x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134507
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
მამა გაბრიელი: "ანტიქრისტეზე" (I ნაწილი)
image"ძველი გველი ამთავრებს დედამიწის შემორკალვას. ის უკვე პირით წვდება თავის კუდს.

ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ვცხოვრობთ ისეთ დროში რომ შევესწრებით ანტიქრისტეს გამეფებას. ის უკვე მოსულია და თავის მზაკვრულ საქმეებს დაფარულში აკეთებს. იმდენად ახლოსაა მისი გამოჩენა, რომ კარებზე კი არ გვიკაკუნებს, არამედ გვიბრახუნებს. მთელი ძალით კარებს ანჯღრევს, ლამის შემოამტვრიოს.

ანტიქრისტეს გამეფება სოლომონის ტაძარში იქნება, რომლის აღდგენაც უმცირეს დროში მოხდება. საამისოდ დღეს ყოველი პირობა არსებობს.

მსოფლიოს მალე ეყოლება ერთი მბრძანებელი. შეიქმნება მსოფლიო მართვის ცენტრი, რომლის მბრძანებელიც გახდება ანტიქრისტე. შესაძლოა ეს მოხდეს მსოფლიო საყოველთაო არჩევნების გზით. ვეცადოთ, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა ასეთ არჩევნებში.


გავლენიანი ბოროტი ძალები ეცდებიან სხვა ქვეყნების ხელმძღვანელად გაიყვანონ მათთვის სანდო პირები, რომ შემდეგ ერთხმად დაუჭირონ მხარი ანტიქრისტეს გამეფებას.

მსოფლიო მართვის ცენტრი ვერ იარსებებს მსოფლიო გაერთიანების გარეშე. ამიტომაც ხდება დიდი გლობალური გაერთიანებები; რაც საბოლოოდ სრული გაერთიანებით უნდა დამთავრდეს.

გლობალური და სრული გაერთიანება მოიცავს, როგორც საერო ასევე სასულიერო მხარეს. საერო ხაზით ეს ხორციელდება სიტყვა დემოკრატიით, ხოლო სასულიერო ხაზით კი სიტყვა ეკუმენიზმით.

დემოკრატია ემსახურება მიზანს: საბოლოდ შეიქმნას და ჩამოყალიბდეს ერთიანი მსოფლიო მოქალაქე, ყოველგვარი ტერიტორიის, ტრადიციისა და ეროვნების გარეშე.

ეკუმენიზმი კი ემსახურება ყველა ქვეყნისა და რწმენის ადამიანების, ერთ სალოცავში გაერთიანებას. არავინ იტყვის მაშინ მხოლოდ მართლმადიდებლობაა ჭეშმარიტი სარწმუნოება და გავერთიანდეთ მასში. არამედ ყველა არსებული რწმენის ლოცვიდან შეიკრიბება და აღევლინება საერთო ლოცვა. რაც ჭეშმარიტი ღმერთისა და რწმენის დიდ ღალატს ნიშნავს. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ეკუმენიზმი ერესთა ერესია და მისგან მხოლოდ ღვთის შეწევნით და მტკიცე რწმენით თუ გადავრჩებით.

როგორც ვიცით, ქრისტეს შობამდე უკიდურესად გაჭირვებული ხალხი მოელოდა მხსნელს - მესიას, რომელიც ხალხს მოუტანდა სიმშვიდეს, სიკეთესა და ძლიერებას.

დღეს მსოფლიო შეთქმულების მასონური ბოროტი ძალები წინასწარ დაგეგმილად აწარმოებენ სხვადასხვა ქვეყნებს შორის ომებს, ჰქმნიან ხელოვნურ შიმშილობებს, არეულობებს და სხვადასხვა სახის დიდ გაჭირვებებს.

უკიდურესად გაჭირვებული ადამიანებისგან დრესაც ხშირად ისმის: რა გვეშველება, ვინ გვიხსნის, რა გვიხსნის. სწორედ, ასეთ დროს, როცა ყოველგვარი არეულობა და გაჭირვება კულმინაციას მიაღწევს და მსოფლიო თითქოს გამოუვალ ჩიხში მოექცევა, ანტიქრისტე მოევლინება ქვეყნიერებას როგორც მხსნელი.

იმის გამო, რომ ანტიქრისტეს მოსვლა უფრო მეტად დამსგავსოს ქრისტეს ამ ქვეყნად მობრძანებას, მას წინ უსწრებს მისი წინამორბედის მოსვლა. ის ხალხს აჩვენებს ძალიან დიდ მოჩვენებით სასწაულებს. გაკვირვებული ადამიანები ლამის ღმერთად აღიარებენ. ის კი ეტყვის მათ: მე ვინ ვარ მასთან შედარებით, რომელიც მოდის ქვეყანაზე თქვენს მხსნელად და პატრონადო.

როგორც ნაწინასწარმეტყველებია: "ანტიქრისტე იშვება დანის ტომიდან." იტყვიან, რომ ქალწულმა იშვა ის. სინამდვილეში კი ბოროტი ბილწი მეძავისგან იშვება. მთელი ბოროტული სამყარო იქნება თავმოყრილი მასში, რადგან თავად სატანა იქნება ჩასახლებული შიგ.

ანტიქრისტეს ექნება მოქმედების შვიდი წელიწადი. რომელიც იყოფა ორ ნაწილად. პირველ სამ წელიწად ნახევარში ის იბრძოლებს მსოფლიოს სრული ბატონობისა და ხალხთა ნდობის მოპოვებისთვის, ამიტომ თავდაპირველად იქნება ძალიან ლოიალური, ყველა რელიგიის შემწყნარებელი, ჰუმანური და უაღრესად კეტIლშობილი პიროვნების ნიღბით შეფარული. დიახ, მთელი მსოფლიოში ის დიდ სიყვარულსა და ნდობას მოიპოვებს. მის დროს შეწყდება ხელოვნური ომები და არეულობები. დროებით აღარც შიმშილობა და გაჭირვება იქნება. ხალხმა შეიძლება თქვას, რომ ოქროს ხანა დაგვიდგაო, ასევე ანტიქრისტე მოახდენს უდიდეს მოჩვენებით სასწაულებს. ციდან ცეცხლს ჩამოუშვებს და მიწიდან მთებს აზიდავს. მსგავსი სხვა დიდი სასწაულების ხილვაზე ხალხი დაუჩოქებს და თაყვანს სცემენ, როგორც ღმერთს.

აი ასეთ დროს დარწმუნდება რა ადამიანების მთელ დამონებაში ის მეორე სამ წელიწად ნახევარში გამოაჩენს ნამდვილ ბოროტ ბრჭყალებს.

გაგრძელება მეორე ნაწილში.

ოთარ ნიკოლაიშვილი "მამა გაბრიელის ნაუბარი"

3
3636
9-ს მოსწონს
ავტორი:თაზუ
თაზუ
3636
  
2012, 5 დეკემბერი, 19:39
უფალო დაგვიფარე
2012, 1 ოქტომბერი, 0:24
+1
0 1 3