x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134341
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
ოქტომბრის თვის ასტროლოგიური პროგნოზი
imageოქტომბერში მარტივად შეძლებთ ჰარმონიულობის მიღწევას პირადულ ურთიერთობებში. ხელიდან არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა, რათა თქვენი ურთიერთობა უფრო თბილი გახდეს, გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, იზრუნეთ საყვარელ ადამიანზე. მარტოხელებისთვის მოიმატებს ახალი ნაცნობობის გაჩენის შანსი, რომელიც შესაძლოა სერიოზულ და ხანგრძლივ სასიყვარულო რომანში გადაიზარდოს. თუმცა მოვლენებს ნუ დააჩქარებთ, მომავალი პარტნიორის დეტალური შეფასება თავიდან აგაცილებთ მოსალოდნელ იმედგაცრუებას. შესაფერისი დროა აქტიური მუშაობის და კარიერული წინსვლისთვის. წარმატება დამოკიდებული იქნება თქვენ აქტიურობას, პირდაპირობას და შეუპოვრობაზე.

ხელსაყრელი დღეები:7, 8, 16, 17, 24, 25.

არახელსაყრელი დღეები:5, 6, 12, 13, 18, 19.


imageთვის განმავლობაში გააქტიურდება ინტიმური სფერო, გაძლიერდება სექსუალური ლტოლვა. შესანიშნავი დროა საკუთარი გრძნობების წარმოჩენისთვის, საყვარელ ადამიანთან სიახლოვით ტკბობისთვის. უფრო დინამიური გახდება მეგობრებთან ურთიერთობა. ახლობლები მოგცემენ სტიმულს და გახდებით უფრო აქტიური, დროდადრო გაგიჩნდებათ შეჯიბრების სურვილი, მთავარია ამან ხელი არ შეუშალოს თქვენ მეგობრობას.

ხელსაყრელი დღეები:5, 6, 14, 15, 22, 23.


არახელსაყრელი დღეები: 2, 3, 10, 11, 16, 17, 29, 30, 31.


imageწარმატება გელოდებათ შორეული მოგზაურობისას. თუკი ზაფხულში შვებულება არ გქონიათ, შესანიშნავი თვეა დასვენებისთვის, განსაკუთრებით სამშობლოდან მოშორებით. მოიმატებს ახალი შეგრძნებების მოთხოვნილება, ამიტომ მოგზაურობა და მასთან დაკავშირებული შთაბეჭდილება მეტად აქტუალური იქნება. სამოგზაუროდ საყვარელ ადამიანთან ერთად გაემგზავრეთ, ამგვარად რომანტიკული დასვენება გელოდებათ. მარტოხელა თხის რქებს შეუძლიათ მარტო იმოგზაურონ, მათ ახალი ნაცნობობა და სასიამოვნო რომანი ელოდებათ.

ხელსაყრელი დღეები: 2, 3, 12, 13, 20, 21, 29, 30, 31.

არახელსაყრელი დღეები: 1, 7, 8, 14, 15, 27, 28.


imageთვის განმავლობაში მოიმატებს თქვენი აქტიურობა და სასიცოცხლო ენერგია, რაც თვალსაჩინო გახდება პირველი კვირიდან. დროის მოკლე შუალედში ბევრი რამის გაკეთებას მოასწრებთ. თუმცა ნახტომებით იმუშავებთ, თანმიმდევრული და მონოტონური საქმიანობა ნაკლებად გამოგივათ. შესანიშნავი დროა სპორტით დაკავებისთვის. სწრაფად მოიყვანთ თავს ფორმაში, ვარჯიშის ეფექტი უფრო თვალსაჩინო იქნება, ვიდრე სხვადასხვა დიეტების. იცხოვრეთ აქტიურად და კვებაში შეზღუდვა აღარ დაგჭირდებათ.

ხელსაყრელი დღეები: 1, 10, 11, 18, 19, 27, 28.

არახელსაყრელი დღეები: 5, 6, 12, 13, 24, 25, 26.



imageმაღალ აქტიურობას გამოიჩენთ ფინანსურ სფეროში. მოიმატებს შემოსავალი, რაც მოგცემთ მუშაობის სტიმულს. ამასთან არამარტო ენერგიულად იმუშავებთ, არამედ აქტიურად დახარჯავთ გამომუშავებულ ფულს. გაგიჩნდებათ მეტი მიზეზი ფულის ხარჯვისთვის, მაგრამ უმჯობესია ხარჯი აკონტროლოთ, ამგვარად შეძლებთ გარკვეული დანაზოგის გაკეთებას. თვის განმავლობაში იქონიეთ მეგობრების და თანამოაზრეების მხარდაჭერის იმედი. მათთან ურთიერთობა უფრო ჰარმონიული, თბილი იქნება. გაიზრდება ასევე მეგობრების წრე.

ხელსაყრელი დღეები:7, 8, 16, 17, 24, 25.

არახელსაყრელი დღეები: 2, 3, 10, 11, 22, 23, 29, 30, 31.



imageგაგიჭირდებათ ერთ ადგილას გაჩერება. საქმეები და გარემოება გაიძულებთ გადაადგილდეთ, იმოძრაოთ პირადულ ან საქმიან შეხვედრებზე. მოიმატებს მოკლე მოგზაურობის რაოდენობა. ამასთან მოერიდეთ სიჩქარეს, განსაკუთრებით საკუთარი ავტომობილის მართვისას, რადგან თქვენი სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დაგვიანება ან სხვა სასწრაფო ღონისძიება. პირადულ ცხოვრებაში სიმშვიდე სუფევს. დროა გაერკვეთ რას ეძებთ ურთიერთობაში. ახალი ნაცნობობა გადაიზრდება პლატონურ დამოკიდებულებაში ან გაუზიარებელ გრძნობებში. ზოგიერთ შემთხვევაში მოსალოდნელია ფარული სასიყვარულო რომანი.

ხელსაყრელი დღეები:5, 6, 14, 15, 22, 23.

არახელსაყრელი დღეები: 1, 7, 8, 20, 21, 27, 28.



imageდროა იზრუნოთ საკუთარ თავზე, ამასთან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ გარეგნობას. გაიკეთეთ ახალი ვარცხნილობა, შეიცვალეთ ტანსაცმლის სტილი, განაახლეთ გარდერობი. შესანიშნავი თვეა სილამაზის სალონში ხშირი ვიზიტის, ასევე ფიტნეს-კლუბში სასიარულოდ. სწორი კვებასთან შეთავსებით აქტიური ცხოვრება დადებითად აისახება თქვენ ფიგურაზე და გარეგნობაზე. სპორტით შეგიძლიათ სახლშიც დაკავდეთ. შეასრულეთ დილის ვარჯიში, ენერგია და ძალა მოგემატებათ. სახლის საქმეებს სწრაფად და ადვილად შეასრულებთ, რადგან მეტი ენთუზიაზმი გაგიჩნდებათ.

ხელსაყრელი დღეები:2, 3, 12, 13, 20, 21, 29, 30, 31.

არახელსაყრელი დღეები: 5, 6, 18, 19, 24, 25.


imageხელსაყრელი პერიოდია შოპინგისთვის. შეიძენთ სასიამოვნო და სასარგებლო ნივთებს ფასდაკლებით. საყიდლებზე სიარულს ხელს შეუწყობს გაუმჯობესებული მატერიალური მდგომარეობა. თვის განმავლობაში გაიზრდება შემოსავალი, მიიღებთ ძვირფას საჩუქრებს. გააქტიურდება რომანტიკული სფეროც. საპირისპირო სქესის წარმომადგენლების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. თუ თავადაც გამოიჩენთ ინიციატივას თქვენი პირადული ცხოვრება უფრო დატვირთული გახდება. შესანიშნავი დროა ახალი ნაცნობობის და სასიყვარულო რომანების დაწყებისთვის.

ხელსაყრელი დღეები:1, 10, 11, 18, 19, 27, 28.

არახელსაყრელი დღეები: 2, 3, 16, 17, 22, 23, 29, 30, 31.




imageწარმატებულად ჩაივლის ხანმოკლე მოგზაურობა. ადგილების ცვლილება სიამოვნებას მოგანიჭებთ, გზაში შეხვდებით სასიამოვნო ადამიანებს, მოსალოდნელია ახალი რომანტიკული ნაცნობობა. ურთიერთობას ადვილად წარმართავთ. გარშემო სასიამოვნო თანამოსაუბრეები გეყოლებათ, გაიზრდება კომპლიმენტების, ფლირტის რაოდენობა. თუმცა საქმეც არ დაივიწყოთ. გაზრდილი ენერგიულობის გამო სწრაფად შეასრულებთ მოვალეობას და უფროსობის ყურადღებასაც დაიმსახურებთ.

ხელსაყრელი დღეები:7, 8, 16, 17, 24, 25.

არახელსაყრელი დღეები: 1, 14, 15, 20, 21, 27, 28.



imageოქტომებრში შეგიძლიათ დაკავდეთ სახლის კეთილმოწყობით. შესანიშნავი დროა ავეჯის, ასევე ინტერიერის სხვა ნივთების შესაძენად. მათი მეშვეობით სახლში უფრო მყუდრო, კომფორტულ გარემოს შექმნით. აქტიურობას გამოიჩენთ პირადულ ურთიერთობაში. გახდებით უფრო ინიციატივიანი, ღიად გამოხატავთ საკუთარ პოზიციას. კარგი დროა წყვილში ურთიერთობის მოსაგვარებლად. ადვილად გადადგამთ პირველ ნაბიჯებს ახალი ურთიერთობის დასაწყებად, დამოუკიდებლად გამოიჩენთ ინიციატივას.

ხელსაყრელი დღეები:5, 6, 14, 15, 22, 23.

არახელსაყრელი დღეები: 12, 13, 18, 19, 24, 25.


imageოქტომბერში გელოდებათ ბევრი რომანტიკა, განწყობილი იქნებით გართობის, დასვენების, ახალი ნაცნობობის და სასიყვარულო შეხვედრებისთვის. არსებულ ურთიერთობაში გამოგადგებათ მეტი რომანტიკა, ამიტომ გამოძებნეთ დრო საყვარელ ადამიანთან ერთობლივი დასვენებისთვის, მეტი დრო გაატარეთ მასთან ერთად, ეწვიეთ გასართობ დაწესებულებას. ოქტომბერში წარმოჩინდება თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობა, მოსალოდნელია წარმატება საჯარო გამოსვლებში. ფინანსურ სფეროში შეძლებთ კრედიტების დაფარვას.

ხელსაყრელი დღეები:2, 3, 12, 13, 20, 21, 29, 30, 31.

არახელსაყრელი დღეები: 10, 11, 16, 17, 22, 23.



imageწარმატება გელოდებათ პროფესიულ სფეროში. ადვილად დაამყარებთ კარგ ურთიერთობას კოლეგებთან, რაც გაზრდის შრომის გამოსავლიანობას. სამსახურში მნიშვნელოვანი იქნება თქვენი გარეგნული სახე, განსაკუთრებით, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანებთან ურთიერთობასთან. კოლეგები და კლიენტები ხშირად მიაქცევენ ყურადღებას თქვენ გარეგნობას. ხელსაყრელი დროა ახალი სამსახურის მოსაძებნადაც. ამ შემთხვევაში სწრაფად და უმტკივნეულოდ ჩაეწერებით ახალ კოლექტივში და დაიმსახურებთ თანამშრომლების სიმპატიას და პატივისცემას. კარგი დროა აქტიური სწავლების, ახალი გამოცდილების შეძენისთვის.

ხელსაყრელი დღეები: 1, 10, 11, 18, 19, 27, 28.

არახელსაყრელი დღეები: 7, 8, 14, 15, 20, 21.


0
1346
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
1346
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0