x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში

image


პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ურმას რეინსალუს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა და სამინისტროს ახალი 3T კონცეფცია გააცნო. მინისტრებს შორის საუბრისას ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლებაზე და დიმიტრი შაშკინმა ესტონელ კოლეგას ესტონეთის შეიარაღებული ძალების სამხედროების საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში მომზადება შესთავაზა.
შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები იყო ასევე საქართველოსა და ესტონეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია და ქართული კონტინგენტის ISAF-ის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა. პირისპირ შეხვედრაზე დიმიტრი შაშკინმა აღნიშნა, რომ ესტონეთი ჩვენი ქვეყნის დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორია და ბევრი წლის განმავლობაში საქართველო ესტონეთისგან ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას იღებს. თავის მხრივ, ურმას რეინსალუმ ესტონეთის მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და ესტონეთის თავდაცვის მინისტრებმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც თავდაცვის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობას გულისხმობს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის თავდაცვის მინისტრი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ეწვევა და აკადემიის მსმენელებს ლექციას წაუკითხავს თემაზე „ესტონეთის გამოცდილება ნატო-სთან: პარტნიორობიდან ალიანსში გაწევრიანებამდე“.
დაგეგმილია ასევე შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძესთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარიასთან.

0
4
1-ს მოსწონს
ავტორი:giorgi5118
giorgi5118
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0