x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ადოლფ ჰიტლერის გარდაცვალების საიდუმლო

ადოლფ ჰიტლერი ყველასთვის ნაცნობი პიროვნებაა, რომელმაც შეცვალა მსოფლიო ისტორია და დასაბამი დაუწყო მეორე მსოფლიო ომს(ეს კიდევ საკითხავია!..). ნაცისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ, ცხადია გაჩნდა კითხვა- სად არის ის ადამიანი, ვინც ამ ყველაფრის თავი და თავი იყო?! ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივად და დამაჯერებლად გაეცა- ჰიტლერმა თავი მოიკლა 1945 წელს მეუღლესთან ერთად. თუმცა, მისი ასეთი გარდაცვალება არც თუ იოლი დასაჯერებელია.

ჰიტლერის შესახებ აბელ ბასტიმ გამოსცა წიგნი ”ჰიტლერი არგენტინაში”, რომელიც ბესთსელერი გახდა გამოსვლიდან მოკლე ხანში. ავტორი შემდეგნაირად იწყებს: “30 აპრილს 16 საათსა და 30 წუთზე, სავარაუდო თვითმკვლელობიდან ერთი საათის შემდეგ, ჰიტლერი თავის პირად თვითმფრინავ ჯუ-52-სთან ნახეს.” ბასტმა წიგნზე მუშაობისას გამოიყენა ეფ-ბი-აის, ცე-ერ-უსა და მი-5 (ამერიკის, რუსეთისა და ბრიტანეთის სპეც-სამსახურები) გამოქვეყნებული, გრიფირებული მასალები, ასევე ინტერვიუ ჩამოართვა ბევრ მოწმეს. წიგნში ის ცდილობს დაამტკიცოს რომ ჰიტლერი არგენტინაში გაიქცა და იქ დაასრულა სიცოცხლე. ამის შესახებ მან ინტერვიუ მისცა რუსულ გამოცემას ”არგუმენტი ი ფაქტი”. აი რას ამბობს ის ინტერვიუში:

ბატონო ბასტი, თქვენს წიგნში ამტკიცებთ, რომ 1945 წლის 30 აპრილს ჰიტლერმა მოახერხა თვითმფრინავით ბერლინიდან გაქცევა. როგორ შეეძლო ამის გაკეთება, თუ იმდროს აეროდრომები განადგურებული იყო და ცას მოკავშირეები აკონტროლებდნენ? _ ჩემს წიგნში მოყვანილია ფე-ბე-ერ-ის არქივში ადრე გასაიდუმლოებული დოკუმენტები, რომლიდანაც ჩანს, რომ 30 აპრილს, 16 საათსა და 30 წუთზე, ესე იგი, სავარაუდო თვითმკვლელობიდან ერთი საათის შემდეგ, ჰიტლერი ნახეს თავის პირად თვითმფრინავთან. უკანასკნელი კვირის მანძილზე, ღამღამობით, ფიურერის ნდობითაღჭურვილი ავიატრანსპორტი მიწაზე ეშვებოდა უნტერ-გენ-ლიდენის პროსპექტზე, სადაც ქუჩის განათების ბოძები შენარჩუნებული იყო. მაგალითად, რეიხსმინისტრმა შპეერმა 20 რიცხვში დატოვა “ფიურერბუნკერი” და სამი დღის შემდეგ უკან ჩამოფრინდა “ფიზელერ-შტოხის” თვითმფრინავით. როგორც ხედავთ, მოკავშირეების საჰაერო თავდაცვამ იგი ვერ შეაფერხა. 25 აპრილს ბუნკერში საიდუმლო თათბირი მოეწყო ჰიტლერის ევაკუაციის შესახებ, რომელშიც მონაწილეობდნენ პილოტი ქალი ჰანა რაიჩი, განთქმული მფრინავი ჰანს ულრიხ რუდელი და ჰიტლერის პირადი მფრინავი ჰანს ბაური. მესამე რაიხის დედაქალაქიდან ფიურერის უსაფრთხო გადაყვანის საიდუმლო გეგმას დაერქვა კოდური სახელწოდება _ “სერალი”.

თქვენი აზრით, ვის მიერ იქნა ჩატარებული ჰიტლერის ევაკუაცია? _ ორი დღის შემდეგ ბერლინში ჩამოფრინდა 5 თვითმფრინავი, ათ-ადგილიანი “შტორხი”, 28 აპრილს ჩამოფრინდა “ის ჯუ-52” მფრინავი ბოსერით – ეს ოფიციალურად დადასტურებულია მოკავშირეების მზვერავების მიერ. ერთი დღის შემდეგ, გენერალ ადოლფ გალანდას ბრძანებით, დედაქალაქის ცაზე მოულოდნელად აფრინდა გერმანიის სამხედრო საჰაერო ძალების უკანასკნელი ასამდე რეაქტიული გამანადგურებელი “მე-262”. ისინი იცავდნენ ჰანა რეიჩის თვითმფრინავს, რომელმაც შეძლო საბჭოთა საზენიტო ცეცხლის გარღვევა და ბერლინიდან გაფრენა. ეს ექსპერიმენტული ფრენა იყო და ისტორიკოსები ამ ფაქტს არ უარყოფენ. მეორე დღეს, უკვე ფრაუ რეიჩის გამოცდილი სცენარის მიხედვით, ბერლინი დატოვა ადოლფ ჰიტლერმა – იგი მიემართებოდა ესპანეთში, ხოლო ზაფხულის დასაწყისში, წყალქვეშა ნავით გაცურა არგენტინისკენ. მას თან ახლდა ევა ბრაუნი, მიულერი და ბორმანი.


კარგი, მაგრამ რა ვუყოთ ჰიტლერის თავის ქალის ყბის ფრაგმენტს, რომელიც მოსკოვში, ფე-ეს-ბე- არქივში ინახება? როგორც საბჭოთა, ასევე დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ერთხმად დაამტკიცეს, რომ იგი ფიურერს ეკუთვნის. რა გამოდის _ ჰიტლერს ყბა მოაგლიჯეს და ის მაინც გაიქცა? _ სპეციალისტებს მხოლოდ საშუალება ჰქონდათ, შეედარებინათ ეს დანახშირებული ყბა იმდროინდელ საშინელი ხარისხის რენტგენის სურათებთან და ჰიტლერის პირადი დანტისტის ჩვენებებასთან, რომელსაც შეეძლო, რაც უნდოდა, ის ეთქვა. თუ იცით, რომ დნკ-ას ანალიზი და ექსპერტიზა არასოდეს ჩატარებულა, რუსეთი ყოველთვის უარს ამბობდა, უფლება მიეცა ასეთი ანალიზის ჩატარებაზე. ამ დროს კი სიმართლის გაგების ერთადერთი საშუალებაა, შეადარო ამ ყბის ფრაგმენტის და ადოლფ ჰიტლერის დის – პაულას დნკ, იგი 1960 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია ბერგფრიდხოფის სასაფლაოზე. ოფიციალურად მივმართავ რუსეთის ხელისუფლებას თხოვნით, მომცენ საშუალება, გამოვიკვლიო ეს ყბის ძვალი, რათა საბოლოოდ დავამტკიცო, რომ მართალი ვარ.

იცით, ადამიანებს მოსწონთშეთქმულების თეორიები”. რამდენი წელი ლაპარაკობდნენნაცი-2”-ისმატრინ ბორმანისსაიდუმლო გაქრობაზე, რომელიც ბერლინიდან 1945 წლის 1 მაისს აორთქლდა. უამრავი ადამიანი იფიცებდა, რომ ბორმანი საკუთარი თვალით ნახეს სამხრეთ ამერიკაში და არ შეიძლება შემცდარიყვნენ, მაგრამ 1972 წელს ბერლინში ორმოს ამოთხრის დროს, შემთხვევით წააწყდნენ ჩონჩხს, რომლის დნკ-ას ორმაგმა ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ბორმანის ძვლებია _ ყველაზე საშინელი ისაა, რომ აქ ორივე მხარე მართალია. მარტინ ბორმანი მართლაც გაიქცა და ცხოვრობდა ჯერ არგენტინაში, შემდეგ _ პარაგვაიში. მე უამრავი მტკიცებულება ვნახე, მათ შორის _ დოკუმენტურიც. განსაკუთრებით ბორმანის ფოტო, რომელიც 50-იან წლებშია გადაღებული. ამიტომ შესაძლებელია, ბორმანი თავისი სიკვდილით მოკვდა და მისი ცხედარი საიდუმლოდ გადმოიტანეს ბერლინში, შემდეგ კი გაითამაშეს “მისი პოვნის” სპექტაკლი.

თქვენ წერთ, რომ ჰიტლერი და ევა ბრაუნი თანმხლებ პირებსა და დაცვასთან ერთად სამი წყალქვეშა ნავით არგენტინის ნაპირს მიადგნენ. ნავები, კონსპირაციის მიზნით, ჩაძირეს. მართლაც, იმ ადგილზე, რომელიც თქვენ აჩვენეთ, დაახლოებით 30 მეტრის სიღრმეში აღმოაჩინეს მსხვილი ობიექტები, რომლებიც სილითაა დაფარული, მაგრამ სადაა მტკიცებულება, რომ ისინი ნაცისტების სუბმარინებია? _ მე ვეყრდნობოდი მოწმეთა ჩვენებს, რომლებმაც უკვე ომის შემდეგ ნახეს, როგორ მოადგა კალეტა-დე-ლოს-ლოროს ყურეს სამი სვასტიკიანი წყალქვეშა ნავი. ეს ადგილი არგენტინის პროვინცია რიო-ნეგროშია. თქვენ მეტყვით, არგენტინა ომის მდგომარეობაში იყო გერმანიასთან 1945 წლის 27 მარტიდან – იქნებ, ეს წარსული საზღვაო ომების კვალია? მაგრამ არგენტინის თავდაცვის სამინისტროს არქივში არც ერთი სიტყვა არაა გერმანული სუბმარინის ჩაძირვის შესახებ. მაშინ, საიდან გაჩნდა ეს ჩაძირული გემები? მე შეკითხვით მივმართე და მოვითხოვე ამ გემების ზედაპირზე ამოყვანა და გამოკვლევა. გერმანული სუბმარინები ომის შემდეგ რამდენჯერმე ეწვიენ არგენტინას – მაგალითად, წყალქვეშა ნავი “უ-977” ქვეყანაში ჩავიდა 1945 წლის 17 აგვისტოს. შავარაუდოდ, მისმა კაპიტანმა, ხაინც შეფერმა მესამე რაიხის ოქრო და სხვა ძვირფასეულობა არგენტინაში ჩაიტანა.

თქვენ გამოაქვეყნეთ აშშ ფე-ეს-ბე- დოკუმენტი, რომელიც ადოლფ ჰიტლერის სიკვდილის ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს. ესაა 1945 წლის 13 ნოემბრის ამერიკის დაზვერვის აგენტის პატაკი, რომელიც მებაღედ მუშაობდა მდიდარ გერმანელ კოლონისტებთან სოფელ ლა-ფალდაში, ცოლ-ქმარ ეიკხორნებთან. აგენტი იტყობინება, რომ ისინი ივნისის თვიდან ჰიტლერის დასახვედრად მზადებაში არიან და მას დღე-დღეზე ელიან. ეს დოკუმენტი ნამდვილია? _ უცნაურ კითხვას მისვამთ, რადგან ეს დოკუმენტი კანონიერად მივიღე ფე-ბე-ერ-ის არქივიდან გრიფის მოხსნის შემდეგ. დოსიეს ნომერია 65-53615, მაგრამ ეს არაა ერთადერთი მოწმობა ჰიტლერის გაქცევის შესახებ. არსებობს კიდევ რამდენიმე დოკუმენტური საიდუმლო ცნობა ფე-ბე-ერ, ცე-რე-უ და “მი-5”-ის მიერ ცოცხალი ფიურერის შესახებ. სამწუხაროდ, აშშ, ბრიტანეთი და რუსეთი ბოლომდე არ ხსნიან ამ თემის ყველა დოკუმენტს. მაგალითად, არსებობს იოსებ სტალინის საუბრის სამი სტენოგრაფიული ჩანაწერი (ერთი მათგანი აშშ სახელმწიფო მდივან ბერნსთან), სადაც სსრკ ხელმძღვანელი ღიად ამბობს, რომ ფიურერმა მიმალვა მოასწრო. 15 წლის მანძილზე მე არაერთი ინტერვიუ ჩავატარე პირდაპირ მოწმეებთან არგენტინაში ჰიტლერის ყოფნის შესახებ. მათმა უმეტესობამ ლაპარაკი ახლა დაიწყო, რადგან ბევრი ნაცისტი უკვე მოკვდა და მათ აღარ ეშინიათ, მაგრამ ბევრი კვლავ არ მოდის კონტაქტზე. შენახულია, ასევე, ნაცისტი გენერლის, ზეიდლიცის 1956 წლით დათარიღებული წერილი, რომელშიც იუწყება, რომ მიემგზავრება არგენტინაში ჰიტლერსა და ხორვატიელი ფიურერის პაველიჩის შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.

თქვენ ხშირად იშველიებთ თვითმხილველების ჩვენებებს, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორ მივიღოთ იმ თვითმხილველების სიტყვები, რომლებმაც ჰიტლერი მკვდარი ნახეს და მისი ცხედარი დაასაფლავეს? _ არ არსებობს ადამიანი, რომელმაც ნახა, როგორ გატეხა შხამის ამპულა ჰიტლერმა და თავში დაიხალა ტყვია. ფიურერის თვითმკვლელობა დასაწყისიდან დასასრულამდე მოგონილია ახლო გარემოცვის მიერ, ეს სპეციალური, კვალის ასარევი გეგმა იყო. თუ თქვენ საარქივო მასალებს გაეცნობით, თვითმხილველების ჩვენებებში თავიდანვეა შეუსაბამებაა – ჯერ ნათქვამია, რომ მან თავი მოიწამლა, შემდეგ – არა, შუბლაში დაიხალა ტყვია. მერე, უკაცრავად, ჯერ თავი მოიწამლა და შემდეგ ტყვია დაიხალა. ციანიდის კალიუმი უცაბედ სიკვდილს და კონვულსიას იწვევს, ამ დროს როგორ გამოკრავს კაცი რევოლვერის ჩახმახს? იმ დღეს, როდესაც მისი სიკვდილის შესახებ გახდა ცნობილი, ჰიტლერი და ევა ბრაუნი ბერლინიდან გაიქცნენ. დარწმუნებული ვარ, ჰიტლერი 1964 წელს მოკვდა.imageimage


[!-- object removed --]
3
5366
5-ს მოსწონს
ავტორი:gagosha
gagosha
5366
  
2020, 22 აგვისტო, 12:31
სიმართლეს კარგა ხანი ვერ გავიგებთ,ზოგი ამბობს ამერიკელებმა ციხეში ჩასვესო,ზოგმაო თავი მოიკლაო,და ზოგი ფიქრობს გაიქცაო,მაგას ჯერ ვერ გავარკვევთ
2016, 2 თებერვალი, 17:43
სტატია მართლაც საინტერსესოა თუმც მე არა მჯერავს.
2013, 2 სექტემბერი, 4:39
ძალიან საინტერესო სტატიაა და მე პირადად მგონია რო სიმართლეს უნდა შეესაბამებოდეს
0 1 3