x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
პრეზიდენტმა ლაზიკაში რამდენიმე ობიექტის მშენებლობას საფუძველი პირადად ჩაუყარა

imageსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ახალ საპორტო ქალაქ ლაზიკაში რამდენიმე ობიექტის მშენებლობას საფუძველი პირადად ჩაუყარა.
მიხეილ სააკაშვილმა იმ ადგილას, სადაც პორტის ადმინისტრაცია უნდა განთავსდეს, სიმბოლიურად კაფსულა ჩადო.
არსებული ინფორმაციით ადგილზე გაზისა და წყლის მილებიც ჩაიდო.
ცნობისთვის, ლაზიკას მშენებლობის იდეა მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, ის შავიზღვისპირეთში ყველაზე დიდი საპორტო ქალაქი იქნება.
მშენებლობის დასრულების შემდეგ 2 500 ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. პროექტი 535 მილიონი ლარი ჯდება.
ლაზიკას პორტის გახსნა 2015 წელსაა დაგეგმილი. ამასათან, პრეზიდენტის განცხადებით, ლაზიკაში უნიკალური ტაძრის „ბანას“ ასლი აშენდება.
„დღეს მართლა ისტორიული დღეა, ვინც რა და რამდენიც უნდა ილაპარაკოს, ჩვენ ამ ქალაქს მაინც ავაშენებთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

0
83
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ვაჟიკო
ვაჟიკო
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0