x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს ბინები საჩუქრად გადაეცათ

image



















დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საქართველოს შეიარაღებული ძალების 900-მდე სამხედრო მოსამსახურეს ვარკეთილში „სამხედრო ქალაქში“ ბინები საჩუქრად გადასცეს. საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, პრივატიზების საფუძველზე პირად საკუთრებაში ბინები ასევე გადაეცემათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ ბინებში მცხოვრებ პირებს.
ახალი ბინის გასაღები ISAF-ის სამშვიდობო მისიაში დაღუპული, დაჭრილი სამხედროების ოჯახებმა, ასევე მისიაში მონაწილე ბატალიონის მეთაურებმა მიიღეს, ბინა ასევე გადაეცა ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეციალური ოპერაციების ძალების ექიმის კაპრალ ვლადიმერ ხვედელიძის ოჯახს. „სამხედრო ქალაქში“ ახალი ბინებით ასევე დაკმაყოფილდნენ ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ოთხი და მეტი წელია მსახურობენ და არ გააჩნდათ საკუთარი საცხოვრებელი ფართი. “სამხედრო ქალაქში’’ ბინები ასევე გადაეცათ ასმეთაურების დონეზე შეიარაღებული ძალების სამეთაურო რგოლს.
სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი 3T კონცეფციის ერთ-ერთი კომპონენტის - ტოტალური ზრუნვის ფარგლებში მოხდა. მომავალი წლის მარტში, „სამხედრო ქალაქში“ ახალ ბინებს საქართველოს შეიარაღებული ძალების კიდევ 1000 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს.
სამხედრო მოსამსახურეების ახალი ბინები თბილისში ისან-სამგორის რაიონში მდებარეობს მისამართზე აბაშვილის ქუჩა „სამხედრო ქალაქი“ №1. „სამხედრო ქალაქში“ ის კორპუსები, რომლებშიც ახალმოსახლეები უნდა შესახლდნენ, მთლიანად დასრულებული და ექსპლუატაციისთვის მზადაა.
„სამხედრო ქალაქის“ მშენებლობა 2007 წელს დაიწყო. „სამხედრო ქალაქში“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საჩუქრად გადაცემულ ბინებში უკვე ცხოვრობენ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები.

0
106
1-ს მოსწონს
ავტორი:giorgi5118
giorgi5118
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0