x
image
knusi
Mediator image
Mediator image
ჯინსის წარმოშობა

imageცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ჯინსი, რომელსაც ევროპაში ''ამერიკულ შარვალს'' უწოდებენ, იტალიაში, გენუაში გამოიგონეს 1567 წელს. მეთექვსმეტე საუკუნის მეორე ნახევარში, მძიმე ეკონომიკური კრიზისის გამო, ქალაქის მოსახლეობა გაღატაკდა. ის, ვინც თავს უფლებას მისცემდა და მკერავს შარვალს შეუკვეთავდა, მდიდარ კაცად ითვლებოდა.image ერთ მშვენიერ დღეს გენუელმა მეზღვაურმა ნავმისადგომებზე ნავების გადასაფარებელი ლურჯი ქსოვილისგან უბრალო და მოსახერხებელი შარვალი შეიკერა. მის მაგალითს სხვა მეზღვაურებმაც მიბაძეს, შემდეგ კი - ქალაქის მთელმა მოსახლეობამ, ქალების ჩათვლით. მეზღვაურის გამოგონება ''ჯენოვეზე'' კი თანდათან ''ჯინსად'' გადაკეთდა. მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში ამ უცნაურ შარვალს ყურადღება მიაქცია გენუაში ტურისტად ჩასულმა ბავარიელმა მეფართლემ ლუბ სტრაუსმა (მოგვიანებით, მან სახელი შეიცვალა და ლევი დაირქვა).image 1850 წელს სტრაუსი ამერიკაში გადასახლდა, გამგზავრების წინ კი გენუის პორტის ბაზებში მთელი დარჩენილი ქსოვილი შეიძინა.image ნიუ-იორკში ჩასულმა სტრაუსმა ალღო აუღო ამერიკელების გემოვნებას და თავის მრავალრიცხოვან ნათესავებთან ერთად ჯინსის შარვლების კერვას შეუდგა. გენუაში შექმნილი მოდელი მან კიდევ უფრო დახვეწა, საგრძნობლად დაავიწროვა, თანაც თეთრი ძაფით დააგვირისტა. ევროპიდან ქსოვილის შეტანას დიდი დრო და ფული სჭირდებოდა. ამიტომ სტრაუსმა ხმარებაში შემოიტანა ჩვეულებრივი ქსოვილი რომელსაც ლურჯად ღებავდა. ჯინსი ძლიერ პოპულარული გახდა ამერიკელ მეზღვაურებს შორის და მალე ლევი სტრაუსმა სოლიდური კაპიტალი დააგროვა. 1855 წელს მის ნაწარმზე გაჩნდა საფირმო ნიშანი ''LEVI'S'' მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში სტრაუსი, რომელიც იმ დროისთვის უკვე მილიარდერი გახდა, მთელ ამერიკაში ვაჭრობდა თავისი შარვლებით. imageimage
imageimage

image


6
805
9-ს მოსწონს
ავტორი:knusi
knusi
Mediator image
Mediator image
805
  
2012, 19 სექტემბერი, 9:51
ყოჩაღ კნუს.ეს ამბავი ვიცოდი:))))
2012, 19 სექტემბერი, 2:01
++++++
2012, 19 სექტემბერი, 0:39
კარგი სტატიაა
2012, 19 სექტემბერი, 0:25
მადლობა
2012, 19 სექტემბერი, 0:22
მომეწონა (Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)
2012, 19 სექტემბერი, 0:07
+++++++++
0 1 6