x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
აღარ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება
აღარ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება!

ქვეყანაში, სადაც “არავისტები“ არავის ვჭირდებით, სადაც ყველა საჯარო მოხელე ერთპარტიული ნიშნით არის დაღდასმული, ამასთან ჩლუნგად დაჯერებული, რომ საკუთარი საქმისა და მმართველი გუნდის სამსახური ერთი ცნებაა, სადაც ოპოზიციონრობა რაღაც ხალხის მტრობის მსგავსი ეტიკეტია...

მართლა აღარ მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ყველაზე დიდ დანაშაულად აზრის დამნაშავეობა ანუ აზრკრიმინალი ითვლება, სადაც სტუდენტები პოლიტპატიმრები არიან, ხოლო ადამიანის უფლებები საუკეთესო ინსტრუმენტი პოლიტიკური სპეკულაციისთვის, სადაც არასრულწლოვნებს ბინძურ პოლიტიკურ პიარკამპანიებში ჩასართავად არ ინდობენ...

ისეთ ქვეყანაში ცხოვრებაზე უარესი რა უნდა მოგისაჯონ, სადაც ამა თუ იმ ფეტიშიზირებული ლიდერის გარშემო შემოჯარულ მასას პოლიტიკურ სხეულად არცერთი მათაგანი არ განიხილავს, ხოლო საზოგადოება კითხვებს არასდროს არ სვამს. მაგალითად, ვინ რა სქემით აპირებს იმ გეგმის შესრულებას ოთხი კალენდარული წლის პერსპექტივაზე წარსულ დროში რომ გაუწერეს, “ 2014 წელს აშენდა“


, რეაბილიტაცია ჩაუტარდა“ და მისთანანი, სადაც საზოგადოება მუდამ ზედა ან ქვედა უკიდურეს ზღვარზე იმყოფება და სწორი ბალანსისთვის ვერასდროს ვერ მიუგნია.

აღარ მინდა ფუნდამენტალისტების ქვეყანაში ცხოვრება! იმ ქვეყანაში, სადაც მართლმადიდებლობად რელიგიურ უმცირესობებზე ნადირობა ითვლება, სადაც ქაშუეთის ეკლესიის წინ სექსუალურ უმცირესობებს ლანძღვა_ გინებით იკლებენ სარწმუნოების სახელით, სარწმუნოების სახელითვე ემუქრებიან თავის გაჩეჩქვით ყველას, ვინც მათსავით არ ცხოვრობს და გამოიყურება.

ახლა კი ვიცი, რასაც მეტყვით, არ მოგწონს და იქ წადი, სადაც მოგეწონება, ჯანდაბამდეც გზა გქონიაო, მაგრამ კარგი, მე ვიპოვე ჩემი მოსაწონი ქვეყანა და ერთი ორი ჩემნაირიანად გავეშურე, მაგრამ ეს ქვეყანა ხომ დარჩება თავისი პოლიტპატიმრებით, რეპრესირებიულებით, კულტურულ სნობიზმს ნებაყოფლობით შეწირულებით, ლიტერატურული “მარიაჟებით“ დღენიადაგ მორალზე მოქადაგე ღიპიანი ბიძებით, ორდიპლომიანი ტაქსის მძღოლებით, ფეხმძიმე და მეორადი ქალიშვილებით, რადიკალიზმის სინდრომით შეპყრობილი მოქოთქოთე მასით ან უმოქმედობით დაავადებული უსასრულოდ გოდოს მოლოდინში...

და კიდევ ერთი, დღევანდელობისთვის უფრო ზუსტი ეპიოგრაფი, ვიდრე არის ორუელის “1984“-იდან “ ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა“- არ არსებობს!

10
57
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ნინო
ნინო ნინო
57
  
2012, 17 დეკემბერი, 22:39
მე ცოტა ხნით გავეშურე არასდროს გავრბივარ სინამდვილეს ეს ჩვენი ეალობაა და თუ არ მივიღეთ ვერ შევცვლით
2012, 22 ნოემბერი, 14:14
გეთანხმები და კიდევ ბევრ პრობლემას ვხედავ XXI საუკუნის ქართულ სინამდვილეში, მაგრამ ცუდია, რომ შენ "გაეშურე", აერიდე...
2012, 3 ოქტომბერი, 14:17
გავს არა მგონი დუბლიკატია
2012, 2 ოქტომბერი, 20:09
მეც მიფიქრია რომ 1984 ჰგავს საქართველოს რეალობა... მომეწონა სტატია
2012, 28 სექტემბერი, 18:33
შენი საყვარელი კომენტარი:)) ერთი დამავიწყდა საუკეთესო კატეგორია ,,ოდნოს გოიმები" და ,,ფბ-ს ძერსკები"
2012, 26 სექტემბერი, 21:15
მართლაც მე უკვვე ცუდად ვარ, ძალიან
2012, 26 სექტემბერი, 21:14
მძიმე რეალობაა... ძაან მოქმედებს
2012, 26 სექტემბერი, 20:57
არა, მე მაგ დონეზე არ ვართულებ, მაგრამ საშინელება ხდება მართლა
2012, 26 სექტემბერი, 20:55
საინტერესო იყო და სიმართლეც იყოოო,საქართველო ნე-ნელა იღუპებააა:(
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10