x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ატილა - ჰუნთა სასტიკი ბელადი და ჰილდეს შურისძიება
image


მე-4 საუკუნეში აზიიდან ( დღევანდელი მონღოლეთის ტერიტორია) დასავლეთისკენ წამოვიდნენ ტომები, რომლებიც ნადირის ტყავით იმოსებოდნენ, იარაღად მშვილდ-ისრები ჰქონდათ, მათი ბრტყელი ცხვირი და აჩეჩილი თმები საზარლად გამოიყურებოდა. ისინი სახურავიან ნაგებობეს არასოდეს აფარებდნენ თავს, დღეს და ღამეს ცხენებზე ატარებდნენ, არასდროს იხდიდნენ ერთხელ ჩაცმულს სანამ ტანზე არ შემოაცვდებოდათ.

ესენი იყვნენ ჰუნები, რომელთაც სათავეში მსოფლიოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე სასტიკი, მაგრამ ჭკვიანი და გამოცდილი ბელადი-ატილა ედგა ( ''ღვთის რისხვა'') - თეთრწვერიანი, განიერი მხრებით, ჩაჭყლეტილი ცხვირითა და კანის საზიზღარი ფერით.


ჰუნებმა დაამარცხეს ალანთა ტომები, დაარბიეს ბალკანეთი. მათი თვით დიდ რომსა და ბიზანტიასაც ეშინოდა. ატილასა და ჰუნთა სისასტიკის შესახებ ამბები ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა დასავლეთში.


'''ჩემი ცხენის ნატერფალზე ბალახიც კი არ უნდა ამოვიდეს'' - ასე ამბობდა ბელდანი და ასე ანადგურებდა მძარცველური თავდასხმებით ქალაქებსა თუ სოფლებს.

image

451 წელს ჰუნთა თარეშისგან შეწუხებულმა რომმა ყველა ჯარი გააერთიანა ატილას წინააღმდეგ. ჰუნები ამ მბრძოლაში სასტიკად დამარცხდნენ თუმცა ბელადი გადარჩა და საპასუხო დარტყმისთვის ძალებს იკრებდა. ატილა ფაქტიურად ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ჩავიდა რომში და პირდაპირ იმპერატორ ვალენტინიან მესამისკენ გაემართა, რომელიც სუსტი და მშიშარა პიროვნება იყო.

განრისხებულ ბელადთან შესახვედრად რომის იმჟამად უკვე მოხუცებული პაპი, ლეო I გავიდა.

ეს დღე ერთერთი ამოუხსნელი გამოცანაა რომლის პასუხიც ალბათ არასდროს ექნებათ ისტორიკოსებს. პაპთან შეხვედრის შემდეგ ატილამ უბრძოლველად დატოვა რომი. თუმცა სამწუხაროდ ისტორიამ არ შემოგვინახა რომის პაპის სიტყვები . დღემდე გამოცანად რჩება თუ რა უთხრა ლეო I -მა სისასტიკით განთქმულ ჰუნთა ბელადს ისეთი, რომ ატილამ თავის სიცოცხლეში პირველად მოწინააღმდეგეს უბრძოლველად გაეცალა.

მომდევნო წელს ატილა მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შემდეგ ძლევამოსილი ჰუნებიც დაიშალნენ და სხვა ბარბაროსებში აირივნენ.

....

image

ერთერთი ძველი გერმანული თქმულების თანახმად, მდინარე რაინის პირას იყო ბურგუნდების მდიდარი და ძლიერი სატახტო.

მეზობელ მეფეებს და ტომებს არ ასვენებდათ იმ განძზე ფიქრი, რომელსაც სატახტოში დღე და ღამე იცავდნენ რაინდები.

ბურგუნდების სატახტო ქალაქი - ვირმასი ატილას ყურადღების ქვეშაც მოექცა. ატილამ ეშმაკობით მიაკვლია განძის საცავს, მცველები ამოხოცა და განძსაც დაეპატრონა. აქვე ნახა ბურგუნთა მეფის ასული ჰილდე, მოეწონა და მასზე დაქორწინება გადაწყვიტა.

ჰილდემ მოსაჩვენებლად თანხმობა განუცხადა.

ერთ დილას, როდესაც გამოსვლა დაგვიანებულ ატილას მცველებმა მიაკითხეს, მკერდგანგმირული ბელადი სისხლში ცურავდა, ჰილდეს კი ამაყად ეპყრა ხელთ მახვილი. მცველებს შეხედა და ასევე ამაყად უთხრა - '' თქვენ ჩემს ხალხს უბედურება მოუტანეთ, დამიხოცეთ ჩემთვის ძვირფასი ადამიანები, ჩემი ძმები. მე აღვასრულე ჩემი ვალი ღმერთებისა და ხალხის წინაშე, ახლა შეგიძლიათ დამსაჯოთ''.

ჰილდეს გმირობა ხალხის მეხსიერებაში დარჩა და მოგვიანებით საფუძვლად დაედო ერთერთ ეპიზოდს ძველგერმანულ ეპოსში - ''სიმღერა ნიბელუნგებზე''.

ეს რა თქმა უნდა მხოლოდ ლეგენდაა. რაც შეეხება თავად ატილას სიკვდილს, მის შესახებ სხვადასხვა ვერსიები არსებობს. ერთერთი ვერსია არის მისი მოწამვლა ცოლის მიერ. სწორედ ეს ვერსია არის გამოყენებული მხატვრულ ფილმში ''ატილა''.

6
2742
3-ს მოსწონს
ავტორი:carpediem
carpediem
2742
  
2012, 5 ოქტომბერი, 3:17
სხვათაშორის ყოველთვის ძალიან საინტერესო პოსტები გაქვს და თან კარგად ფლობ ფრაზას
2012, 5 ოქტომბერი, 3:11
: )))) არც ეგრეა
2012, 5 ოქტომბერი, 3:09
არაა, უფრო კარგმა ხელმა დაწერა )))
2012, 5 ოქტომბერი, 2:57
ეს სტატია შენ უნდა დაგეწერა აშკარად :D
2012, 5 ოქტომბერი, 2:46
ატილა მსოფლიოში ერთ ერთი უძლიერესი დამპყრობელი იყო, თავის დროში კი ყველაზე ძლიერიც.. მან ორი ლეგენდარული ძალა დაამარცხა - მაშინდელი ალანები, რომლებმაც ერთ დროს ევრაზიის დიდი ნაწილი დაიპყრეს, მიადგნენ აფრიკის საზღვრებს, უკან დაბრუნდნენ და კავკასიაში დასახლდნენ დონის ტერიტორიაზე, ატილამ უპრობლემოდ დაამარცხა და მათი ნაწილი საკუთარ ჯარს შეურია კავალერიის სახით.. ასევე განადგურების პირას მიიყვანა რომის იმპეწრიაც.. თუმცა გასაოცარი ერთია - არც ის და არც სკვით-ალანები საქართველოში არ შემოსულან.. )) ნეტავ რატომ?
0 1 6