x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134340
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
რაჭველები წავედით რაჭაში :)
image

წავედით, რაჭველები რაჭაში წავედით!

წავედით და რას წავედით, გავცდით რუსთავს, თბილისს, მცხეთას, გორის გზაზე ვართ... საშინელი სიცხის შემდეგ შხაპუნა წვიმა წამოვიდა :) რა მაგარია :) უცბად... მანქანა გაჯიუტდა, თქვა: მე ასე ვიქნებიო და აზრი ვერ შევაცვლევინეთ.

მამაჩემი ცოტა ხანს კიდევ ცდილობდა "რამე ეღონა, " მაგრამ მაინც ერთ ადგილზე ვიდექით.

- გადადი შვილო, კაპოტი ახადე, - მთხოვა და მეც უსიტყვოდ გადავედი, მაგრამ კაპოტის ახლა თუ ასეთი ძნელი იქნებოდა ჩემთვის, არ მეგონა:) ამას თავისთავად მოჰყვა ერთი-ორი ტკბილი სიტყვა მამაჩემისგან და ჩემი დის სიცილი:


- ნინო, დედამთილს არ უთხრა, კაპოტის ახლა რომ არ იცი, თორემ დაგიწუნებეეეენ:დ

მერე გამოჩნდა კეთილი პრინცი, რომელმაც დახმარება შემოგვთავაზა. კეთილი პრინციო, ვამბობ, მაგრამ ჩვენი პრინცი მხოლოდ უბრალო ტაქსისტი აღმოჩნდა, 07-ზე ამხედრებული, რომელმაც მთელი გულით შემოგვთავაზა დახმარება და უახლოეს პროფილაქტიკამდე სულ რაღაც 25 ლარად მიგვიყვანა (რას არ იზამს კეთილი კაცი). იქ უყურეს მანქანას, უყურეს და დაასკვნეს, რომ ცოტას გლუშიწელი ურევდა და სხვასთან გაგვიშვეს. მერე იმ სხვამაც უტრიალა მანქანას და ერთი მამუკა ვიციო, გადავურეკავ და მოვიყვანო.

მოვიდა მამუკაც, სასიანოვნო გარეგნობის ბიძია, შეძვრა მანქანაში, უჩხიკინა, ეს უნდა გამოვრთოთ, ჩორტავი მაწერიო- თქვა. გამორთეს რაც საჭიროდ ეჩვენათ (ჩორტავი მაწერი ) მაგრამ მანქანამ ამის პასუხად მხოლოდ ერთი ამოიღმუვლა და გაჩუმდა.

საბოლოოდ, იქ რაღაც მოჭრეს, იქ რაღაც ჩააყენეს და, ჰოი საოცრებავ! მანქანა ამუშავდა, ხოდა ჩავსხედით და წამოვედით.

აბა რა, რაჭველები რაჭაში მივდივართ, ვინ გაგვაჩერებს.

არავისაც არ გავუჩერებივართ, თვითონ გავჩერდით, პირველივე მოასხვევში, თან სრულიად წარმატებულად, მერე გადმოვძვერით მანქანიდან და კუთხემდე მივაგორეთ, აბა შუა გზაზე ხომ არ გავჩერდებოდით გორელებივით (თუმცა, გორში არ ვიყავით? :))

მამას სახე წაეშალა, მე და ჩემი დები მანქანიდან გადმოვიძურწეთ და სიცილი დავიწყეთ, აბა რა, ჯანსაღი სიცილი ჯანმრთელობაა, არა და, ჩვენ გარდა, არავის ეცინებოდა.

ვერსადაც ვერ წავედით :)

მერე "მსნელი რაზმი" მოვიდა და წამოგვიყვანეს უკან.

ახლა რუსთავში ვართ, ისევ და მანქანას თუ შეაკეთებენ, ისევ წავალთ. კი ვამბობ, არ ჩავჯდები-მეთქი, მაგრამ ვნახოთ, იქნებ გადავიფიქრო :დ

ხო, მე დღეს უკვე კაპოტის ახდაც ვიცი, გლუშიწელის ადგილმდებარეობა, აკუმლიატორასაც დავტენი, თუ გამიჭირდა და გორში ხელოსნებასც მივაგნებ.:)

რაჭველები რაჭაში მივდიოდით და გორს მაინც ვერ გავცდით :)

0
118
7-ს მოსწონს
ავტორი:ნინელ
ნინელ
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0