x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
გიორგი დემეტრაძე: არავის მოწყალება არ მჭირდება

imageსაქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ მისი შეწყალება მისთვის გაუგებარია. გიორგი დემეტრაძე ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის 2010 წელს დააპატიმრეს. მისი საქმე სტრასბურგის სასამართლოშია გასაჩივრებული. პრეზიდენტმა 28 აგვისტოს სულ 150-მდე პატიმარი შეიწყალა, მათ შორის გიორგი დემეტრაძე, თუმცა ის საპყრობილეს არ ტოვებს, უბრალოდ მას შეწყალება სასჯელის განახევრების ფორმით შეეხო. მას 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, აქედან 28 აგვისტოსთვის 2 წელი უკვე გასული იყო, შესაბამისად, დემეტრაძე ციხეს წელიწადსა და 10 თვეში დატოვებს“, - აღნიშნა ადვოკატმა. ჩემთვის შეწყალება ისეთივე გაურკვეველია, როგორც ჩემი დაპატიმრება. ვერ გავიგე, ან რას მიჭერენ, ან რას მიწყალებენ, მე არავის მოწყალება არ მჭირდება. ერთადერთი, რაც მჭირდება, გამართლებაა - მე უდანაშულო ვარ. იმედიმაქვს, კანონმდებლობა შეიცვლება და მომეცემა საშუალება, ჩემი საქმე გადაიხედოს სტრასბურგში ჩემი საქმის განხილვა ჯერ არ დაწყებულა. იმედია, ჩვენს ქვეყანაში მივაღწევ სამართალს და სტრასბურგი აღარ დამჭირდება", - განაცხადა მან. დემეტრაძე პატიმრების წამების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ პროტესტის ნიშნად ორი დღე შიმშილობდა, თუმცა მისი თქმით, მსგავსი ფიზიკური ძალადობა მის მიმართ არ ყოფილა.

1
543
4-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
543
  
2012, 12 ოქტომბერი, 1:27
ramdeni wlisaa demetradze?
0 1 1