x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სამ-ფეროვანი კექსი
imageინგრიდიენტები:

კვერცხი - 5 ცალი;

შაქარი - 2 ჭიქა (225 მლ.ლ ჭიქა);

მარგარინი - 250 გრ;

ნაღები ან არაჟანი - 4 სუფრის კოვზი;


ფქვილი - 3 ჭიქა;

კაკაო - 1 სუფრის კოვზი;

ხსნადი ყავა - 2 სუფრი კოვზი;

გამაფხვიერებელი - 1 პაკეტი;

სოდა - 1/4 ჩაის კოვზი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენით

ვანილი - 1 პაკეტი;

მომზადების თანმიმდევრობა:

კვერცხი, შაქარი და ვანილი კარგად გავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე;

შევათქვიფოთ ამ მასას მარგარინი;

ამ მასაში ჩავამატოთ არაჟანი ან ნაღები, გამაფხვიერებელიც და სოდაც ლიმონის წვენით გახსნილი;

ფქვილი თითო-თითო ჭიქა დავაცრათ ცომს და თან ვურიოთ მიქსერით. უნდა გამოვიდეს "არაჟნის კონსისიტენციის" ცომი, ამიტომ ფქვილის რაოდენობა მიახლოებით არის აღებული;

ამის შემდგომ ცომი უნდა გავყოთ სამ თანაბარ ნაწილად:

1. ერთ ნაწილს ავურიოთ 1 ცალი ლიმონის ცედრა და დავუმატოთ 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენიც;

2. მეორე ნაწილს შევურიოთ 2 სუფრის კოვზი ხსნადი ყავა და ვაქციოთ ერთფეროვან მასად;

3. მესამე ფენას კი შევურიოთ კაკაოს ფხვნილი და ესეც ერთფეროვან მასად ვაქციოთ;

კექსის ფორმას მოვუსვათ ოდნავ მარგარინი (თუ ბევრია, ჯობია ქაღალდის ხელსახოცი მოვუსვათ, რომ ზედმეტი ცხიმი შეიწოვოს);

ფორმაში ჯერ ჩავასხათ ლიმონის ფენა, შემდეგ ყავის და ბოლოს შოკოლადის, მსუბუქად ამოვურიოთ ხის ჩხირით ან ჩანგლით მთელ წრეზე, რომ ფერები აერიოს ერთმანეთს;
image შევდგათ ღუმელში 200 გრ-ზე 10 წუთით, მე აირღუმელი მაქვს და ორივე პოზიციას ვრთავ თავიდან (გრილი არ ჩართოთ), შემდეგ, როცა ცომი ფორმის ბოლომდე, ან თითქმის ბოლომდე ამოვა - ღუმელი გადამყავს მხოლოდ ქვედა პოზიციის რეჟიმში. ეს დაახლოებით 10 წუთში ხდება. შემდეგ, როცა უკვე კექსის თავი დაიწყებს დასკდომას - ღუმელის ტემპერატურას ვუწევ 180 გრადუსამდე და ცხვება ასე ბოლომდე. დაახლოებით საჭიროა 50-55 წუთი. კექსის მზაობა ჯობია ხის ჩხირით შეამოწმოთ.
image

9
5316
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
5316
  
2013, 21 აპრილი, 20:29
აბა რა გითხრა ჩემო კარგო,მე ოთხკუთხედ "ჟარონაზეც" ვაკეთებ და მრგვალ შუაში ამოჭრილ ფორმაშიც და არასოდეს მიცომდება,პირიქით ხანდახან იმხელაზე ამოფუვდება,რომ გადმოდის ფორმიდან
2013, 21 აპრილი, 19:39
რავიცი რეცეპტის მიხედვით ვაკეტებ
2013, 21 აპრილი, 19:37
მაშინ ფქვილს უშვები ბევრს...
2013, 21 აპრილი, 19:30
დაბალზე ვაცხობ მაგრამ მაინც ცომდება თუ თხელ ფენად არ ჩავასხი
2013, 21 აპრილი, 19:27
დაბალ ცეცხლზე უნდა გამოაცხო
2013, 14 აპრილი, 17:56
ვინმემ ნაზუქის რეცეპტი თუ იცით იქნებ გამოაქვეყნოთ :*
2013, 25 მარტი, 23:54
რამდენჯერმე ვცადე და გული სულ ცომი რჩება ხოლმე ვერ დავარეგულირე
2012, 30 აგვისტო, 19:45
დზალიან კარგია...
2012, 11 ივნისი, 16:06
მე აქამდე ორფერს ვაკეთებდი და ზებრა ქვია...ეს მგონი უკეთესია,უნდა ვსინჯო აუცილებლად :*
0 1 9