x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ჰოროსკოპი: ტყუპები
image(22 მაისი - 21 ივნისი) ჰაერის ნიშანი, პლანეტა მერკური მფარველობთ. ძნელად გასაგები, ამოუცნობი ხასიათი გააჩნიათ. შინაგანი გაორება მისი ძირითადი თავისებურებაა. ამავე დროს ჭკვიანები არიან. არც ცნობის წადილი აკლიათ და ინტერესის სფეროც მრავალმხრივი აქვთ. ენებს ადვილად ეუფლებიან, ასევე ადვილად ეუფლებიან გარე სამყაროს, იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებიან, რომლებთანაც მოწყენა შეუძლებელია. დაუოკებელ ენერგიასა და ტემპერამენტის პატრონები ზოგჯერ ყოვლად მოულოდნელ რეაქციას ავლენენ. ისინი ადვილად ღიზიანდებიან და თავის მოთოკვას ვერ ახერხებენ. რაც მათი სუსტი ნერვიული სისტემის მაჩვენებელია. პერიოდულად სასოწრკვეთილებასაც მიეცემიან ხოლმე და საკუთარი თავის რწმენაც მალევე ეკარგებათ.

ტყუპები მეტისმეტად სხვადასხვა მანიით დატანჟულ ნერვასტენიკებს წარმოადგენენ. სამაგიეროდ, ამ ნიშნის მატარებელთა შორის ყველაზე მეტია გენიოსები. ისინი ადვილად იხვეჭენ სახელს როგორც ხელოვნებაში, ასევე მეცნიერებაში. ტყუპების სიყვარული ძალზე ძნელია, რადგან მუდმივად თავის დაძვრენას ცდილობენ და პარტნიორს გაურკვევლობით თანჯავენ. მაშინაც კი, როცა მართლა უყვართ ვინმე, იშვიათად ავლენენ სინაზესა და სითბოს. სამაგიეროდ, სხვებისაგან თხოულობენ სიყვარულს, ყურადღებასა და ალერსს. ტყუპები მათზე დაბლა მდგომ და ნაკლებად საინტერესო ადამიანებთან უფრო ნახულობენ საერთო ენას. რაიმეს შექმნისას თანაავტორი და ხელისშემწყობი სჭირდებათ, რადგან იდეები ადვილად უჩნდებათ, მათი პრაქტიკული განხორციელება კი უჭირთ. ტყუპებს უმეტესად ფილოსოფიისადმი და მათემატიკისადმი აქვთ მიდრეკილება.

ქალი ტყუპები: ამ ნიშნის მატარებელი ქალები კარგი საამხანაგონი, ჭკვიანი, ცოცხალი გონების პატრონები და ენამახვილები არიან, მათთან არასდროს მოსწყინდება კაცს, ადვილად შედიან კონტაქტში, შეუძლიათ ყოველგვარ თემებზე მსჯელობა. დიდად აფასებენ თავიანთ დამოკიდებულობას. ყოველთვის გააჩნიათ პროფესია. მათგან მშვენიერი ადმინისტრატორები და კომერსანტები გამოდიან.

ამ ნიშნის მატარებელი მანდილოსნები სანიმუშო მეუღლეები არიან და ვაჟკაცურადაც წევენ ოჯახის უღელს - ქმრებს არაფრით ჩამოუარდებიან.


სხვა ნიშნებთან ურთიერთობა: ყველაზე სასურველია ტყუპების კავშირი კუროსთან, სასწორთან, მერწყულთან და ლომთან. თევზებთან, ქალწულთან, მშვილდოსანთან მათი შეუღლება ნაკლებად გამართლებულია. როგორც წესი, კუროსთან მას დიდი სიმპათია აკავშირებს, ვერძთან - ვნება და ხასიათების მსგავსება. თავისივე ნიშნის ქვეშ დაბადებულთან ოჯახის შექმნა ტყუპებს ბედნიერებას ჰპირდება...

0
7500
3-ს მოსწონს
ავტორი:რომეო
რომეო
7500
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0