x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფაბიო კაპელოს შემცვლელი უკვე გამოუჩნდა.

image უკვე ცნობილია რომ, ინგლისის ნაკრების იტალიელმა თავკაცმა ფაბიო კაპელომ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციები დათმო. რისი მიზეზიც ნაკრების კაპიტან, ჯონ ტერისთან მომხდარი დაპირისპირება გახდა. როგორც "ფიფას" ოფიციალური ვებ გვერდი იუწყება, ფაბიო კაპელომ ზემოთხსენებულ ჯონ ტერის კაპიტნობა ჩამოართვა, "ქუინს პარკ რეინჯერსის" მცველთან, ანტონ ფერდინანდთან მომხდარი ინციდენტის გამო რომელმაც ჯონ ტერის ბრალი დასდო რასიზმში და სასამართლოშიც უჩივლა.

თუმც კი ფაბიო კაპელოს ნაკრებიდან წასვლა, არც თუ ისე მოულოდნელი გადაწყვეტილება გახლდათ, თუკი გავითვალისწინებთ იმ წარუმატებელ სეზონთა სერიას, რომელიც მისი წინამორბედის, ცნობილი ინგლისელი სპეციალისტის სვენ გორან ერიკსონის მწვრთნელობის პერიოდიდან მოყოლებული, ინგლისის ნაკრებს ახვევია თავს და დღემდე გრძელდება. (შეგახსენებთ რომ 2009 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრები, ჯგუფური ეტაპიდანაც კი ვერ გავიდა და ამავდროულად არც ამხანაგურ შეხვედრებში გამოირჩეოდა ადვილი "გასეირნებებით")
imageახლა კი როგორც ირკვევა, ინგლისის ნაკრებს სათავეში აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ფაბიო კაპელოს ასისტენტი სტუარტ პირსი ჩაუდგება, რომელიც გუნდს 29 თებერვალს გასამართ ამხანაგური შეხვედრისათვის მოამზადებს ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ. აგრეთვე როგორც ირკვევა სტუარტ პირსი გახლავთ ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების თავკაციც და აგრეთვე ინგლისის ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელიც. აქვე გეტყვით იმასაც რომ, რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჯღერდეს, 21-წლამდელთა ნაკრებს, აგრეთვე 29 თებერვალს საშინაო თამაში აქვს გასამართი ბელგიის ნაკრებთან.
მიუხედავად ამისა ინგლისი თავკაცები დიდი იმედებით უყურებენ სტუარტი პირსს და მაინც და მაინც არც კომპლიმენტებს იშურებენ. ჟურნალისტებისთვის გამართულ სპეციალურ კონფერენციაზე, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თავჯდომარემ დევიდ ბერსტეინმა საკმაოდ დადებითი სიტყვებით შეამკო ახლადდანიშნული მწვრთნელი:
" ამ ადამიანს აქვს დიდი გამოცდილება, როგორც გუნდის შიგნით, ასევე გუნდის გარეთაც, იგი დიდი ხანია 21-წლამდელთა ნაკრებში მუშაობს და ამასთანავე ფაბიო კაპელოს თანაშემწეც გახლდათ. მე დიდი ნდობა მაქვს ამ ადამიანს და ვფიქრობ რომ ჩვენ კარგ ხელში ვართ"

კითხვაზე არის თუ არა განსხვავება ბრიტანელსა და უცხოელ მწვრთნელებს შორის დევიდ ბერსტეინმა ასეთი პასუხი გასცა ჟურნალისტებს :

" ჩვენ ყველას გვინდა საუკეთესო მწვრთნელები სათავეში, ამიტომ ნამდვილად არ აქვს მნიშნველობა იმას თუ საიდან იქნება იგი წარმოშობით, ამით ნაკრების სტილი და პოზიციები არ შეიცვლება, თუმცა ბრიტანელი მწვრთნელი უპირატესობაა" განახცადა უემბლიში ჩატარებულ კონფერენციაზე ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თავჯდომარემ დევიდ ბერსტეინმა.

სტუარტ პირსი ჯერ არ მოიაზრება გუნდის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, თუმც კი თუ ასოციაციის თავჯდომარის სიტყვებს დავუჯერებთ, ალბათ ძალიან მალე ინგლისის ნაკრების თავკაცის სკამსაც მოირგებს.
ამ ეტაპზე კი, მხოლოდ ჰოლანდიასთან გასამართი შეხვედრისათვის განაწყობს ნაკრებს, ხოლო რაც შეეხება ნაკრების გულშემატკივერბს, ბრიტანეთში, სტუარტ პირსს საკმაოდ წარმატებულ სტარტს უწინასწარმეტყველებენ...

0
25
2-ს მოსწონს
ავტორი:ბექა ნაფეტვარიძე
ბექა ნაფეტვარიძე
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0