x
image
თეონა ასტამაძე
შუგარინგი, ანუ როგორ მოვიშოროთ ზედმეტი თმა სახლის პირობებში
imageმართალია ზაფხული გავიდა მაგრამ ვფიქრობ ეს სტატია ბევრ ქალბატონს დააინტერესებს, თუმცა მის ეფექტურობასა და ავკარგიანობაზე დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი.


შუგარინგი, მარტივად რომ ვთქვათ ეს არის ეპილაცია შაქრით, რომლის შემდეგაც არა მარტო ძირიანად სცილდება თმა, არამედ ასეთი ეპილაციის შემდეგ თმა ძალიან ნელა იზრდება. ის შესაძლებელია ჩატარდეს სახლის პირობებში და ცვილით ბიოეპილაციაზე ბევრად კომფორტულია.


პლუსები აშკარაა:


შაქრის და წყლის ფორმულა არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატს.ამიტომაც შუგარინგი ნებისმიერი ტიპის კანისთვისაა მისაღები, ყველაზე მგრძნობიარესა და ალერგიულისთვისაც კი.ეპილაციის პროცესში შაქარი არ ეკვრის კანს, ის ეჭიდება მხოლოდ თმას და გამორიცხავს გაღიზიანებას პროცედურის განმავლობაში და მერეც.



შაქრის სიროფი ადვილად ჩამოიბანება წყლით და თქვენ არ დაგჭირდებათ არანაირი კომეტიკური პროცედურა კანის გასასუფთავებლად.


და ბოლოს, პროცედურის მომზადება თავად შეგიძლიათ.


როგორ მოვამზადოთ:


ერთი პროცედურისთვის დაგჭირდებათ: 2ჭიქა შაქარი, 1/4 ლიმონის წვენი, 1/4 წყალი. ჩაყარეთ შაქარი დიდ ქვაბში( უმჯობესია მომინანქრებული), დაამატეთ ლიმონის წვენი და წყალი.დადგით დაბალ ცეცხლზე და გაუჩერებლად ურიეთ სანამ მასა არ გაყავისფრდება.


არ დაუშვათ რომ შაქარი დაიწვას! 8-10 წუთის მერე გადაასხით მასა პლასტმასის კონტეინერში და გააცივეთ. ფრთხილად დაიდეთ ცოტაოდენი სიროფი თითზე, თუ ის არ ჩამოიღვენთა და მასით შესძელით პატარა ბურთულის გაკეთება, ესე იგი, თქვენ ყველაფერი სწორად გააკეთეთ.


თუ გსურთ რომ გაკეთოთ სიროფის მარაგი 1კგ შაქარს დაასხით 7 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და 8 სუფრის კოვზი წყალი .ეს მასა მთელი 3-4 თვე გეყოფათ შუგარინგის სისტემატიურად გასაკეთებლად.გამოყენების წინ მთავარია შეათბოთ მასა მიკროტალღურ ღუმელში ან წყლის აბაზანაზე.


ცვილისგან განსხვავებით, რომლისთვისაც უმჯობესია თმა გრძელი იყოს, შუგარინგი "უპირატესობას ანიჭებს " მოკლე თმას.


გამოყენების ინსტრუქცია:


1)პროცედურის დაწყებამდე ტანი ტალკით დაიმუშავეთ, სიროფი დაიდეთ თმის მიმართულებით.

2)პროცედურის გასამარტივებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ გრძლად დაჭრილი ქსოვილი, ან გაიკეთოთ ეპილაცია ხელით. ახალბედებმა ჯობია სცადონ ქსოვილი.

3)დააკარით ქსოვილის მოგრძო ნაჭერი კანზე წასმულ მასას მჭიდროდ.ნაპირები დაუტოვეთ თავისუფალი რომ ასახევად იყოს მარტივი.სწრაფი და მარტივი ეპილაციისთვის გამოიტენეთ ქსოვილის პატარა ნაჭრები. არ აქაჩოთ მაღლა ან გვერდზე.


არ მოგხვდეთ წყალი კანზე არ სიროფში.


ექსპერტის რჩევები:


თუ მასა თხელია ესე იგი ბევრი წყალი მოგივიდათ.


ეპილაციის შემდეგ შაქრის ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით.როცა კანი გაშრება დაიმუშავეთ დამამშვიდებელი საშუალებით.


იღლიაში მოერიდეთ რამდენიმე დღით ანტიპერსპირანტის გამოყენებას.

არ გაიკეთოთ შაქრის ეპილაცია წარბისა და ბაკების მიდამოებში, ასევე დაზიანებულ კანზე.

18
1501
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თეონა ასტამაძე
თეონა ასტამაძე
1501
  
ამოიპუტეთ პინცეტით,ან ამოიბრდღვენით მამაპაპურად,და დაასვენეთ ხალხი...რა გული გააწყალეთ მაგ თქვენი ულვაშებით...
2012, 25 ნოემბერი, 22:40
საერთოდ ლიმონი ძალიან ეფექტურია
2012, 25 ნოემბერი, 22:39
რავიცი დიდი იმედი არ მაქვს:)
2012, 25 ნოემბერი, 22:34
საინტერესოა მსმენოდა ამ მეთოდის შესახებ მაგრამ როგორ კეთდებოდა არ ვიცოდი,ნეტა რამდენად ეფექტურია?
2012, 22 ოქტომბერი, 2:12
:D
2012, 22 ოქტომბერი, 2:10
არა არ იქაფებენ:) სხვა მეთოდები აქვთ:D
2012, 22 ოქტომბერი, 2:07
არ ვიცოდი გოგოებიც თუ იქაფებდნენ :D
2012, 19 ოქტომბერი, 12:09
++
2012, 19 ოქტომბერი, 12:09
ბიგი და მისი ჯანი :D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10