x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
გთავაზობთ რამოდენიმე ცნობილი კოქტეილის რეცეპტს, მაგრამ უჩემოდ არ დალიოთ!!!

ლონგ აილენდი

კოლინზში ვყრით სამად გაჭრილ ნახევარ ლომონს, ჩავჭყლეტთ და ჩავპრესავთ მადლერით, შემდეგ ვყრით დაჩეხილ ყინულს დაახლოებით კოლინზის ჭიქის 2/3, ისე, რომ ჭიქა თლილი ნაწილის ბოლომდის გაივსოს.
შემდეგ: ვოდკა, რომი, ტეკილა, კუანტრო, ჯინი - თითოეული მათგანი 25-25გრ.
ავანჯღრევთ შეიკერში, ვამატებთ კოლას და მზადაა!


მო(ჰ)იტო

კოლინზს მსუბუქად გავავსებთ პიტნით, დავაყრით 2 ჩ/კ შაქარს (უმჯობესია შავი შაქარი), დავპრესთ მადლერით, ჩავაგდებთ 3 ნაჭერ ლაიმს, თლილი ნაწილის ბოლომდის ჩავყრით დაჩეხილ ყინულს, დავასხამთ 50გ. ლაიმის ან ლიმონის სიროფს, 50გ. ბაკარდის (თეთრს), ავანჯღრევთ შეიკერში, მორევის შემდეგ კიდევ დავამატებთ ცოტა ყინულს (შევავსებთ კოლინზს) და ვამატებთ სოდა ვოთერს ან ინდიან ვოთერს ან სპრაიტს (გემოვნების მიხედვით), მოვურევთ წკირით და მზადაა!

მარგარიტა

შეიკერში ვყრით ყინულს, ვასხამთ
50გ. ტეკილას,
30გ. კვანტროს,
25გ. საუერ მიქსს,
შევანჯღრევთ და დავასხამთ მარილით გაფორმებულ ჭიქაში (მარილი ზომიერად).
(მიზანშეწონილია ან მარგარიტას ჭიქაში ან მარტინკაში)

კოსმოპოლიტენი

შეიკერში ვყრით ყინულის 4-5 კუბს,
ვასხამთ
25გ. კუანტროს,
25გ. ვოდკას (სასურველია ქრემბერი),
50გ. ქრემბერის წვენს,
ავანჯღრევთ და დავასხამთ მარტინკაში.

ბრაზილიური ღამე

60გ. მანგაროკა,
30გ. ვოდკა,
10გ. ბლუ კურასაო,
შეიკერში ავანჯღრევთ და მზადაა

სისხლიანი მერი

შეიკერში
5 კუბი ყინული,
50გ. არაყი,
100გ ტომატის წვენი,
4 დეში (წვეთი) ტობასკო,
4 დეში ვორცესტერი,
შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით. ავანჯღრევთ, ვასხამთ და მზადაა

პინაკოლადა

ბლენდერში ვყრით
200გ. დაჩეხილ ყინულს,
3 ნაჭერ ანანასს,
50გ. ბაკარდის,
50გ. რძეს,
დავაბლენდერებთ და დავასხამთ

შავი რუსი

ვისკის ჭიქაში 2კუბ. ყინული, 25გ. კალუა, 75გ. არაყი

თეთრი რუსი

შეიკერში 5კუბ. ყინული,
75გ. არაყი,
25გ. კალუა,
50გ. პარმალატის ნაღები,
ავანჯღრევთ და ვასხამთ ვისკის ჭიქაში

“ნოვი რუსკი"

ტეკილას ჭიქაში 25-25გ. გრენადინი, ბლუ კურასაო და არაყი. ისეთი თანმიმდევრობით, რომ რუსეთის დროშის ფერები დაჯდეს. (ან ჰოლანდიის და ა. შ. სადაც ეგ სამი ფერი შედის)

კაპირუსკა

დაღლილ ლიმონს ჩავჭყლეტთ ვისკის ჭიქაში 5ჩ/კ. შაქართან ერთად, დავამატებთ დაფხვნილ ყინულს და 50გ. ბაკარდის.

მწვანე თვალები

25გ. ბლუ კურასაო,
50გ. არაყი,
150გ. ფორთოხლის წვენი.

1
3040
1-ს მოსწონს
ავტორი:Mystery Gryphon
Mystery Gryphon
3040
  
0 1 1