x
image
lady.ge
ზოდიაქოს ნიშანი და კრიმინალური თვისებები -ანუ ვის ემუქრება გისოსებს მიღმა მოხვედრა




















image



ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებმა ალბათ ბევრ ადამიანში გამოიწვია იმის ინტერესი შეიძლება თუ არა, ასტროლოგიის დახმარებით იმის დადგენა, რამდენად აქვს ამა თუ იმ ზოდიაქოს წარმომადგენელს სადიზმისა და სისასტიკისკენ მიდრეკილება? მოდით თვალი გადავავლოთ კონკრეტული ნიშნის მახასიათებლებს და ასევე ვისაუბროთ იმ ასპექტებზე, რომლებიც ასტროლოგთა აზრით ადამიანში ფსიქიკურ გადახრებს და რადიკალიზმს იწვევს. დავიწყოთ ვერძით.მართალია ზოდიაქოს ამ ნიშანს, ომის და ნგრევის პლანეტა მარსი მართავს, მაგრამ ვერძები სიფიცხესთან ერთად, ბუნებამ მიმტევებლობის დიდი უნარითაც დააჯილდოვა, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულთა შორის, გამოკვეთილ დიქტატორს ან სადისტს იშვიათად შეხვდებით. თუმცა პლანეტების არასასურველი გავლენის შემთხვევაში, ვერძს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს საიმისოდ რომ აფექტურ მდგომარეობაში ვინმეს ტკივილი ან ზიანი მიაყენოს. ამიტომ ვერძებო, გააკონტროლეთ ხოლმე თქვენი ალმოდებული ტემპერამენტი.

რაც შეეხება კუროს, ერთი შეხედვით მშვიდ, ბუნჩულა ხასიათს მიღმა, კუროს უსაზღვრო მოთმინება იმალება, რომელსაც როგორც ყველაფერს ცხოვრებაში, საკუთარი ზღვარი გააჩნია, ამიტომ კუროსგან რომელიც დიდი ხნის მანძილზე ითმენს და იტანს ვინმეს მხრიდან დამცირებას ან აბუჩად აგდების მცდელობას, სისასტიკე გასაკვირი არ არის. როგორც წესი, კუროები იშვიათად ბრაზდებიან, თუმცა როცა ბრაზობენ, ბრაზობენ ისე რომ ყველას ამახსოვრებენ თავს. ჰაერის სტიქიის წარმომადგენელ ტყუპებს კი სისასტიკეზე მეტად იაზვობისკენ და ენამწარეობისკენ აქვთ დიდი მიდრეკილება. ტყუპის ხასიათი (თუ იგი თავისი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელია) იმდენად ჰაეროვანი და ცვალებადია, რომ როგორც წესი დიდი ხნით ბოღმის ტარებისთვის ამ ადამიანებს დრო არასოდეს რჩებათ. თუმცა ნერვოზულობა, რომელიც ბევრ ტყუპს ახასიათებს და მანიაკალური ცნობისმოყვარეობა, ხშირადაა მათ ცხოვრებაში ხიფათის მიზეზი. აი როცა საქმე ეხებათ კირჩხიბებს, უნდა ავღნიშნოთ, რომ მსოფლიო კრიმინალისტიკური კვლევებით, სერიულ მანიაკებს შორის ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები, საპატიო ლიდერულ ადგილს იკავებენ.ეს იმიტომ, რომ კიბოს ხასიათიდან გამომდინარე, ამ ადამიანებს განსაკუთრებული ნიჭი აქვთ წყენა ხანგრძლივი დროით ატარონ გულით და მოწინააღმდეგის გასანადგურებლად შემოვლითი გზით იბრძოლონ. აქედან გამომდინარე, კირჩხიბისთვის ნებისმიერი სისასტიკე მისაღებია თუკი მის სათუთ ფსიქიკას ვინმემ უხეშად დააბიჯა ფეხი. აი რაც შეეხება ლომს, სიამაყე რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ყველაზე სუსტი წერტილია, ხშირად აიძულებს მათ საკუთარი რეპუტაცია სასტიკი საქციელით იხსნან ჩრდილის მიყენებისგან. ლომი საკმაოდ საშიში მოწინააღმდეგეა და თუ ვინმეს სერიოზულად დაუპირისპირდა ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ რომ მეტოქე ბოლომდე გაანადგუროს. ხოლო, რაც შეეხება მიწის სტიქიის ღირსეულ წარმომადგენელს-ქალწულს, უნდა გახსოვდეთ, რომ ამ ადამიანების უზადო იმიჯის და მოწესრიგებულობის მიღმა, ხშირად იმალება ცივი გონება და გასაოცარი ნებისყოფა. ქალწული ბუნებით მშრომელი, კანონმორჩილი მოქალაქეა, თუმცა თუ მის პირად რუკაში რადიკალური პლანეტების (მორიელი, ვერძი, ლომი) გავლენა დიდია და მერვე-მეხუთე-პირველი სახლებიც აქტიური აქვს რუკაში, მისგან შესაძლოა საკმაოდ ცივსისხლიანი შურისმაძიებელიც კი დადგეს. მართალია სასწორს ვენერა მფარველობს, ვენერა კი სილამაზის და ჰარმონიის მფარველი პლანეტაა, სასწორის ხასიათი სულაც არაა ცალსახად ჰარმონიული და რბილი ნუ დაგავიწყდებათ, რომ სასწორის სიმბოლო მუდმივმერყევი ორი პინაა, აქედან გამომდინარე, სასწორის ბუნებაში რადიკალიზმიც საკმარისადაა, თანაც ნუ დაგავიწყდებათ სისასტიკით განთქმული სერიული მკვლელი ჩიკატილო სასწორი გახლდათ ზოდიაქოს ნიშნით. ჯერი, "ლეგენდარულ-მანიაკალური" თვისებებით განთქმულ მორიელის ზოდიაქოზე მიდგა და მინდა თავიდანვე იმედი გაგიცრუოთ, მოარული ჭორები ამ ხალხის სისასტიკეზე ნაწილობრივ თუ შეესაბამება სიმართლეს.თუმცა ხასიათის ისეთი თვისებების გამო როგორიცაა ეჭვიანობა, გადამეტებული ცინიზმი და სიმკაცრე, მორიელებს ხშირად სდებენ ბრალს რადიკალიზმში. მაგრამ სისასტიკისკენ მიდრეკილება, უპრიანი იქნება, გაცილებით უფრო "ბუნჩულა" ნიშნებში მოიკითხოთ. მშვილდოსნებს, გამორჩეულად გულღია და კეთილი ბუნება ახასიათებთ, თუმცა მათი სტიქია მაინც ცეცხლია, ამიტომ ცეცხლთან თამაში ყოველთვის საშიში რამაა. პირად რუკაში არასასურველი კომბინაციების გავლენით, მშვილდოსანი შეიძლება ერთობ სახიფათო ტიპად ჩამოყალიბდეს. რომელიც თავის ცეცხლოვან ტემპერამენტს ნგრევისთვის გამოიყენებს. თხის ქრას კი რომელიც ერთერთი დამსჯელი პლანეტის სატურნის მფარველობის ქვეშაა, გაცილებიც ცივი და პრაგმატული ხასიათი აქვს. თხის რქა თუ მან რაიმე მზაკვრული გეგმა შეიმუშავა, აუცილებლად მიიყვანს ამ გეგმას ბოლომდე, ამასთან ერთად, იგი იზრუნებს იმაზეც რომ მის მიერ ჩადენილი ქმედებების კვალი კარგად შეინიღბოს. ცნობილი მაფიოზი ალ კაპონე ზუსტად თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით გახლდათ დაბადებული. რაც შეეხება მერწყულს, ურანის ექსცენტრულობის გავლენით რომელიც ამ ზოდიაქოს ნიშანს მართავს, მერწყულს სისატიკეზე მეტად მძაფრი და უჩვეულო შეგრძნებებისკენ მიუწევს გული, რამაც საბოლოო ჯამში შესაძლოა დიდი დიდი, სერიულ ქილერობამდე უბიძგოს ძვირფას მერწყულს. ხოლო ზოდიაქოს რიგით მეთორმეტე ნიშანს თევზებს, რომელიც ასტროლოგიურ ენაზე "ფარული მტრების სახლს" მართავს, საკმაოდ დიდი შანსი აქვს რეციდივისტის კარიერის ასაწყობად. თუმცა ყველა ის ადამიანი რომელიც თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაიბადა, ნამდვილად ვერ მოიაზრება პოტენციურ ქილერად ან მაფიოზად. ისევ და ისევ, ნეგატიური ასპექტების 'ოვერდოზია" საჭირო საიმისოდ რომ ამ ადამიანებში კრიმინალის თვისებები გააქტიურდეს, თუმცა თუ ეს ასე მოხდა, შესანიშნავი გარდასახვის უნარის წყალობით რომელიც დაბადებიდან თან დაჰყვათ, თევზების გამოჭერა რაიმე უკეთურ საქციელში საკმაოდ გაძნელდება.

4
1421
7-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
1421
  
2013, 22 აგვისტო, 13:26
მერწყული ვარ
2012, 16 ოქტომბერი, 23:15
didixania vambobdi rom kileruli mkvleloba shemidzlia mxolod chavidino. imitom rom is dagavickdat tu rogori autanelia merckulistvis chaketil sivrceshi kofna.
2012, 13 ოქტომბერი, 14:46
ყველაფერი ემთხვევა საერთო თვისებები და დახასიათებები, რაც ძალიან მაკვირვებს, არადა დიდად არ მჯერა ასტროლოგიის მაგრამ... : )
0 1 4