x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
Renault Alpine-ს კუპეს Megane RS-ის ბაზაზე ააწყობს

imageფრანგულმა გამომცემლობა Мotorsport Мagazine-მა გაავრცელა ინფორმაცია Renault-ის ახალი ავტომობილის, Alpine A110 Berlinette-ს შესახებ. ყველაფერთან ერთად გამომცემლობამ ავტომობილის ფოტოებიც გამოაქვეყნა. პროტოტიპის სახელწოდება Alpine A110-50 გახლავთ და კომპანიამ მისი აწყობა Renault Megane RS-ის ბაზაზე გადაწყვიტა. ავტომობილი ექვსცილინდრიანი 3, 5-ლიტრიანი ძრავით აღიჭურვება. რომლის სიმძლავრეც 400 ცხენის ძალას შეადგენს. ახალი მოდელის წონა კი 995 კილოგრამი გახლავთ. ავტომობილის საზოგადო პრეზენტაცია მიმდინარე წლის მაისის მიწურულს მონაკოში, ფორმულა ერთის გრანპრიზე შედგება. ამის შემდეგ ავტომობილს ბრიტანეთის ერთ-ერთ ფესტივალზე, სექტემბერში კი პარიზის ავტოგამოფენაზე გამოიყვანენ. Alpine-ის მარკის ქვეშ, გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებამდე მხოლოდ სპორტულ ავტომობილებს უშვებდნენ. ამ ბრენდის უკანასკნელი მოდელი კუპე A610 გახლავთ, იგი კონვეიერიდან 1991 წელს ჩამოვიდა. 2000 წლიდან მოყოლებული კი ფრანგულ კომპანიას მრავალი პროექტი ჰქონდა ამ ავტომობილების კვლავ გასაცოცხლებლად, მაგრამ აღნიშნულ მომენტამდე ვერცერთი პროექტის ხორცშესხმა ვერ შეძლო.



0
15
2-ს მოსწონს
ავტორი:ბერიძე.007
ბერიძე.007
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0