x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ივანიშვილი: "ჩვენ დავინახეთ სააკაშვილის ნამდვილი სახე!"

image

"ქართული ოცნება" ამ წუთებში ზუგდიდში წინასაარჩევნო აქციას მართავს.
"ზუგდიდიდან მივესალმები ჩვენს ხალს, ჩვენს ტანჯულ პატიმრებს მთელი საქართველოს ციხეებსა და კოლონიებში. ჩემო ხალხო, მთელი სქართველო ფეხზე დადგა, ჩვენ საბოლოოდ დავინახეთ სააკაშვილის ნამდვილი სახე!
სააკაშვილმა თითქოს დასავლეთისკენ გაგვიღო კარი, მაგრამ სინამდვილეში წამება და ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა. მისი ყოველი მომხრე, ვინც რაიმე გამართლებას მოუძებნის ამ ჯალათებს, თვითონ იქნება ჯალათი. ახლა მაინც ხომ დაინახავს დემოკრატიული დასავლეთი რას წარმოადგენს ეს ვითომ დემოკრატიის შუქურა" - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა მიმართა სტუდენტებსაც. კოალიციის ლიდერი სტუდენტებს სინდიჯისკენ მოუწოდებს, თუმცა არა ამ დანაშაულის დავიწყებისკენ.
კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილმა აქციის მონაწილეებს წარუდგინა "ქართული ოცნების" სამეგრელოს მაჟორიტარი კანდიდატები.
ირაკლი ალასანია - ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
ლევან იზორია - ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
გიგა ბუკია - ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
ვიქტორ ჯაფარიძე - მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

0
11
1-ს მოსწონს
ავტორი:JANO
JANO
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0