x
image
knusi
Mediator image
Mediator image
ადამიანის ორგანიზმის იდეალური ბიორიტმი
imageსპეციალისთევის თქმით, ჩვენი ორგანიზმი საათის მექანიზმს ჰგავს, რომელიც განსაზღვრულ რიტმს ემორჩილება და საკმარისია, რომელიმე '' ზამბარა'' მწყობრიდან გამოვიდეს, რომ მაშინვე პრობლემები იჩენს თავს. ადამიანის ორგანიზმის იდიალური ბიორიტმი ასე გამოიყურება:


07:00 - ეს არის იდიალური დრო გაღვიძებისთვის, რადგან თირკმელზედა ჯირკვლები ჰორმონების პირველ ''ულუფას'' გამოყოფენ. სწორედ ის ახდენს გავლენას პულსის გახშირებასა და სისხლის მიმოქცევის აჩქარებაზე.


07:30 - ვარჯიშის ან მცირე გასეირნების წყალობით დილიდანვე მიიღებთ მთელი დღისთვის საჭირო ენერგიას.


08:00 - 09:00 - კუჭი აქტივობის მწვერვალზეა. ამ დროს იგი სწრაფად გადაამუშავებს საკვებს და მაქსიმალური რაოდენობის ენერგიით ამარაგებს ორგანიზმს. უმჯობესია, საუზმეზე მიირთვათ შვრიის ფაფა, ხილის იოგურტი, ერთი ნაჩერი ხორბლის პური. ყავის ნაცვლად კი დალიეთ მწვანე ჩაი, ეს შრომის უნარს შეგინარჩუნებთ.



12:00 - ამ დროს გული სრული დატვირთვით მუშაობს, ამიტომ ნუ გადაიტვირთებით ზომაზე მეტად. კარგი იქნება, თუ უარს იტყვით ყავასა და შოკოლადზე. ბიოლოგები გვირჩევენ, ეს დრო ინტელექტუალურ სამუშაოს დავუთმოთ. სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ამ დროს ყველაზე რთული ამოცანების გადაწყვეტას შევძლებთ. ორიგინალური იდეებიც მრავლად გვექნება.


13:00 - სრულფასოვანი სადილის დროა. სასურველია, ის ცილებითა და რთული ნახშირწყლებით იყოს მდიდარი. დესერტად მწარე შოკოლადიც შეიძლება დააყოლოთ. სადილის შემდეგ საქმეებს მაშინვე ნუ შეუდგებით, რადგან ამ დროს ბიორიტმის შენელება იწყება, ოგანიზმს დასვენება სჭირდება.


14:00 - კარგი იქნება, თუ ამ დროს დაგეგმავთ ვიზიტებს.


15:00 - 16:00 - ამ პერიოდში გული ''თვლემს'', ტვინსა და შინაგან ორგანოებში სისხლის მიმოქცევა შენელებულია. კარგი იქნება, თუ ამ საათობრივ ზოლში დაიძინებთ.


17:00 - იგრძნობა სასიცოცხლო ძალების მომატება. ტონუსის ასამაღლებლად ნებადართულია შავი ყავის ან რამდენიმე ულუფა მწარე შოკოლადის მიღება.


18:00 - 19:00 - სამუშაო დღის შემდეგ ორგანიზმს დამშვიდება სჭირდება. ეს იდიალური დროა მასაჟისთვის. ის გააძლიერებს სისხლის ცირკულაციას, მოხსნის კუნთების დაძაბულობას და საშვალებას მოგცემთ, მოეშვათ.



20:30 - ეს ის პერიოდია, როცა თქვენს კანს უნდა მიხედოთ. თავდაპირველად ზედმიწევნით უნდა გაიწმინდოთ ის, მერე კი მკვებავი ნიღაბი გაიკეთოთ. ფორები ღრუბელივით იწოვენ ფერმენთებს, რის შედეგადაც კანი გამის განმავლობაში ისვენებს და აღდგება.


22:00 - 23:00 - ძალების აღდგენისთვის საჭიროა არანაკლებ შვიდსაათიანი ღრმა და სრულფასოვანი ძილი. სანამ დაწვებით, საძინებელი გაანიავეთ და ნელ-ნელა დალიეთ ერთი ჭიქა თაფლიანი რძე.

7
494
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:knusi
knusi
Mediator image
Mediator image
494
  
2012, 22 სექტემბერი, 17:33
ოჰო, შენ აღარ ხუმრობ!!! (Y)(Y)(Y)
2012, 22 სექტემბერი, 15:51
+100
2012, 20 სექტემბერი, 17:19
+++++++++++++++++++++++++++++
2012, 20 სექტემბერი, 17:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 20 სექტემბერი, 17:18
+++++++++
2012, 20 სექტემბერი, 17:14
მომეწონა:)))))))))))
0 1 7