x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ქურთი მებრძოლი ქალები
image




სურათის ატვირთვა











ქალები მსოფლიოს არაერთი ქვეყნის არმიებში მსახურობენ. ჩინეთსა და ამერიკაში სამხედრო პილოტი ქალები მრავლად არიან. ორი სამხედრო მფრინავი ქალი ქართული არმიის რიგებშიც მსახურობს. შვედეთში სუსტი სქესის ერთი წარმომადგენელი საბრძოლო ხომალდს მეთაურობს. მსგავსი შემთხვევები მრავალადაა. თუმცა უმეტეს წილად მამაკაცებთან შედარებით, ჯარში ქალთა პროცენტული რაოდენობა მცირეა. ამ მხრივ, იშვიათი გამონაკლისი ქურთების არმიაა.

XXI საუკუნეში, ქურთები სახელმწიფოს გარეშე დარჩენილი მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვან ერად რჩებიან. 1920 წელს თურქეთსა და ანტანტას შორის დადებული ხელშეკრულება, დამოუკიდებელი სახელმწიფოს - ქურთისტანის შექმნას ითვალისწინებდა. მაგრამ ის ძალაში არ შესულა. საპასუხოდ, 1920-30-იან წლებში თურქული ხელისუფლების წინააღმდეგ ქურთებმა რამდენიმე აჯანყება მოაწყვეს.

1961 წელს ქურთების მორიგმა აჯანყებამ ერაყში იფეთქა. 1978-ში ქურთისტანის მუშათა პარტია ჩამოყალიბდა - სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია, ჯერ დამოუკიდებელი სახელმწიფოს, შემდეგ კი თურქეთის შემადგენლობაში ავტონომიური რესპუბლიკის შექმნას ითხოვდა. თავად თურქები ქურთებს როგორც ერს არ აღიარებდნენ და მათ ენასაც კრძალავდნენ. 1984 წლიდან ქურთების მუშათა პარტია თურქეთის წინააღმდეგ პარტიზანულ ბრძოლებს აწარმოებს. მის შემადგენლობაში მამაკაცებთან ერთად ქალებიც ირიცხებიან.

ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, ქურთი პარტიზანების 30 % ქალი იყო. დღეს მათი რაოდენობა გაცილებით დიდია. ქურთების კულტურაში ქალს სრულიად უუფლებო მდომარეობა უკავია და მთლიანად მამაკაცზეა დამოკიდებული. თუმცა არმიაში განსხვავებული მდგომარეობაა. ქურთი ქალი პარტიზანები, მამაკაცების მსგავსად საბრძოლო ოპერაციებზე დადიან. მათი მომზადების პროგრამაც ერთნაირია.
image














არშექმნილი ქურთისტანის საზღვრებში, რომელიც დღევანდელი თურქეთის, სირიის, ირანისა და ერაყის ტერიტორიებს მოიცავს, ქურთები ეთნიკურ უმრავლესობას წარმოადგენენ. ქალთა ბანაკები უმეტეს წილად ერაყის მთებში, ერაყული ქურთისტანის დედაქალაქის - ერბილის მახლობლად მდებარეობს. ბაზამდე ჯერ ჯიპებით მიდიან. შემდეგ კი რამდენიმე კილომეტრს საცალფეხო ბილიკებით გადიან.

image
















ბაზაზე მყოფი პარტიზანი ქალები საზოგადოების სხვადასხვა ფენებიდან და სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეები არიან. თუმცა ყველანი ერთ იდეასა და მიზანს ემსახურებიან. ყველა მათგანი ნამდვილ სპარტანულ პირობებში ცხოვრობს.


image















ბანაკში მოხვედრილმა ყველა ქალმა, მომზადების ნახევარწლიანი აუცილებელი კურსი უნდა გაიაროს. ამ დროს ქალებს იარაღის ხმარებას, სროლას, პარტიზანულ და დივერსიულ ოპერაციების ჩატარებას ასწავლიან. უნდა აღინიშნოს, რომ კურსის პროგრამა ქალებისა და კაცებისთვის ერთნაირია. დისციპლინის დასამყარებლად, ნაწილში კაცებსა და ქალებს შორის სექსუალური კონტაქტის დამყარება კატეგორიულად იკრძალება და უმკაცრესად ისჯება


image































პარტიზანების მომზადების კურსში, მთავარი ადგილი სროლის შესწავლას უკავია. ნახევარწლიანი ინსტრუქტაჟის დასრულების შემდეგ, ქალთა ნაწილი თადარიგში გადის. თუმცა უმეტესობა არმიაში რჩება და რეალურ საბრძოლო მოქმედებებში იღებს მონაწილეობას.


image














1996 წლის 30 ივნისს, ქალთა პარტიზანული ბანაკის წევრმა ზეინაბ (ზილან) კინაჯიმ, დამოუკიებლად მასშტაბური ტერაქტის ორგანიზება შეძლო. მან თავი ფეხმძიმედ გაასაღა და მაყურებლებს შორის შერეულმა თურქულ სამხედრო ცერემონიაზე თავი აიფეთქა. ტერაქტის შედეგად თვითმკვლელ ქალთან ერთად დაიღუპა 8 და დაიჭრა 29 თურქი სამხედრო. ზილანის თანამებრძოლებმა ის ქურთების თავისუფლებისთვის ბრძოლისა და ქურთი ქალების სიმბოლოდ აღიარეს. მისი დაღუპვის დღე კი ნაციონალურ დღესასწაულად გამოაცხადეს.

ქურთისტანის მუშათა პარტიის მოქმედი პრინციპების თანახმად, საზოგადოებამ ქალებს და კაცებს თანაბარი უფლებები უნდა მიანიჭოს.


1
292
2-ს მოსწონს
ავტორი:giorgi5118
giorgi5118
292
  
2015, 21 ნოემბერი, 15:15
კარგი სტატიაა
0 1 1