x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134369
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
რა კავშირი აქვს საქართველოს მეფე არტურთან?
imageალბათ ყველას სმენია ბრიტანული ლეგენდა ციხე-ქალაქ კამელოტსა და მის ძლევამოსილ მეფე არტურის შესახებ. თუმცაღა არსებობს დეტალები, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ ჩაღრმავებას.

მოგეხსენებათ X-XI საუკუნემდე ბრიტანელებიც მართლმადიდებლური რელიგიის მიმდევარნი იყვნენ. ლეგენდის თანახმად, მისი სულიერი მოძღვარი მერლინი, შორეული აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ქვეყნიდან ხალიბი მჭედლისაგან მიიღებს საოცარი თვისებებით შემკულ ხმალს, რომლის დაუფლებასაც მხოლოდ რჩეული რაინდი თუ შეძლებს და მისი მეშვეობით დაამარცხებს ანტიქრისტეს.

ლეგენდას ცოტახნით გადავუხვევ და დავსძენ, რომ ხალიბები უძველესი ქართული ტომია, რომლებმაც მსოფლიოში პირველებმა შეძლეს რკინის დამუშავება და შემდგომშიც ხალიბური ფოლადი საუკეთესოდ ითვლებოდა მაშინდელ მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, მრავალი საუკუნის განმავლობაში ქართველ მჭედლებს უცხო ქვეყნებში მათი ლეგენდარული წინაპრების სახელით - ხალიბებად მოიხსენიებდნენ.

ხმალი, რომელსაც მეფე არტური დაეუფლა, ბრიტანელებმა “ესკალიბურის" იგივე “ეს ხალიბურის" სახელით მოიხსენიეს და მართლებიც იყვნენ, რადგანაც მერლინს ხალიბი მჭედლისგან ხმალი შემდეგი სიტყვებით გადაეცა:


–"ეს ხალიბური ხრმალია, რომელსა შინა... ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან, ოდეს ბრიტანიამ დაუტეოს წვალებანი თვისნი და პოოს საუკუნო ნავთსაყუდელი წმ. მართლმადიდებელ ეკლესიასა შინა!"

დღემდე უამრავი ღვთისმსახური ქადაგებს, რომ ოდესღაც მთელი მსოფლიო მართლმადიდებლური რწმენის ქვეშ მოექცევა და ვინ იცის, სინამდვილეში რისთვის შემოგვინახეს წინაპრებმა ლეგენდები “არტურის", “ამირანის", “პრომეთესა" თუ სხვა მითიურ გმირთა შესახებ და სინამდვილეში რისი აღმნიშვნელია ის ყოველივე, რომ თითოეული მათგანის ეპოსი, ისევ და ისევ პატარა საქართველოს უკავშირდება. ლეგენდიდან კი არა, უკვე სტატიის თემიდანაც გადავუხვიე, რადგან პრომეთეს, ამირანისა და ხვამლთან დაკავშირებული სხვა გასაოცარი მეცნიერული ნარკვევების შესახებ შემდეგ სტატიაში ვაპირებ თქვენი ყურადღების მიპყრობას. მანამდე კი, მშვიდობით ბრძანდებოდეთ ლეგენდარული და კურთხეული ქვეყნის მოქალაქეებო!

7
2224
7-ს მოსწონს
ავტორი:Mystery Gryphon
Mystery Gryphon
2224
  
2015, 19 ოქტომბერი, 14:21
და "ხალიბურის" გამოთქვამენ ინგლისელები? :D
"ზის ქალიბიან" იქნებოდა მაშინ
2015, 7 ოქტომბერი, 19:25
ეს ხალიბური არა იხვი ,,ეს,, რომელი ინგლისელი გამოტქვამს მაგ სიტყვას??? მაშინ ზისხალიბური ერქმეოდა!!!!
2015, 7 ოქტომბერი, 19:25
ვა მე მეგონა ჰავლაბრელი არტურიკა იყო
2012, 9 ოქტომბერი, 12:02
კარგი იყო
2012, 7 ოქტომბერი, 23:42
+++++++++++++++++
2012, 5 ოქტომბერი, 9:24
+++++++++
0 1 7