x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134490
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ბავშვების ფსიქიკა საფრთხეშია!


imageმინდა უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გარემოში იზრდება ახლანდელი თაობა.ამ თემაზე დაწერა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც ინტერნეტში ბარბის თოჯინების ეროტიკულ სურათებს წავაწყდი, რომლებშიც სადიზმის ელემენტებიც ერია.არ მესმის, რატომ უმახინჯებენ პატარებს ბავშვობას და უბინძურებენ გონებას?დღესდღეობით, მშობელმა ძალიან დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინოს, რომ მისი შვილი ნორმალური, ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული გაიზარდოს.თავად დააკვირდით:ინტერნეტი გადავსებულია სასტიკი და სისხლისმღვრელი სტილის ვიდეოთამაშებით, რომლებსაც ბავშვები საათობით უზიან და ვერ წყდებიან, უამრავი მულტიპლიკაციური ფილმი გამოდის, რომლებშიც მთავარი გმირები სადისტურად უსწორდებიან ერთმანეთს, ახლა კი უკვე სათამაშოებმაც შეიძინეს მსგავსი დატვირთვა. ფსიქოლოგთა კვლევები კი ცხადყოფს, რომ ახლანდელ თაობაში გაცილებით მეტი აგრესიაა, ვიდრე ადრე, უფროსებს კი მხოლოდ უკვირთ და საერთოდ არ ცდილობენ ამის მიზეზებს ებრძოლონ.უმეტესობა საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, რას აკეთებს მისი შვილი კომპიუტერთან, ოღონდაც ბავშვმა არ შეაწუხოთ და მზად არიან მთელი დღე არ მოსწყვიტონ ინტერნეტს, სადაც ბავშვს შეუძლია, უამრავი სიბინძურე ნახოს.ჩვეულებრივ, თუნდაც კინოფილმების გვერდებზეც კი ხშირად პორნოგრაფიული საიტების რეკლამებია განთავსებული.ამის შემდეგ კი რა გასაკვირია, რომ აგრესიული და თამამი თაობა გვეზრდება?ვინმე ცდილობს ამის გამოსწორებას?

შესაძლოა იფიქროთ, რომ ვაზვიადებ, თუმცა იმედია ამ ფოტოების დათვალიერების შემდეგ აზრს შეიცვლით.imageimageimageimage

image

10
1247
10-ს მოსწონს
ავტორი:L.C.
L.C.
1247
  
2014, 1 თებერვალი, 22:11
გეთანხმები , არ აზვიადებ ნამდვილად .მშობლებმა უნდა აკონტროლონ რას უყურებს ბავშვი , სპეციალურ კოდების დაყენება არასაბავშვო არხებზე ესეც საუკეთესო საშუალებაა.
2012, 25 დეკემბერი, 0:01
მშობელი სანამ სამსახურიდან მოვა ბავშვი კომპთან სრულიად მარტო რჩება ინტერნეტი კი მხოლოდ 1ეულებს აქვს დაბლოკილი სპეციალურად რომელიც ცენზურა საიტებს ბლოკავს. ამას რომ თავი დავანებოთ მშობლებმა იციან რას ყიდულობენ თავიანთი შვილები იმ ფულით რომელიც დილას გაატანეს. ბევრმა მშობელმა არ იცის თავისი 11 წლის ბავშვი რას ეწევა.თამბაქოს გაცემა ვითომ პლიუს თვრამეტია ჩემი თვალით ვნახე როლიკებზე კატაობდნენ გოგონები და ბიჭები ჯერ ბიჭს გამოველაპარაკე რატო ეწევი მეთქი გაკვირვებულმა შემომხედა და მითხრა უმ ყველა ეწევაო და რო მ გადავხედე გაწითლდნენ გგოგო ბიჭიანად 13 წელზე დიდები არცერთნი არ იყვნენ!!
2012, 23 ოქტომბერი, 8:30
++++++++
2012, 20 ოქტომბერი, 20:34
არა:))
2012, 20 ოქტომბერი, 20:32
ფსიქოლოგი ხარ?
2012, 12 ოქტომბერი, 22:40
:(
2012, 12 ოქტომბერი, 17:05
ეს საფუძვლებიდან გახრწნაა
2012, 12 ოქტომბერი, 16:44
უბრალოდ იდეა ვის მოსდის ასეთი სურათები გადაიღოს,საზიზღრობაა.აქ კიდე არ დამიდია ბევრი,გაშIშვლებული დისნეის გმირები და ეგეთი რაღაცეები დევს ბევრგან კიდე,გავგიჟდი
2012, 12 ოქტომბერი, 16:13
ბოლო სურათი შოკია,და ამით უნდა ითამაშოს ბავშვებმა?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10