x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„მუსულმანთა უცოდველობის“ მომავალი მსხვერპლის საშიშროება

ეგვიპტეში სალაფიტმა ღვთისმეტყველმა აჰმედ აშუშმა გამოსცა ფეტვა ფილმ „მუსულმანთა უცოდველობის“ შემქმნელთა სიკვდილით დასჯის განაჩენით.
აშუშმა მოუწოდა ახალგაზრდა მუსლიმებს „აღასრულონ საკუთარი მოვალეობა, რომელიც მდგომარეობს რეჟისორის, პროდიუსერის, მსახიობებისა და ყველა იმ ადამიანის დახოცვაში, ვინც ამ ფილმს გზა გაუკვალა ეკრანებისაკენ“; მან გამოთქვა რწმენა, რომ ეს იქნება გაკვეთილი “ყველა ღორისა და მაიმუნისათვის ამერიკასა და ევროპაში“.
როგორც „Associated Press“-ი აღნიშნავს, აჰმედ აშუში რადიკალური ორგანიზაციის, „ჯიჰადის ჯგუფის“ ლიდერია, რომელიც ცნობილია თავისი კავშირებით „ალ-ქაიდას“ ხელმძღვანელობასთან, სახელდობრ, მის ყოფილ ლიდერ ოსამა ბინ ლადენთან და ახლანდელ ლიდერ - აიმან ზავახირისთან.
11 სექტემბრის ტერაქტების მორიგი წლისთავისათვის გადაღებულ ფილმს, უკვე მოჰყვა მასობრივი ანტიამერიკული აქციები ისლამურ ქვეყნებში, რომლებსაც არაერთი ადამიანი შეეწირა.image

0
149
1-ს მოსწონს
ავტორი:temo777
temo777
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0