x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
იესო ქრისტე ცოლიანი იყო?

imageიესო ქრისტე რომ ცოლიანი იყო, ჯერ კიდევ ფილიპეს სახარებაშია მოთხრობილი, რომელსაც საგულდაგულოდ უგუველყოფს და უარყოფს ქრისტიანული ტრადიციული საეკლესიო სამყარო, თუმცა ახლახან რელიგიის მკვლევარმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა კარენ კინგმა წარმოადგინა უძველესი მანუსკრიპტი რომის კონფერენციაზე, რომელიც დათარიღებული მეოთხე საუკუნით ჩვ. წ. აღრიცხვით.იქ წერია:"იესომ თქვა-ეს ჩემი ცოლია'', კინგის აზრით საუბარია ალბათ მარია მაგდალინაზე.ზოგიერთებმა დოკუმენტი სკეპტიკურად მიიღეს-"პაპირუსის ქაღალდზე რაღაც ნაწყვეტი სულაც არ ნიშნავს, რომ მტკიცებულებად გამოვიყენოთ, შეიძლება ის საერთოდ კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი"-განაცხადა პროფესორმა, ბაფტისტების პასტორმა ჯიმ ვესტიმ.ფილოლოგი და უძველესი ენების სპეციალისტი ვოლფ-პეტერ ფუნკიც დასკვნების გამოტანას არ ჩქარობს-"ათასობით პაპირუსია, სადაც შეიძლება ამოვიკითხოთ უცნაური, წარმოუდგენელი ამბები". დოკუმენტის სინამდვილე ექსპერტებმა დაადასტურეს, თუმცა გასაკეთებელია კიდევ მელნის ქიმიური ანალიზი.

13
1685
6-ს მოსწონს
7-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1685
  
2013, 24 ივნისი, 23:57
არ მიწყინო, მაგრამ ეკლესიურ წესებს რომ მიყვებოდე, თანხის გამომუშავების მიზნით, მაცხოვარზე ასეთ სისულელეს არ გამოაქვეყნებდი. კიდევ ერთხელ გეუბნები, რომ არ მიწყინო, უბრალოდ ყოველთვის მტკივა ნებით თუ უნებლიედ ასეთ საკითხებს უდიერად რომ უდგებიან ხოლმე. ძალიან ბევრი სუსტი ნებისყოფის წაიკითხავს ამას და შეიძლება იმოქმედოს მათ ფსიქიკაზე და უარყოფითი წარმოდგენები შეუქმნა. სამწუხაროდ ბიბლია ზეპირად არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ რომელიღაც ქვეთავში ლაპარაკია, როცა პრესა და ტელევიზია ხალხზე მოქმედებს უარყოფითად, ეს უდიდესი ცოდვაა და ასეთებს უფალი არ ცნობსო. მე ჩემი აზრი გითხარი და შენი საქმის შენ იცი....
2013, 20 ივნისი, 8:04
მე სტატიებს ვაქვეყნებ და თანხას გამოვიმუშავებ...ეს რელიგიის მკვლევარების მოსაზრებაა...ამ :სისულელეს" 1600-მდე ნახვა აქვს..ასე რომ თუ არ აინტერესებს ნუ წაიკითხავენ...და ჩემი პირად ეკელსიურ ცხოვრებას რაც შეეხება ,ვცდილობ მაქსიმალურად ისე ვიცხოვრო ,რომ კაცობა და ადამიანობა არ შევირცხვინო.(ეკლესიურ წესებს რაც შემიძლია მივყვები)..ბევრი ცხოვრობს "ეკლესიურად" მაგრამ პირწავარდნილი ნაგავია!..
2013, 19 ივნისი, 21:28
არ მიწყინო ჩემო კარგო, მაგრამ ეტყობა ეკლესიური ცხოვრებისგან ძალიან შორს ხარ, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ სისულელეს საიდანაც არ უნდა შეგეტყო, არ გამოაქვეყნებდი. ჩვენს მაცხოვარს ცოლი არ ჰყავდა და სათნოებითა და სიყვარულით ყველას მიმართ იყო გამსჭვალული. მეცნიერები არ ცნობენ ღმერთის არსებობას და რაღა თქმა უნდა ამოქექავენ ათას სისულელეს...
2013, 15 იანვარი, 11:10
ამ სტატიას რომ წერ სჰენ ადამიანი არ ხარ ეტყობა
2012, 9 დეკემბერი, 19:26
სისულელე :)
2012, 17 ოქტომბერი, 20:42
მე გეტყვი რო ქრისტეს ცოლი არ ყავდა...და გამოცხადება წაიკიტხოს ვინც ფიქრობს რო პატარძალი რომელსაც იქ მოიხსენიებს ქრისტეს ცოლი იყო...და მერე თქვას...და თუ ვერ გაიგებს მერე მე დავეხმარები შეძლებისდაგვარად
2012, 17 ოქტომბერი, 19:33
თუ ამ სტატიის ავტორს ეკითხები..გიპასუხებ-ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს იყო ცოლიანი თუ არა, ანუ ჩემთვის არაფერი შეიცვლება ამით ქრისტესა და ქრისტიანული რელიგიის მიმართ.
2012, 17 ოქტომბერი, 19:11
ვერ მივხვდი შენ რას ფიქრობ ყავდა ცოლი იესოს?
2012, 12 ოქტომბერი, 16:35
გთხოვთ, როდესაც ამგვარ საკითხებზე მსჯელობას იწყებთ, თქვენ მიერ გაკეთებულ კომენტარებში მაინც ნუ იქნება საწინააღმდეგო აზრები, ისეთი აზრები, რომლებიც საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოდიან და აზრობრივ ბუნდოვანებას იწვევენ!
2012, 12 ოქტომბერი, 16:30
ბიბლიის არაკანონიკური ტექსტები მართლაც ადასტურებენ იესო ქრისტეს მიწიერ სიყვარულს მარიამ მაგდალინელის მიმართ. თუმცა ოფიციალური ეკლესიის მიერ, როდესაც დგებოდა ბიბლიის კანონიკური ტექსტების დადგენის საკითხი, ამგვარ ფაქტს უარყოფდნენ, მით უმეტეს მონოფიზიტურ ქრისტიანობას, გამორიცხულია ეღიარებინა ქრისტეს ცოლიანობის საკითხი, იქიდან გამომდინარე, რომ ძე ღმერთში მხოლოდ ღვთაებრივ ბუნებას ხედავდა. მაგრამ მე მიჩნდება კითხვა, დიოფიზიტურ ქრისტიანობას კიდე დასაშვებად უნდა მიეჩნია ეს ფაქტი, რადგან ის ღვთაებრივსაც და ადამიანურ ბუნებასაც დასაშვებად თვლიდა ძე ღმერთში. მაგრამ ისევ იმ აზრამდე მივდივარ, რომ ბიბლიის ჩვენამდე მოღწეული ტექსტებიდან, ხდებოდა იმგვარი ფაქტების უგულვებელყოფა, რომლებიც ორაზროვნებას იწვევდა, რადგან იყო გაუგებდობის, ორაზროვნებისა და ინტერპრეტაციების (შესაბამისად ინტერპრეტატორების) გაჩების საშიშროება. ამგვარ ვითარებას ყოველთვის ერიდებოდა ეკლესია, სხვა თუ არაფერი ეს ერესსში ჩაეთვლებოდა. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ფაქტების არსებობის ვერც უარყოფა და ვერც დადასტურება ვერ ხერხდება, უფრო სწორად, ამგვარი ფაქტების შემცველი ბიბლიური ტექსტების აუთენტურობის დადგენა ვერ ხერხდება!
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10