x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
დრო უკან არ ბრუნდება... (ჩემი დაწერილი)
image

შემოდგომა მიწურულიყო...ხეები გაშიშვლებული ტოტებით თეთრ ნაბადს ელოდა...ყველას ოჯახში სინათლე ენთო... ბინდდებოდა...
იმ სოფელთან სადაც მე ვცხოვრობდი დიდი ტკივილი მაკავშირებდა... იქ დავტოვე ჩემი ნახევარი ცხოვრება და ბედნიერება, საყვარელი ბებია და ბაბუა, საყვარელი დედა, მამა...
არც ისე დიდი დროა გასული მას შემდეგ, რაც საზგვარგარეთ ვარ. მარტოდმარტო დავრჩი ფიქრებთან და ოცნებებთან ერთად, ვიგონებ წარსულს და ცრემლით მევსება თვალები.მინდა დროის უკან დაბრუნება, რათა შევცვალო ყველაფერი.
ბებია და ბაბუა, რომ ვახსენე ისინი ჩემი ნამდვილი ოჯახის წევრები არ ყოფილან, უბრალოდ მათ გამზარდეს.მათთან მას შემდეგ მოვხვდი, რაც მათ სახლში ქურდობაზე წამასწრეს, მაშინ სულ რაღაც ათი წლის ვიქნებოდი... ეს ის ასაკი იყო, როცა მე სკოლაში, სხვა ბავშვებთან ერთად უნდა მესწავლა, მაგრამ ჩემი ბედი მთლად შეცვლილიყო, გაბოროტებული ყოველ დღე სახლებს ვქურდავდი, რომ პურის ფული მეშოვა...სახლი არ მქონდა სადაც შევძლებდი მშვიდად ცხოვრებას.დედაჩემის მონაყოლიდან მახსოვს, თუ როგორ აღმოვჩნდით ქუჩაში:
მამაჩემი ომში გარდაიცვალა.მე და დედა მარტო დავრჩით, არცერთმა ნათესავმა არ მიგვიღო, ყველამ ზურგი გვაქცია.მე კი სულმთლად ბავშვი ვიყავი, რვა წლის... ზაფხულში არ გვიჭირდა, ჩვენს სახლში ვცხოვრობდით და ასე თუ ისე თავი გაგვქონდა, მაგრამ ერთ დღესაც მოვიდა ჩვენი გასახლების ბრძანება დაჩვენ გარეთ გამოგვყარეს...მთელი შემოდგომა დედაჩემი ჩემთან ერთად ქუჩებში ხეტიალობდა და პურის ფულს აგროვებდა, ღამე ძირს გვეძინა, მახსოვს ზამთარი ახლოვდებოდა...
სუსხიანი დღეები გაუსაძლისი ხდებოდა, ძირს ვიწექით, ერთმანეთს ვეკვროდით, პატარა ხელები მეყინებოდა ... ახალი წელი ახლოვდებოდა, როცა ჩვენ შორიდან ვუცქერდით ოჯახებში საახალწლო სუფრის მზადებას, საჭმლის სუნი მოგვდიოდა და ჰაერს მძიმედ მიჰქონდა უკან... ვუყურებდი პატარა ბავშვების ჟრიმულს და თვალებზე ცრემლი მეყინებოდა.დედაჩემს ვეუბნებოდი:- დედა არ ინერვიულო, გავიზრდები და სახლს გიყიდი, ყოველ ახალ წელს ჩვენც გვექნება ასეთი სუფრა...დედაჩემიც ცრემლმორეული მპასუხობდა ხოლმე: -ხო ჩემო მარი ყველაფერი გვექნება და თვალებზე ცრემლი ეყინებოდა...
თორმეტი საათი ხდებოდა, როცა მე და დედა ძირს ვიწექით, ზევიდან კი თოვლი დაგვფენოდა, ცაზე ნათება გამოჩნდებოდა და ისევ ქრებოდა, ცა შავი ზღვის შავი ვეშაპივით მოქუფრულიყო, ირგვლივ კი ყველაფერი თეთრად შემოსილიყო.ახალი წელი დამდგარიყო, მაგრამ ჩვენთვის ყველაფერი ძველებურად რჩებოდა.
დედაჩემმა ერტი გამომხედა და მიტხრა:- მარი ხედავ ბინდისფერია სოფელი...მეშინია, მცივა, ვიყინები მარი, ამის გაძლება აღარ შემიძლია, მივდივარ და დარდი მიმაქვს თან ...შენ მარტო რჩები, უჩემოდ გაგიჭირდება...
- არა დედიკო, მე ხომ შენ მყავხარ, ჩვენ ყოველთვის ერთად ვიქნებით, არასოდეს დავშორდებით, მიყვარხარ დეეე ...

დედაჩემი ხმას აღარ იღებდა, ის გაყინული იწვა მიწაზე და თოვლი ზედ დაჰფენოდა...
- დედააა! დედააა! განწირული ვყვიროდი, მაგრამ ედაჩემი გარდაცვლილიყო...მე დავრჩი მარტო, მან მიმატოვა, არადა მეგონა ყოველთვის ერთად ვიქნებოდით...
თავი ჩავრგე დედის მკერდში და ტირილი დავიწყე, ირგვლივ არავინ ჩანდა, მხოლოდ მე და ღამე... თოვლი თითქოს მანუგეშებდა, თითქოს ვეცოდებოდი და ნელ-ნელა სქელ ფანტელებს მაყრიდა თავზე .მეც ვიყინებოდი და უცებ გონება დავკარგე...

იმ დღის შემდეგ დედაჩემი აღარასოდეს მინახავს... გონს რომ მოვედი გაესვენებინათ.არც კი მომხედა არავინ, მე ხომ მარტო ვკვდებოდი, მაგრა, რაღაც ძალამ არ დამცა და გაავაგღძელე სიცოხლე და არა ცხოვრება...
ორი წლის შემდეგ დავიწყე სახლებში ჩუმად პარვა და ქურდობა, სწორედ მაშინ გავიცანი ჩემი ბებია და ბაბუა.როცა მათ სახლს ვქურდავდი და წამასწრეს.მათ ჩემი ამბავი მოვუყევი, შევეცოდე და გადაწყვიტეს მათთან მეცხოვრა.ცოტა თუ იქნებოდა ასეტი გულისხმიერი ადამიანი ისინი რომ იყვნენ.მათ მარტო მე ვყავდი...
სწორედ იქიდან შეიცვალა ჩემი ცხოვრება...მათ მომცეს ყველაფერი რაც მაკლდა...როდესაც მოხუცები გარდაიცვალნენ და მე კვლავ მარტო დავრჩი, ჩავთვალე რომ სოფელი სადაც ვცხოვრობდი წყევლად მექცა და ამიტომაც წამოვედი საზღვარგარეთ საცხოვრებლად, მაგრამ რას ვუზამ ბავშვობაში დასმულ დაღს??... ყოველ დღე ვეკითხები უფალს :- ''ისევ მოვა მზე ჩემს ფანჯარაში?? ''
დრო მიდის, მაგრამ ჩემი გული არ ბერდება, ვცოხლობ მხოლოდ წარსულზე ფიქრით, მინდა ამოვიბღავლო და ერთი წუთით მაინც დავბრუნდე ჩემს ბავშვობაში, რათა ყველაფერი შევცვალო....
2
297
5-ს მოსწონს
ავტორი:ლიზა
ლიზა
297
  
2012, 11 აპრილი, 20:28
არაა ნამდვილი (მე დავწერე ეს მოთხრობა ) :)
2012, 11 აპრილი, 14:23
არვიცი ცრემლმა ლამის დამახრჩო;( ერტი მითხარი ნამდვილი ისტორიაა თუ მხოლოდ ჩანაწერი?
0 1 2