x
image
Guns N Roses
სიტუაცია დაიძაბა: საპატრულო პოლიციამ იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ოთხი პირი დააკავა

imageსაქართველოში სიტუაცია დაიძაბა. როგორც იცით საქართველოში მიმდინარეობს აქციები.. ხალხი პოლიციას არ ემორჩილება და ამიტომ პოლიციამ გადაწყვიტა საქმეში ჩარეულიყო და რამოდენიმე აქციის მონაწილეც დააპატიმრა.
თბილისის საპატრულო პოლიციამ იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის 4 პირი დააკავა.

შსს-ს ცნობით, მათ ბრალად ედებათ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ლაშა ზურაბის ძე მესხია და დავით გიორგის ძე ფაცაცია, რომლებიც "BMW"-ს მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, საპატრულო პოლიციამ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. ისინი პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავებს.

ანალოგიური ბრალდებით არიან დაკავებულები შოთა გელას ძე ბაზერაშვილი და კონსტანტინე ზურაბის ძე ლაბარტყავა. ისინი "Chevrolet"-ის მარკის ავტომანქანით წურწუმიას ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ, როცა საპატრულო პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.

ოთხივე დაკავებულს პოლიციამ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით წაუყენა. ისინი გადაყვანილი არიან სასამართლოში.




2
750
10-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
750
  
2012, 21 სექტემბერი, 23:05
++++++++++++++++++++++++
2012, 21 სექტემბერი, 23:03
ჰაიმეე რა არეულობაა (( +1
0 1 2