x
image
lady.ge
მოდური და ორიგინალური კედები

image
ალბათ ბევრი თქვენგანის გარდერობში მოიძებნება, თუ რამოდენიმე არა, ერთი წყვილი კედი მაინც. ხოლო თუ იმ კატეგორიას განეკუთვნებით, ვისაც სამსახურეობრივი, მოსაწყენი კორპორატიული დრეს კოდის გამო, გამუდმებით მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე უწევს ბაკი-ბუკი, კედები სასიამოვნო ვიქენდის გასატარებლად ყველაზე კომფორტული და მოდური საშუალებაა თქვენთვის. თქმა არ უნდა, ყველა ქალს უხდება მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, თუმცა გლამურული იმიჯის შესაქმნელად კედებიც შესანიშნავად შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაშინ როცა არ არის აუცილებლობა, სამსახურს გარეთ ისევ ქუსლებზე შემოსკუპებულმა იაროთ, თანაც ნუ დაგავიწყდებათ, რომ არც ჩვენ ფეხებს და ვენებს აწყენდა დასვენება, მთელი კვირის გადაღლის შემდეგ. ამჯერად მინდა შემოგთავაზოთ, რამოდენიმე ორიგინალური ლუქი, თუ როგორი შეიძლება იყოს, გამოკვეთილად გლამურული სტილის კედი ისეთი ქალისთვის, ვისაც ნებისმიერ სიტუაციაში სურს მოდური იმიჯი და სინაზე არ დაკარგოს.imageimageimageimageimageimage
image

0
719
1-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
719
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0