x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
თეა თუთბერიძე ბაჩო ახალაიას შესახებ.

imageთეა თუთბერიძე კვლავ გვაოცებს თავის "გამჭრიახი" და "შორსმჭვრეტელი" გონებით. იმ საშინელ ღამეს ხომ ყველა "დამოძღვრა" ტელეკომპანია "კავკასიაში" ქალბატონმა თეამ. იმ დონეზე მიიყვანა ალეკო ელისაშვილი, რომ ეთერიდან რომ ვეღარ გააგდო თუთბერიძე, თვითონ შეწყვიტა გადაცემა.ამჯერად თეა თუთბერიძემ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გაუგზავნა ღია წერილი, სადაც სწერს, რომ ნუ მიიღებს საკადრო ცვლილებებს ვიღაცის აგორებული "შავი პიარის" გამო.შემდეგ კი მთელ ქება-დიდების ეტრატს უძღვნის ბაჩო ახალაიას:"ბაჩო ახალაიას სახელი და გვარი საზოგადოების ფართო წრეებისთვის მას შემდეგ ხდება ცნობილი, რაც ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე გახდა და დაიწყო ბრძოლა ქურდულ სამყაროსთან. მისი დისკრედიტაციაც სწორედ ამ სამყაროსთან დაპირისპირების შედეგია. ე.წ. კანონიერი ქურდების და კრიმინალური ავტორიტეტების იზოლირებას სხვა პატიმრებისგან და მათ ჩამოშორებას ციხეების შიგნით სიტუაციის კონტროლიდან, მოჰყვა კანონიერი ქურდების და კრიმინალური ავტორიტეტების ოჯახის წევრების მხრიდან ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ გამოსვლები (აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ ეს ადამიანები ოჯახებს ციხეებიდან არჩენდნენ. ისინი ციხეებიდან გეგმავდნენ ქვეყნის შიგნით სხვადასხვა დანაშაულებებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ციხეების შიგნით სიტუაციის მართვაზე). ეს აქციები მხარდაჭერილი აღმოჩნდა კრიმინალური მენტალიტეტის მატარებელი უპასუხისმგებლო ოპოზიციური პილიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან (რომელთა ძალიან დიდი ნაწილი დღეს უკვე გაერთიანებულია „ქართულ ოცნებაში“).
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩემთვის ადვილი იქნებოდა არ მქონოდა ბაჩო ახალაიასთან წარსული ახლო ურთიერთობა, არ მქონოდა საკუთარი თვალებით ნანახი რასაც ის ადამიანის უფლებების დასაცავად აკეთებდა. რადგან მეც შევუერთებოდი მის წინააღმდეგ საყოველთაო სიძულვილსა და მიზანმიმართულ კამპანიას.
ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც ღამეები არ ეძინა იმისთვის, რომ აღმოეფხვრა საშინელი, მანკიერი, დამკვიდრებული და წესად ქცეული პრაქტიკა, რომელსაც წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა როგორც წინასწარი დაკავების იზოლატორებში, ასევე ციხეებში. ბაჩო ახალაია, რომელიც ჩემთან და ჩვენს სხვა მეგობრებთან ერთად წლების განმავლობაში, ჯერ თავისუფლების ინსტიტუტში მუშაობისას, შემდეგ სახალხო დამცველის მოადგილედ ყოფნის პერიოდში, ხოლო შემდეგ კი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეობისას უშუალოდ ახდენდა მონიტორინგს და ებრძოდა წამებას, ძალადობას, დაგეგმილ მკვლელობებს ციხეებში, უშუალოდ ებრძოდა სხვადასხვა მსუბუქი თუ მძიმე სახის ადამიანის უფლებების დარღვევას, რასაც წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი და წესად დამკვიდრებული იყო სისტემაში, რომელსაც ერქვა ციხე და რომელსაც ერქვა პოლიცია.

მე ახლაც მირჩევნია საკუთარი სინდისის წინაშე ვიყო მართალი, ვიდრე შევეცადო უპასუხისმგებლო და სინდისგარეცხილი ადამიანების მსგავსად დავაბრალო ადამიანს ის, რისი საპირისპიროცაა ბუნებით და ამით ქულების ჩაწერა დავიწყო იმ საზოგადოებაში, რომლის დიდი ნაწილიც უარყოფითადაა განწყობილი ჩემს მიმართ."

5
2156
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2156
  
2013, 12 აპრილი, 12:25
როგორ მეცოდება ეს არანორმალური გოგო......მე მაგის............
2013, 12 თებერვალი, 22:27
როგორ მაინტერესებს ამ სატანის ქმარი.. თუ ყავს საერთოდ და ვინააა? ამ სატანას როგორ უწევს გვერდით? რამდენს უხდიან ამ არაქალს რომ გაყიდა სინდის ნამუსიი? ან სანათესაო არ ყავს რომ რამე უთხრან?
2012, 2 ოქტომბერი, 11:04
გეთანხმები ....ვის სინდისზე ლაპარაკობს
2012, 29 სექტემბერი, 1:41
ეს ნახე რა და რომელ სინდისზე ლაპარაკობს ეს სულით მახინჯი ესეიგი მთელი საქართველო თურმე ტყუილად არის ასეთი გამწარებული ამ მახინჯის თქმით
2012, 22 სექტემბერი, 17:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5