x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როცა თაფლობის თვე უკვე ჩავლილია...
როცა თაფლობის თვე უკვე დიდი ხნის ჩავლილია და საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრობთ მშვიდი და ზომიერი ოჯახური ცხოვრებით, ბობოქარი ბატალიები საწოლში ყოველთვის დროული არ არის.

image

რამდენად მართებულია საკუთარი თავისთვის სექსუალური ურთიერთობის იძულება, როცა ამის სურვილი საერთოდ არ გაგაჩნია?

"არა, ძვირფასო, რაღაც თავი მტკივა..სექსოლოგების აზრით, ეს უმნიშვნელო ფრაზა გახდა ცოლ-ქმრული მოვალეობისთვის თავის არიდების საკმაოდ გავრცელებული მიზეზი და ანეგდოტის მასალად იქცა.


თუმცა სპეციალისტების აზრით, ბევრი ქალბატონი "შაკიკის" მიუხედავად თანხმდება ინტიმურ ურთიერთობაზე იძულებით.

რა არის ეს სურვილის ხანმოკლე არქონა თუ ხორციელი სიყვარულის მიმართ ინტერესის გაქრობა?

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ძლიერია ძალდატანება.

იძულება გამოწვეულია იმით, რომ იმედი არ გაუცრუოთ საყვარელ პარტნიორს და არ აწყენინოთ, თუ სექსუალური ურთიერთობა ისეთ მამაკაცთან გაქვთ, რომელიც თქვენთვის არაფერს ნიშნავს.

ფსიქოანალიტიკოსების აზრით, ქალები იძულებით ამყარებენ სექსუალურ ურთიერთობას ბევრი მიზეზის გამო-ზოგჯერ ისინი იცავენ ოჯახს, ზოგჯერ გამოხატავენ სინაზეს ან ამხნევებენ პარტნიორს, ზოგჯერ მათ შიში ამოძრავებთ, რათა მამაკაცმა გვერდზე არ გაიხედოს, ან გარკვეული გათვლები, ან დაშორების თავიდან ასაცილებლად...

მათთვის, ვინც პირველ რიგში სიყვარულით ხელმძღვანელობს, ეს ნაკლები მსხვერპლია. სხვა სიტყვებით, სექსუალური მოთხოვნილების დროებით არ თანხვედრას ( მამაკაცები და ქალები ერთდროულად ერთ ტალღაზე მუდმივად ვერ იქნებიან) და რეგულარულ იძულებას, რომელიც მიუთითებს უფრო ღრმა პრობლემის არსებობაზე -შორის არსებობს დიდი განსხვავება.

თუ ურთიერთგრძნობები არ გამქრალა, მცირეოდენი იძულება საკუთარ თავზე ერთ-ერთი მცირე დათმობაა, რომელიც ცხოვრებას გიმარტივებთ. შედეგად კი სასიამოვნო განცდები გელოდებათ და დათმობას არ ინანებთ.

ზოგჯერ კი სექსი სურვილის გარეშე ფარავს სერიოზულ პრობლემებს ურთიერთობაში, რადგან ინტიმური ურთიერთობა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის წყვილში. სირაქლემას პოზიცია კი აღრმავებს უთანხმოებას და დამატებით საბაბს ქმნის წყენისთვის.

ფსიქიატრების აზრით, როცა ქალი მუდმივად აიძულებს თავს ურთიერთობის დამყარებას, ძალიან ბოროტდება, მას უბრალოდ ეჩვენება, რომ მანიაკის გვერდით ცხოვრობს. ქალი არ ამბობს უარს, თუმცა სურს სწრაფად დაასრულოს იძულებითი კავშირი, რაც უფრო სახიფათოა, ვიდრე უარის პირდაპირ თქმა.

პირდაპირი რჩევები ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს და ქალის იძულებითი ურთიერთობა კვლავ დელიკატურ თემად რჩება.

ფსიქოანალიტიკოსი ჟიზელ არუსი თვლის, რომ თანამედროვე პირობებში, ქალები ნაკლებად აიძულებენ თავს სექსუალურ ურთიერთობის დამყარებას, მათ აღარ სურთ მამაკაცების სექსუალური სურვილების შეგუება, ისინი თავადაც ითხოვენ სიამოვნების თავიანთ წილს. მათთვის გარკვეული დათმობა სინაზის და სიყვარულის გამოხატულებაა, რათა არ გაანაწყენონ საყვარელი ადამიანი, ხოლო მათი დუმილი უბრალოდ ტაქტიანობის გამოხატულებაა.

მამაკაცის და ქალის ურთიერთობა ხომ კომპრომისებს, დათმობას გულისხმობს, ხოლო თუ ქალი მზად არის სურვილის გარეშეც იქონიოს ურთიერთობა, მას ესმის, რომ ეს ოჯახური ცხოვრებისთვისაა საჭირო, რაც მის სიბრძნეზე მიუთითებს.

0
551
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
551
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0