x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
წინასწარმეტყველი ბავშვი
მიხოს როგორც იქნა, ნანატრი ვაჟი შეეძინა. გადიოდა წლები, ბავშვმა კი ლაპარაკი ვერ ისწავსლა. ლაპარაკს ვინ ჩივის, ერთი სიტყვაც არ იცოდა. ბოლოს, ოთხი წლის თავზე, ბავშვმა თავისი პირველი სიტყვა თქვა. ეს სიტყვა იყო ”პაპა”. ყველამ მაგრად გაიხარა, მაგრამ მეორე დღეს პაპა მოკვდა. გავიდა რამოდენიმე კვირა ბავშვმა თავისი მეორე სიტყვა წარმოთქვა. ეს სიტყვა იყო ”ბებო”. მეორე დღეს ბებია უკან გაჰყვა პაპას. გავიდა კიდე რამოდენიმე კვირა. ბავშვმა თქვა თავისი მესამე სიტყვა. ეს სიტყვა იყო ”ძაღლი”. მეორე დღეს ძაღლი მგლებმა შეჭამეს. შეშინდა მიხო, ღმერთსა სთხოვდა ”ღმერთო, მამა არ ათქმევინო, ამ მამაძაღლს, ამასაო.” მაგრამ ამაოდ, ბავშვის მეოთხე სიტყვა იყო ”მამა”. გაემზადა მიხო: ანდერძი დაწერა, ახლობლებს დაემშიდობა, დაწვა და ელოდება... ამ ლოდინში ჩაეძინა და მომდევნო დღის დილამდე ეძინა. გაღვიძებულს, ჯერ გაუკვირდა, რომ არ მომკვდარა, შემდეგ გაუხარდა... ამ დროს მიხოს ცოლი შემოვიდა:
_ მიხო, კაცო, რას წამოწოლილხარ, ქა, ვერ გაიგეე?! ჩვენი მეზობელი მიტუა მამკვდარა!image
0
97
შეფასება არ არის
ავტორი:gagosha
gagosha
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0