x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ნატო (NATO-OTAN)

ნატო იშიფრება როგორც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, ევროპის 28 სახელმწიფოსგან და ჩრდილოეთ ამერიკისგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცის ამოცანას წარმოადგენს ალიანსის წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით.NATO იცავს მოკავშირეების დემოკრატიის საერთო ფასეულობებს, პიროვნების თავისუფლებას, კანონის უზენაესობასა და უზრუნველყოფს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას. ნატო არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ყველა გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მიერ კონსესუსის საფუძველზე. ალიანსში გადაწყვეტილების ორგანო არს ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომლის სხდომებს ნატო-ს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობ. ამფუძვნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო წინ აღდგომოდნენ საბჭოტა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დაარსების თარიღი4 აპრილი, 1949
ტიპისამხერდო ალიანსი
სათაო ოფისი ბრიუსელი, ბელგია
წევრები 28 ქვეყანა.გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი

imageნატო-ს წევრები და კანდიდატები:სომხეთი · აზერბაიჯანი · ბელარუსი · ყაზახეთი · ყირგიზეთი · მოლდოვა · რუსეთი · ტაჯიკეთი ·უზბეკეთი · ბოსნია და ჰერცეგოვინა · მაკედონია · მონტენეგრო · სერბეთი · საქართველო ·თურქმენეთი · უკრაინა · ავსტრია · ფინეთი · ირლანდია · მალტა · შვედეთი · შვეიცარია

0
183
1-ს მოსწონს
ავტორი:ბარონ
ბარონ
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0