x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134392
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508465
დიეტა მათთვის, ვისაც კარგი ნებისყოფა აქვს

image

წონის პრობლემა ბევრ ადამიანს აწუხებს, გახდომა ყველას სურს, თუმცა, ნებისყოფა ბევრს არ აძლევს სასურველი სხეულის ფორმის შენარჩუნების საშუალებას. გახდომის მსურველებს რამდენიმე სახის დიეტას გთავაზობთ. დილით მიირთვით მოხარშული კვერცხი, სამი საათის შემდეგ 150 გრამი უცხიმო ხაჭო და მიაყოლეთ უშაქრო ჩაი. ამის შემდეგ, მეორე დილამდე მხოლოდ გაზგასული და მინერალური წყალი მიიღეთ. დღის რაციონიდან გამორიცხეთ მარილი და შაქარი. დიეტა 2 დღეზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს, რადგან ძალიან მძიმეა, სამაგიეროდ, მისი გამეორება 2–3 კვირაშიც შეგიძლიათ. დიეტის ეფექტურობას რაც შეეხება, მისი წყალობით 2–3 დღეში 3–დან 5 კილოგრამამდე დაიკლებთ.


ექვსდღიანი დიეტა

პირველი დღე:

თანაბარი შუალედით მიირთვით 5–6 ცალი კარგად მოხარშული კვერცხი;

მეორე დღე:

500 გრამი უცხიმო ხაჭო;

მესამე დღე:

500 გრამი მოხარშული ქათმის ფილე;

მეოთხე დღე:

100 გრამი მოხარშული ბრინჯი, ცხიმის გარეშე;

მეხუთე დღე:

5–6 ცალი მოხარშული, ან კანიანად აირღუმელში შემწვარი კარტოფილი;

მეექვსე დღე:

1, 5 კილოგრამი ვაშლი.

ამ დიეტით ექვს დღეში სამ კილოგრამს დაიკლებთ, ოღონდ გაითვალისწინეთ: დღეში უნდა მიიღოთ 1 ლიტრი წყალი მაინც.

დიეტა, რომელიც კვირაში ერთ დღეს უნდა დაიცვა

8 საათზე – 1ფინჯანი უშაქრო ყავა ან მწვანე ჩაი. ცალკე დააყოლეთ ერთი კოვზი თაფლი;

10 საათი: 1 ცალი მოხარშული კვერცხი ან 1 ცალი ვაშლი;

12 საათი: 2 ცალი ვაშლი ან 200 გრამი სეზონური ბოსტნეულის სალათა;

14 საათი: 100 გრამი მოხარშული საქონლის ან ქათმის ხორცი;

16 საათი: 2 ცალი ვაშლი ან 200 გრამი უცხიმო სეზონური სალათა;

18 საათი: 100 გრამი ხაჭო ან 50 გრამი უცხიმო ყველი;

20 საათი: 1 ჩაის ჭიქა უცხიმო კეფირი ან მაწონი.

ძილის წინ დალიეთ 1 ჭიქა პიტნის ან გვირილის უშაქრო ჩაი. დაიმახსოვრეთ: თუ გსურთ, რომ მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოთ და კვირაში 1–2 კილოგრამი დაიკლოთ, სასურველი შედეგის მიღწევამდე, დიეტა ყოველკვირა ერთსა და იმავე დღეს დაიცავით. კვირის დანარჩენ დღეებში კი, შეძლებისდაგვარად, მსუბუქად იკვებეთ.

დიეტა ხორცის მოყვარულთათვის

9 საათი: 1 ფინჯანი ყავა (1 ჩაის კოვზი თაფლით), 50 გრამი უმარილო ყველი, 50 გრამი შავი პური;

12 საათი: ერთი ცალი მოზრდილი ზომის ვაშლი;

15 საათი: 100 გრამი მოხარშული ხორცი ან უცხიმოდ შემწვარი ხორცი (ქათმის ან საქონლის), 100 გრამი სალათის ფოთოლი, შეზავებული მწვანე ხახვით, ყველანაირი მწვანილითა და ცოტაოდენი მარილით;

17 საათი: 1 ცალი მოზრდილი ვაშლი;

20 საათი: 100 გრამი მოხარშული ხორცი, 2 ცალი მომცრო ზომის კარტოფილი, ერთი ფინჯანი ყავა ან მწვანე ჩაი (უშაქრო ან ერთი კოვზი თაფლით გაზავებული). ამ რაციონს, დღის განმავლობაში შეგიძლიათ დაუმატოთ 50 გრამი შავი პური და ერთი ჩაის ჭიქა რძე. დიეტის დადებითი მხარეა ისიც, რომ დაკარგული წონა ძნელად აღდგება.

ცხრადღიანი მსუბუქი დიეტა და დაკლებული 4 კილოგრამი

პირველი დღე: მიირთვით მოხარშული, უმარილო ბრინჯი. მიირთვით რამდენიც გსურთ და როცა გინდათ;

მეორე და მესამე დღე: ისე მოხარშული ბრინჯი და სხვა არაფერი;

მეოთხე დღიდან შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშული ქათამი კანის გარეშე;

იგივე გაიმეორეთ მეხუთე და მეექვსე დღესაც;

მეშვიდე დღე: მიირთვით ვაშლი, ჭამის დრო და რაოდენობა თქვენს ხელშია. იგივე გაიმეორეთ მომდევნო ორი დღის განმავლობაშიც.

დიეტის დროს აკრძალულია ყველანაირი ტკბილეული და ა.შ. მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი სითხე: წყალი, მწვანე ჩაი, გაზგასული მინერალური წყალი. გამორიცხეთ გაზიანი სასმელები, მუქი ჩაი და ყავა.

დიეტა ხილის მოყვარულთათვის

საუზმე: ფორთოხლის წვენი;

სადილი: ბოსტნეულის სალათი (უმჯობესია მწვანე), მოხარშული კომბოსტო – უმჯობესია ყვავილოვანი, 200 გრამი მოხარშული ქათმის ან საქონლის ხორცი.

სამხარი: წვენი – ფორთოხლის, სტაფილოს, ვაშლისა და ანანასის ნარევი. მარცვლეულის ხლებცი და კეფირი.

ვახშამი: ხილის სალათა – ანანასით, კივითა და ფორთოხლით. მოთუშული ბოსტნეული უცხიმოდ (სასურველია ბადრიჯანი ან ყაბაყი).

დიეტა გრძელდება 10 დღის განმავლობაში, შედეგი კი 4 კილოთი ნაკლები სხეულია. დიეტის გამეორება შეგიძლიათ 3–4 კვირაში.
0
899
3-ს მოსწონს
ავტორი:qera15
qera15
899
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0