x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
მექსიკა-იცით,თუ არაა,რომ

-აკაპულკო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტია.იგი მდებარეობს მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე, სიერა მადრე დელ სურის ძირას.იგი მეხიკოდან სამხრეთით 397კმ-ზე მდებარეობს.დიდი, ნამგლისებური ფორმის უბე, ლურჯი ცა, თეთრი სანაპირო, ცისფერი მთები.1927 წელს დედაქალაქი მას დაუკავშირდა სპეციალური ავტომაგისტრალით, მაგრამ მისი აღიარება მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

-მეხიკოში მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი კორიდის სტადიონი, რომელიც 60 ათას მაყურებელს იტევს.

-ქალაქი ტეოტიუაკანი, მეხიკოდან ჩრდილო-აღმოსავლეტით, აშენებული იყო ვაკეზე, ყოველგვარი დავდაცვითი კედლებისა და ნაგებობების გარეშე.იგი განადგურებულ იქნა ჯერ, კიდევ მე-7 საუკუნეში.მისი სახელი ითარგმნება ასე:”ადგილი, სადაც ღმერთებად იქცევიან.”სამხრეთის მიმართულებით მიდის ე.წ “მკვდრების გზა.”, სადაც დგას შენობა, რომლის კედლებიც მორთულია მრავალრიცხოვანი ფიგურებით.

-პალენკეს ეროვნული პარკის ცენტრში, რომლის ფართობიც 1700ჰა აღწევს, მდებარეობს ნანგრევებად ქცეული ქალაქი პალენკე.აქ, სპეციალურ დაცვის ობიექტს წარმოადგენს მაიას კლასიკური კულტურის ძეგლები.


-აცტეკების ღმერთები იყვნენ:

კეცალკოატელი და ტესკატლიკოპა-მზისა და ომის ღმერთი

ომეტეოტლი-უმაღლესი ღმერთი, რომლის გამოსახვაც არ შეიძლებოდა

ტლალოკი-წვიმის, ქუხილისა და მცენარეულობის ღმერთი

ჩიკომეკოატლი-სიმინდის ღმერთი

შიპე-ტოტეკი-გაზაფხულის ყვავილობის ღმერთი

ტონაცინი-დედა ღმერთიimage

0
22
2-ს მოსწონს
ავტორი:აბსტრაქციონიზმი
აბსტრაქციონიზმი
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0