x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გასაუბრება
imageდღეს ძალიან ბევრი ადამიანი ეძებს სამსახურს. დასაქმების საიტი გადატენილია შემოთავაზებებით, რომელთაგანაც რეალურად მისაღები და საინტერესო ალბათ 5% თუ იქნება. ყველაზე დიდ პრობლემად მაინც ის მიმაჩნია, რომ უმრავლესობა სამუშაო გამოცდილებას (მინიმუმ 1 წლიანს) ითხოვენ და ძალიან საინტერესოა თუ არავინ მოგცემს შანსს დასაქმდე გამოცდილების გარეშე, გამოდის რომ მთელი ცხოვრება ვაკანსიის ძებნაში უნდა იყო. თუმცა დღეს ამ პრობლემის შესახებ არ ვწერ.



მას შემდეგ რაც თქვენს რეზიუმეს განიხილავენ და დააკმაყოფილებთ მათ მოთხოვნებს გიბარებენ გასაუბრებაზე. გასაუბრების დროს მოხდენილი შთაბეჭდილება ყველაზე მნიშვნელოვანია. რაიმე სახელმძღვანელო, რაიმე თეორიები იმის შესახებ როგორ უნდა მოიქცეთ გასაუბრებაზე არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ჩამოყალიბებული პრაქტიკა, რომლის შესახებაც მინდა მოგიყვეთ.



1) არასოდეს დაისხათ ის სუნამო, რაც მანამდე არ დაგისხამთ.


2) არასოდეს გაიკეთოთ ვარცხნილობა, რაც მანამდე არ გქონიათ.



3) ნუ გაიკეთებთ საღამოს მძიმე მაკიაჟს.


4) აუცილებლად მოწესრიგებული უნდა გქონდეთ ფრჩხილები.


5) მამაკაცები წვერით არ უნდა მიხვიდეთ გასაუბრებაზე.


6) წვერთან ერთად უნდა მიაქციოთ ყურადღება კისერს.


7) აუცილებლად ჩაიცვით მოწესრიგებული ფეხსაცმელი.



ამ წესების გათვალისწინება როგორც ქალებისათვის ასევე მამაკაცებისათვის სავალდებულოა. ხშირ შემთხვევაში როდესაც კომისიის წევრები დღიურად 100 რეზიუმეს განიხილავენ და 100 კანდიდატს ხვდებიან ნაკლებად ინტერესდებიან იმით თუ რა წერია რეზიუმეში ან რა ილაპარაკეთ გასაუბრებაზე. უკვე გადაწყვეტილების მიღებისას ისინი თქვენი რეზიუმეს ნახვისას აუცილებლად გაითვალისწინებენ იმ გარეგნულ კრიტერიუმებს, რამაც დადებითი გავლენა მოახდინა მათზე.



გარდა კომისიის წევრებთან გასაუბრებისა თქვენ შესაძლებელია მოხვდეთ კონკრეტულად იმ ადამიანთან ვის დაქვემდებარებაშიც შემდეგში უნდა იყოთ თუ დაგასაქმებენ. ამ დროს გასაუბრებაზე შესული მითითების გარეშე არ უნდა აკეთებდეთ არაფერს. თუ გეტყვიან რომ დაბრძანდეთ აუცილებლად აირჩიეთ მაგიდის მარცხენა მხარე. თუ ყავას ან ჩაის შემოგთავაზებენ თავაზიანი უარი განაცხადეთ და ზრდილობიანად მოითხოვეთ წყალი. ეს კარგ ტონად ითვლება და წყალი ძალიან დაგეხმარებათ - ადამიანი ნერვიულობისას კარგავს სითხის დიდ რაოდენობას.



რაც შეეხება კითხვებს, რომელსაც გასაუბრებაზე ყველაზე ხშირად სვამენ. თქვენი სამუშაო გამოცდილება, სასწავლო დაწესებულება სადაც ხარისხი შეიძინეთ და ა.შ. მაგრამ ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვაა რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის სამუშაო გამოცდილება თუ ანაზღაურება, სადაც აპლიკანტი ყველაზე მეტად "იჭედება". თქვენ თუ თქვენი პროფესიით იწყებთ სამუშაოს და განაცხადებთ რომ სამუშაო გამოცდილება პრიორიტეტულია ეს ძალიან კარგია, მაგრამ თუ თქვენ პროფესიით ეკონომისტი ბრძანდებით და მაღაზიის კონსულტანტის თანამდებობაზე გაქვთ გასაუბრება და განაცხადებთ, რომ სამუშაო გამოცდილებაა მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა არავინ დაგიჯერებთ.



ყველაზე მეტად კომისიის წევრებზე დადებით გავლენას ახდენენ გულახდილი ადამიანები. თუ თქვენს უარყოფით თვისებებზე გკითხავენ და გულახდილად ეტყვით რომ ძალიან გიყვართ დილის ძილი და შესაძლოა სამსახურში დააგვიანოთ, მაგრამ პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა გაქვთ და დაკისრებულ მოვალეობას მაინც პირნათლად შეასრულებთ ერთი დიდი + დაგეწერებათ.



გასაუბრების დროს კომისიის წევრებს უყურეთ თვალებში, ნუ დაიწყებთ ოთახის ინტერიერის დათვალიერებას. ეს ნდობას ზრდის თქვენსა და დამსაქმებელს შორის. იყავით მაქსიმალურად ლაღი და ნუ შეიმჩნევთ რომ ნერვიულობთ.



რა თქმა უნდა ეს არასრული ჩამონათვალია, მაგრამ იმედი მაქვს რაღაცაში გამოიყენებთ.

1
708
2-ს მოსწონს
ავტორი:bellatrix
bellatrix
708
  
2012, 11 ოქტომბერი, 15:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1