x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
საუკეთესო ანეკდოტები

imageარჩევნები ახლოვდება და პოლიტიკური პარტიებიც უფრო და უფრო აქტიურები ხდებიან.ხშირად ჩნდებიან ეკრანზე, აწყობენ შეხვედრებს მოსახლეობასთან, პოზიცია თუ ოპოზიცია დაპირებების კორიანტელს აყენებენ.ახლახან ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერის გამოსვლას ვადევნებდი თვალს, ისე გაჰყვიროდა, რომ კისრის ძარღვები დაბერილი ჰქონდა და გულში მჯიღს იცემდა... ჰო, ეტყობათ რომ არ უნდათ 5 ათასიანი ხელფასის დაკარგვა თავის პრივილეგიებთან ერთად ძილში და ღილაკის მიჭერაში რომ უხდიან. ამან ყველაფერმა ერთი ანეგდოტი გამახსენა:მაჟორიტარობის კანდიდატი კახეთში ჩადის და მოსახლეობას ხვდება. ათას რამეს დაპირდა და ბოლოს დააყოლა:" ხალხნო, ოღონდ ხმა მომეცით და 50-50 დოლარსაც დაგირიგებთო".შეკრებილ ჯგუფს ერთი მოხუცი მიხო პაპა გამოეყო და დეპუტატს მიმართა:" შენ შვილო, ახალგაზრდა ენერგიული კაცი ხარ, ხომ ეგრეა?ქალიც მოგინდება ხოლმე არა?"მაჟორიტარი შეიშმუშნა-" ჰო, კი"-დაბნეულად უპასუხა."ალბათ ბორდელში დადიხარ-ხოლმე არა?"- გაგრძელა მოხუცმა-" რამდენს იხდი ხოლმე?". დაბნეულმა მაჟორიტარმა უპასუხა:" რა ვიცი, 50 დოლარს, ან თუ ქალი ძაან მომეწონა შეიძლება 100 დოლარიც გადავიხადიო"." ჰოოდა, შე შობელძაღლო! ერთ საათში 100 დოლარს იხდი და აქ 50 დოლარად 5 წელი უნდა გვიხმაროო?!"-მიახალა მოხუცმა.


სვანი მწყემსავს ცხვრებს. მივიდა უცხო კაცი და ეკითხება:
- ეს ცხვრები რამდენს იწველებიან?
- რომლები, თეთრები თუ შავები?
- თეთრები.
- ორ ჭიქას.
- და შავები?
- ეგენიც ორ ჭიქას.
- მატყლს რამდენს გაძლევენ?
- თეთრები თუ შავები?
- თეთრები.
- ერთ კილოს, ერთ გაპარსვაზე.
- შავები?
- შავებიც იგივეს.
- კაცო, შენ რას გვეკაიფები, თუ ერთნაირადაა, რატომ გვეკითხები თეთრები თუ შავებიო?
- იმიტომ, რომ თეთრები ჩემია.
- აჰა, გასაგებია და შავები?
- შავებიც ჩემია.

0
58
13-ს მოსწონს
ავტორი:merabi11
merabi11
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0