x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
არატრადიციული ორიენტაციის მოქალაქეები ეკლესიაში
უკრაინის ბიზანტიურმა საადგილმამულო ეკლესიამ მხარი დაუჭირა არატრადიციული ორიენტაციის მოქალაქეების მიღებას საეკლესიო ცხოვრებაში.

image


„მზად ვართ გაკიცხვის გარეშე მივიღოთ ჩვენს თემში ჰომოსექსუალები, ბისექსუალები და ტრანსგენდერები, რომლებიც ქრისტეს მცნებებს მისდევენ, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტებას ეძებს. უფალს ყველა თავისი შვილი უყვარს“ – განაცხადა პერეიასლავსკისა და ბოგუსლავსკის ეპისკოპოსმა ვლადიმირმა ქრისტეშობის დღესასწაულზე.


„ქრისტეს მოძღვრებისადმი ერთგულება ეს უმთავრესი პირობაა, რომ ეკლესიამ ადამიანი თავის კალთებში შეიფაროს“, – ნათქვამია მამაო ვლადიმირის მიმართვაში ლიტურგიის მონაწილეთათვის, რომელიც 7 იანვარს გავრცელდა. ამის შესახებ იტყობინება „უკრაინის გეი–ფორუმის“ პრესსამსახური.



„ადამიანის სექსუალობა უფლის საჩუქარია, რომელიც ჩვენ, ღვთისმსახურებს ჯერ კიდევ ბევრ საიდუმლოს გვინახავს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჰომოსექსუალობა უფლის ჩანაფიქრის ისეთივე განხორციელებაა, როგორიც უმრავლესობისთვის დამახასიათებელი ჰეტეროსექსუალობა. სიყვარული კი უდიდესი ღვთიური საიდუმლოა და სამყაროს ყოფიერების მთავარი საფუძველი“, – ამბობს უკრაინელი ეპისკოპოსი.


„მაცხოვრის მთავარი მოწოდებაა, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულში ვიცხოვროთ. სიყვარულის აკრძალვა შეუძლებელია, რადგან ჭეშმარიტი სიყვარული უსაზღვროა. თუ ორ მამაკაცს ერთმანეთი უყვართ, როგორც ძველაღთქმისეულ დავითს და იონათანს, თანამედროვე ეკლესიამაც უნდა დალოცოს ისინი, როგორც ამას უძველესი ეკლესია აკეთებდა და როგორც ამას უამრავი ქრისტიანული დენომინაცია აკეთებს დღევანდელ სამყაროშიც“, – დასძინა მამაო ვლადიმირმა.


მამოო ვლადიმირი, რომელმაც 4 წლის წინ დაამთავრა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის კიევის სასულიერო სემინარია, 2011 წლის 8 სექტემბერს პერეიასლასვკისა და ბოგუსლავსკის ეპისკოპოსად აკურთხეს.


„საკმაოდ კონსერვატულ საეკლესიო წრეში საოცარი პროცესების მომსწრე ვხდებით. ახალგაზრდა სასულიერო პირები სულ უფრო ხშირად ფიქრობენ აქტიურ რელიგიურ ცხოვრებაში საზოგადოების წარმომადგენელთა როლსა და ადგილზე. სასულიერო პირები სულ უფრო მეტს ფიქრობენ იმაზე, რომ არ შეიძლება ჰომოსექსუალების ეკლესიიდან მოკვეთა მათი სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო“ – განაცხადა „ურკაინის გეი–ფორუმის“ ხელმძღვანელმა სვიატოსლავ შერემეტმა.




პ.ს. არ ვიცი ამას ვინ როგორ აღიქვამს მაგრამ, ფაქტი ფაქტად რჩება, უკრაინაში არატრადიციული ორიენტაციის მქონდე ადამიანები საეკლესიო ცხოვრებაში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას. მაგრამ აქვე საკითხავია : არის თუ არა მსოფლიო მზად იმისათვის რომ ასეთი ადამიანები შეიწყნაროს და მითუმეტეს, უფლის კალთას ამოაფარორს...

1
448
5-ს მოსწონს
ავტორი:ბექა ნაფეტვარიძე
ბექა ნაფეტვარიძე
448
  
2013, 9 მარტი, 16:13
ეგეთი ეპისკოპოსი რო ეყოლება ერს...ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას რომ ქადაგებს,ეპისკოპოსი და პატრიაექი,სახეა ეროვნებისა....მე ესე ვთვლი.დიდება ჩვენს პატრიარქს......
0 1 1