x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
დაუჯერებელი ფოტოები, რომლებიც ნამდვილი აღმოჩნდა


imageინტერნეტქსელში ძრომიალისას ალბათ გადაყრიხართ ფოტოებს, რომლებიც იმდენად დაუჯერებლად მოგჩვენებიათ, რომ გიფიქრიათ, ამაში ან ფოტოშოპის ხელი ურევია, ან უბრალოდ ოპტიკური ილუზიააო. ხშირად ეს ასეც არის მაგრამ, არა ამ შემთხვევაში.

ქვემოთ წარმოდგენილი ფოტოების ავტორები ალბათ ვერც იფიქრებდნენ, რომ მათი ”შედევრები”, რომლებიც გასული ორი საუკუნის განმავლობაშია გადაღებული, დღეს გაცილებით უფრო დაუჯერებელი და შოკისმომგვრელი იქნებოდა, ვიდრე მათი გადაღების დროს.


imageრეალური შრეკი
ეს არ არის ფოტო გამოცანა ”იპოვე 10 განსხვავება” და არც სურათი ტყუის. ფოტო ნამდვილია და მის მარჯვენა მხარეს გამოსახულია რეალური ადამიანი, გასული საუკუნის შუა წლების პროფესიონალი ვრესლერი მორის ტილეტი, რომელიც დამეთანხმებით ძალიან გავს ჩვენთვის, ყველასათვის, კარგად ნაცნობ ანიმაციურ გმირს. არის მოსაზრება, რომ DreamWorks-მა შრეკის მოდელის შესაქმნელად სწორედ ამ ადამიანის სახე გამოიყენა, მაგრამ კომპანია ამას კატეგორიულად უარყოფს. ერთი კი ფაქტია, ნებისმიერი კუთხიდან მორის ტილეტის გარჩევა შრეკისგან რთული ამოცანაა.

image




იდუმალი მფრინავი ობიექტი image

უყურებ ფოტოს და ფიქრობ, რომ ის ყალბია, რადგან უცხოპლანეტელების ხომალდი, თანაც ასე ახლოდან არავის გადაუღია და რომ გადაეღოთ შენ ეს აუცილებლად გეცოდინებოდა. სინამდვილეში ფოტო ნამდვილია, ისევე როგორც მფრინავი ობიექტი. განსხვავება მხოლოდ ერთშია, უცხოპლანეტელების ხომალდი სინამდვილეში დიდი, უცნაური ფორმის ფრანია. ეს იყო ალექსანდრ გრეჰემ ბელის(ტელეფონის გამომგონებლის) მცდელობა შეექმნა ფრანი საკმარისად დიდი იმისთვის, რომ ადამიანი მისი საშუალებით გაფრენილიყო.იდეა უცნაურია, მაგრამ ვაღიაროთ, რომ ასეთი ფრანის ქონაზე უარს არცერთი ბავშვი (ალბათ ბევრი უფროსიც) არ იტყოდა.



imageსფინქსი ტანის გარეშე

სფინქსი უდიდესი მონოლითის ძეგლია მსოფლიოში. მისი სიგრძე 74 ხოლო სიმაღლე 21 მეტრია. ფოტოზე აღბეჭდილი სფინქსი კი ზომით იმ სფინქსის ნახევარიც კი არ იქნება, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. საქმე იმაშია, რომ სფინქსი სწორედ ასე გამოიყურებოდა მე-20 საუკუნის დასაწყისში, მანამ, სანამ მუშები მას ქვიშიდან ამოთხრიდდნენ.


სტუმართმოყვარე დათვი
ფოტოს შემხედვარე, ბავშვები ალბათ იფიქრებენ, რომ ჯარისკაცებმა გზის მაჩვენებლები კარგად ვერ გაიგეს და გადაწყვიტეს იქვე მყოფი დათვისთვის სასურველი მიმართულების კითხვა. მათ ის
ესიმპატიურათ და ერთად ფოტოც გადაიღეს.

imageimage

გაგიკვირდებათ და ეს არც თუ ისე შორსაა სიმართლისგან. მართალია დათვებმა ლაპარაკი არ იციან, ისეთი სტუმართმოყვარეებიც არ არიან, როგორც ეს ფოტოზე ჩანს და არც დათვია ნამდვილი (სამწუხაროდ მხოლოდ ფიტულია), მაგრამ ფოტო ნამდვილია. ის გადაღებულია სადღაც ბერლინსა და სანქტ-პეტერბურგს შორის გზის მაჩვენებელთან, გერმანელი ჯარისკაცების მიერ. გაუგებარია რაში დასჭირდათ ნაცისტებს გზის მაჩვენებლებთან მსგავსი ფიტულების დადგმა, მაგრამ ალბათ ძნელი იქნებოდა ასეთ სიმპატიურ დათვთთან ფოტოს გადაღებაზე უარის თქმა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეს ერთადერთი ასეთი შემთხვევა არაა. მეორე ფოტოზეც მომღიმარ დათვთან ნაცისტი ჯარისკაცები არიან ასახულნი.

image



5
2218
6-ს მოსწონს
ავტორი:Pumpkin Joe
Pumpkin Joe
2218
  
2012, 10 ოქტომბერი, 10:36
+100
2012, 8 ოქტომბერი, 0:06
+++++++++=
2012, 3 ოქტომბერი, 18:00
კარგია:))))))))))))
0 1 5