x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
18 + ( ჩემეული შეფასება )

image ორიოდე დღის წინ საიტზე დამბლოკეს, მხოლოდ იმიტომ რომ 18+ მონიშვნა დამავიწყდა. ძალიან ბევრ საიტზე შეხვდებით ამ ნიშანს და მაშინ როდესაც ამ საიტზე მოხვედრის სურვილი გვიჩნდება, ვაჭერთ თანხმობას და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ვხვდებით აღნიშნულ ბმულზე. არანაირი მექანიზმი გარდა შეკითვისა, ვართ თუ არა 18 წლის ( ქმედუნარიანი ) პირები საიტებს სამწუხაროდ არ გააჩნიათ. გამონაკლისს წარმოადგენს საიტები, სადაც მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ მასალის ხილვა, მაგრამ აქაც დარეგისტრირებისას ნებისმიერი წელი შეგიძლია მიუთითო დაბადების წლად და შესაბამისად თავისუფლად გექნება წვდომა ყველა სახის მასალაზე.



როდესაც ტელევიზიებმა დაიწყეს ასაკობრივი შეზღუდვის დაწესება სატელევიზიო გადაცემებზე, რეიტინგმა და სტატისტიკამ აჩვენა, რომ ყველაზე მეტი მაყურებელი ტელევიზიას სწორედ იმ დროს ჰყავდა, როდესაც ეკრანის ქვემოთ, მარცხენა კუთხეში პატარა, რგოლში ჩასმული 18+ ჩანდა.



მე ძალიან კარგად მესმის, რომ კანონმდებლობით აუცილებელია ამ სახის მითითება, ტელევიზორებთან ამის კონტროლი მშობლებს ევალებათ მაგრამ საერთოდ ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ ინტერნეტ საიტებზე ამგვარი აკრძალვის დაწესებას, გარდა ფორმალობისა.

2
252
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:bellatrix
bellatrix
252
  
2012, 24 სექტემბერი, 14:38
+1
2012, 23 სექტემბერი, 0:04
პირვლეი კი არ ხარ ვინც ამ თემაზე სტატია დაწერა და აზრი გამოთქვა, აზრი არ აქვს : )
0 1 2