x
image
carpediem
რა არის შენი თილისმა ?
image


თილისმა ეგრედწოდებული ''მაგიური'' ნივთია. ადამიანებს სჯერათ რომ თილისმებს მათ ცხოვრებაზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. ზოგს სჯერა რომ თილისმა მათ უბედურებისგან იცავს, ზოგიც მას წარმატების მისაღწევად იყენებს, ზოგს სჯერა რომ სიყვარულში გაუმართლებს და ასე შემდეგ.


თილისმა შეიძლება ნებისმიერი ნივთი იყოს, მისი შერჩევა ყოველ კოკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული, ზოგი მას ფორმით და სილამაზით ირჩევს, ზოგიც უბრალოდ მისი ცხოვრების გარკვეულ ეტაპს და ძვირფას მოგონებებს უკავშირებს, ზოგის ამ ყველაფერს უფრო პროფესიონალურად უდგება და წვრლიმან დეტალებსაც კი ითვალისწინებენ.

ამ სტატიაში ზოდიაქოს კონკრეტული ნიშნებისთვის განსაზღვრულ თილისმებს გაგაცნობთ.



ვერძისთვის რეკომენდირებულია ოქროს სამკაულის ტარება, რაც სიბრძნეს გამოხატავს.

კუროსთვის, როგორც სიმდიდრის ნიშნისთვის თილისმად სპილო მიიჩნევა ( არა სპილოს ძვლის სამკაული ) . შეიძლება ეს უბრალოდ სპილოს ბრელოკი იყოს ან მისი რომელიმე მინიატურული გამოსახულება

ტყუპებმა გასაღები უნდა ატარონ თან, რაც სიმბოლურად ყველა წინაღობის დაძლევას ნიშნავს

კირჩხიბის მმართველი პლანეტა მთვარეა. ყველაზე რომანტიკული და მეოჯახე კირჩხიბებისთვის რეკომენდირებულია მთვარის გამოსახულების რაიმე სამკაული ( განსაკუთრებით ვერცხლის ნახევარმთვარე)

ქალწულის თილისმა ბუა ( მისი გამოსახულებით რაიმე ნივთი)

სასწორის თილისმად გული მიიჩნევა, ამ შემთხვევაში მის ზომას, ფორმას, ფერს მნიშნვნელობა არ აქვს

ჩემდა გასაკვირად მორიელის თილისმად ბაყაყის ფიგურაა მიჩნეული

მშვილდოსნის თილისმა სკარაბეუსის ფიგურაა, ეს არის ხოჭოს ერთგვარი სახეობა, ძველ ეგვიპტეში იგი მზის ღვთაების ერთერთ გამოსახულებად ითვლებოდა.

თხის რქას შეეხება მის თილისმად უკვდავების სიმბოლო, კუ მიიჩნევა

ალბათ არავის გაუკვირდება და თევზების თილისმად ნიჟარა არის აღიარებული.


ეს რაც შეეხება ზოგადად აღებულ სიმბოლოებს რომელიც ზოდიაქოს უკავშირდება. თუმცა ჯობს თუკი თილისმას პირადად თქვენთვის დაამზადებინებთ. თილისმას შექმნის პროცესში უამრავი რამ გაითვალისწინება, კვირის დღეეები, მფლობელის პიროვნული თვისებები და სურვილები და ასე შემდეგ. როგორც ზემოთ აღვნიშნე თილისმა მაგიური ნივთია, ასე რომ მის ''ჯადოსნურ ძალასთან'' ხუმრობა არ ღირს


6
846
6-ს მოსწონს
ავტორი:carpediem
carpediem
846
  
2012, 8 ოქტომბერი, 11:52
წყლის მეფეებს რას ერჩი სადარიან???:D
2012, 5 ოქტომბერი, 1:01
დაიცა კაცო, მგონი კიდე რაღაც გამომრჩა :დ
მოგინახავთ მაიცათ ჰო :დ
2012, 4 ოქტომბერი, 22:53
:D :))))
2012, 4 ოქტომბერი, 22:50
ლომს ? თილისმები არ გვჭირდება ? :D:D:D ( ნუ თვითონ თილისმები ვართ რა :D:D:D )
2012, 4 ოქტომბერი, 22:18
ლომი?? :D რატომ დაგვჩაგრე ლომები? პირველი ეგ უნდა დაგეწერა :D :)))) +100
0 1 6