x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
ჯაზი

image
ჯაზი, როგორც მუსიკალური მიმდინარეობა, შეიქმნა დასავლეთ აფრიკული (ტუნისი) და ვესტერნული მუსიკალური ტრადიციების, ბლუზისა და რეგთაიმის, „ახალი ინგლისური“ რელიგიური ჰიმნების, ჩრდილო ამერიკული ფოლკლორის (ჰილიბილი) და ევროპული „მარშინგ ბენდების“ მუსიკის ურთიერთშერწყმის საფუძველზე.

მე-20 საუკუნის დასაწყისში, აფრო-ამერიკულ საზოგადოებაში დამკვიდრების შემდეგ, ჯაზი 20-იან წლებში უკვე გავლენას ახდენს მუსიკის სხვა ჟანრებზეც.

ჯაზი აღმოცენდა ბლუზზე, რომელიც დასავლეთ აფრიკული კულტურისა და ტრადიციების საფუძველზე ჩამოყალიბდა და რომელსაც საფუძველი დაუდო გათავისუფლებულმა აფრიკელმა მონებმა სამხრეთ ამერიკაში. ჯაზ მუსიკოსი ვინთონ მარსალისი აღნიშნავდა: „ჯაზი შავკანიანთა უცნაური გამოგონებაა...“

მარშინგ და საცეკვაო ბენდების ინსტრუმენტები მე-20 საუკუნის დასაწყისში ჯაზური მუსიკის წამყვან ინსტრუმენტებად იქცნენ.




საერთოდ პირველი ჯაზ-მუსიკა აფრო-ამერიკელების მიერ იქნა დაკრული ნიუ–ორლეანში. ბადი ბოლდენი უკრავდა კორნეტზე და ძირითადად ეს კაცი ითვლება პირველ ნამდვილ ჯაზ მუსიკოსად. ასევე იყვნენ ფრედი კეპარდი, კლარენს ვილიამსი და სხვები. ეს მუსიკოსები ხალხის უმრავლესობისათვის უცნობია, თუმცა მათი იდეები ჯერ კიდევ ახდენენ ზეგავლენას იმაზე, თუ როგორ იკვრება დღესდღეობით ჯაზი.

მეორე ტალღა ჯაზმენებისა იყო ჯო ოლივერი (ინგლ. Joe Oliver), ჯელი როლ მარტონი ( და სხვები. ამ მუსიკოსებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი ბენდები, გააუმჯობესეს და გაართულეს შესრულების ტექნიკა და მეტი წარმატებაც მლოიპოვეს. ამ პერიოდის მუსიკა ცნობილია, როგორც „Hot Jazz“, არანორმალურად სწრაფი ტემპების გამო.

ჯო ოლივერმა ნიუ ორლეანში აღამოაჩინა ახალგაზრდა კორნეტისტი, სახელად ლუის არმსტრონგი . მალე ის ერთერთ ყველაზე წარმატებულ და აღიარებულ მუსიკოსად იქცა მსოფლიოში. ამ ჯაზმენების მუსიკა ყოველთვის პატივისცემის ღირსია.

ჯაზის ტრადიციული ინსტრუმენტებია: საქსოფონი - საყვირი - ტრომბონი - კლარნეტი - ფორტეპიანო - გიტარა - კონტრაბასი - ბას გიტარა - დასარტყამები
[!-- object removed --]

0
117
1-ს მოსწონს
ავტორი:gagosha
gagosha
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0