x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ნუ იქნები ხვალემენი !

image


დავიწყებ იმით რომ ამ სტატიის დაწერის სურვილი გამიჩნდა საკუთარი თავიდან გამომდინარე გამიჩნდა, უკვე საკმაო ხანია ჩემს ერთ-ერთ უარყოფით თვისებას ჩავწვდი, ბევრი რამ ვიცოდი რისი გაკეთებაც შემეძლო მაგრამ თავს ვიკავებდი სწორედ იმ თვითდაჯერებულობის განცდით რომ ამის გაკეთება მაინც შემეძლო და სად გამექცეოდა, ჰოდა ასე "სად გამექცევა, სად გამექცევას" - ძახილში ყველა სურვილი და მიზანი რაც 1-2 ან თუნდაც 5 თვის წინ უნდა შემესრულებინა აწმყოშიც შეუსრულებელი მრჩებოდა და რათქმაუნდა ამასთან ერთად ყველაფერი უკან იხევდა, როგორც უკვე ავღნიშნე უკვე საკმაო ხანია ჩემს "ხვალემენობას" ჩავწვდი მაგრამ სულ რაღაც 2 თვეა რაც ჩემ თავს შემოვუძახე " ჰეი, დროა გამოცოცხლდე და სურვილების ასრულება დაიწყო თორემ დრო უაზროდ მიდის", და ეს მართლაც ასეა, პირველ რიგში მიზნისაკენ სწრაფვა გამოიხატება ყოველდღიურ ქცევაში თუნდაც ისეთი რაღაცეები არ უნდა დაგეზააროს როგორიცაა : სალონში წასვლა, შენი უკვე კარგა ხნის ფერგადასული თმის შეღებვა, შენი საყვარელი პერანგისთვის ღილის დაკერება რომელსაც უკვე 1 თვეა სინათლე არ ღირსებია და ბნელ უჯრაში განისვენებს მხოლოდ იმიტომ რომ 1 ღილი აწყდა, საკუთარი ტანსაცმლის საკუთარი ხელით გარეცხვა და დაუთოვება, ბალზამის ყიდვა რომელიც შენს თმას დიდი ხანია სჭირდება და რომლის გარეშეც " ბალიშ-აფეთქებულს გავხარ" მაგრა მაინც ვერ ყიდულობ რადგან ის შენი სახლისგან საკმაოდ შორს სპეციალურ აფთიაქში იყიდება, საკუთარი უჯრის დალაგება რომლის გამოღების სურვილიც დიდი ხანია დაკარგე, . ჰო ეს ყველაფერი არა მაგრამ მსგავსი წვრილმანები აუცილებლად ხდება შენს ცხოვრებაში რისი გაკეთებაც დღეს გეზარება და ხვალისთვის დებ და ხვალაც იგივე მიზეზით გადადებ ზეგ და ასე ეს ყველაფერი ჩვენს სასურველ მიზანთან გვაშორებს, ნუ დაელოდები დიდი ხნის წინ გაგზავნილ სივზე როდის გამოგეხმაურებიან (რისი იმედიც სინამდვილეში არ გაქვს და დრო გაგყავს უბრალოდ) ნუ დაგეზარება დაწერო ახალი სივი ისეთი არა როგორც ქინა იყო მხოლოდ სახელი გვარით და დაბადების წელით რომ შემოიფარგლებოდა, წაიკითხე განცხადებები 1 დღეში შეგიძლია 2-3 გასაუბრებაზე მიხვიდე და დამიჯერე 2 კვირაში სამსახურს აუცილებლად მოძებნი ! შეიძლება სასურველს არა მაგრამ ეს სამსახური სწორედ შენს სასურველ სამსახურთან დაგაახლოვებს ! თუ რომელიმე წიგნის წაკითხვა გინდა ამ წიგნსაც საკუთარი ფულით იყიდი და უკვე მიზეზი აღარ გექნება "მშობელს ვართმევ ყველაფრის ფულს და წიგნის ფულსაც ხომ არ ვთხოვ" არადა მთავარი წიგნია ! დაიწყეთ სამსახურის ძებნა, დილით მაღვიძარას პირველივე დარეკვაზე ადექით ( ავტობუსიც აღარ გაგასრებთ), იკითხეთ წიგნები ძილის წინ და ნუ იქნებით "ხვალემენები" !


1
81
4-ს მოსწონს
ავტორი:ხატია_ამელი
ხატია_ამელი
81
  
2012, 22 სექტემბერი, 22:59
გრამატიკული შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით :)
0 1 1