ ხდებოდა. მან აგრეთვე დაწერა წიგნი - "მტკიცებულებანი სამოთხის შესახებ", რომელიც მალე გამოვა გაყიდვაში.

4
2297
8-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
2297
  
2017, 19 ივლისი, 18:42
გოგონამ შეიყვანა ბნელ სიცარიელეშიო და სიბნელეა ღმერთის სახლი?ეს ექიმი ისევ კომაში დადის?
2014, 7 დეკემბერი, 21:03
არსებობის საიდუმლოს ვერავინ გამოიკვლევს ,, მაგას ადამიანის ცნობიერება ვერ სწვდება , ეს უფალმა დაადგინა და ასე უნდა ყოფილიყო ,რაც არ არის საჭირო რო იცოდეს ადამიანმა ის უფალმა ყველასათვის მიუწვდომელი გახადა,, ესეთი სასწაულები მართლაც ხდება და კარგია რომ უფლის ირწმუნა და გახდა აღმსარებელი
2013, 27 ოქტომბერი, 14:43
http://www.youtube.com/watch?v=3c6beOZerKw
0 1 4