x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
გიორგი ტუღუშის განცხადება:

imageსასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა გიორგი ტუღუშმაუწყებაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. მომავალ გეგმებში შედის:
1. წამებისა და ღირესების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლების იდენტიფიცერება და ადექვატური ფსიქორეაბილიტაციის სერვისის მიწოდება. ეს შეეხება არა მარტო გლდანის მერვე საპყრობილეს.
2. სასჯელაღსრულების სისტემის სრული რეფორმირება. სამაგალითოდ აღებული იქნება სისტემის საუკეთესო მოდელები.
3. პატიმრების ყოფითი პირობების გაუმჯობესება. გლადნის მერვე საპყრობილეში იგეგმება 1600 ახალი მატრასის შეტანა.
4. პრობაციონერთა რაოდენობის განახევრება.
5. პატიმართა რაოდენობის შემცირება. შეწყალების კომისიის რეფორმის დაწყება.
6. საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა, რომელიც დაკომპლექტება არასამთავრობო ორგანიზაციებითა და საზოგადოების წარმომადგენლებით. საბჭოს ზოგიერთ წევრს ექნება გაუფრთიხელბელი მონიტორინგის ჩატარების უფლება ციხეებში.
7. ჯანდაცვის სრული რეფორმირება და მისი დონის გათანაბრება სამოქალაქო ჯანდაცვის სისტემებთან.
8. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ცენტრის რეფორმირება იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი. მინიმუმადე უნდა იქნას დაყვანილი პრობლემები, რომლებიც თანამშრომლებს შეიძლება ჰოქნდეთ პატიმრებთან.
9. დაინერგება თანამედროვე ელექტორნული სისტემები. ადვოკატებს ექნებათ უკეთესი პირობები, უკეთსი პაემნების ელექტორნული სისტემა. ახლობლებს შეეძლებთ წინასწარ, ელექტრონულად დარეგისტრირება პაემნებისთვის.

0
4
1-ს მოსწონს
ავტორი:JANO
JANO
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0