x
image
knusi
Mediator image
Mediator image
მოდა და ''ოსკარი''

image''ოსკარი'' მარტო კინემატოგრაფიული მოვლენა როდია. ეს მოდების პრესტიჟული ჩვენებაცაა, სადაც თოპ-მოდელები კინოვარსვლავები არიან. ამ დეფილეში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად დიზაინერები ადრე იწყებენ ბრძოლას.image ყველაფერი კი 1990 წელს დაიწყო, როცა '' ოსკარის'' ცერემონიამდე ცოტა ხნით ადრე პოპულარულ ჟურნალში ორი მსახიობის სურათი დაიბეჭდა - არმანის თეთრ სამეჯლისო კაბაში გამოწყობილი კიმ ბესინჯერი და შარვლიანი კოსტუმით დამშვენებული ჯუდი ფოსტერი.image ამ ფოტოებმა მისცა ბიძგი კინო ბიზნესის ინდუსტრიაში მოდისადმი ინტერესის გაღვიძებას. 1991 წელს არმანი ჰოლივუდის ვარსკვლავებს ვეღარ იგერიებდა, რომლებიც ექსკლუზიურ კაბებს უკვეთავდნენ. მას მერე ცერემონიალზე მოწვეულ ყველა ქალს მხოლოდ საუკეთესო მოდის სახლებში საგანგებოდ შეკერილი კაბები ეცვა. ტანსაცმლის შერჩევის თადარიგს ვარსკვლავები ადრე იჭერენ, ხოლო მოდელიერები ვარსკვლავებისთვის მუშაობას უფრო ადრე შემოდგომიდან იწყებენ.image თუ კუტიურიე ვარსკვლავის მეგობარია, მაშინ შინ უგზავნის კასეტას დეფილეს ჩანაწერით და აუცილებელი მინაწერით: ''ყველაფერი რაც მოგეწონებათ - თქვენია'' . ასე იქცევა დონატელა ვერსაჩე, რომლის ერთ-ერთი კლიენთია ჯენიფერ ლოპესი. ამასთან, კაბა ვარსკვლავებს ერთი ცენტიც არ უჯდებათ. მოდელიერები თავს იყრიან ლოს - ანჯელესის საუკეთესო სასტუმროებში და მსახიობებს უამრავ სამოსს სთავაზობენ.image ვარსკვლავთა სტილისთები არჩევენ საუკეთესოს და ხშირ შემთხვევაში, აღარც აბრუნებენ. ზოგი კაბა 50 ათასი დოლარი ღირს.image

5
100
10-ს მოსწონს
ავტორი:knusi
knusi
Mediator image
Mediator image
100
  
2012, 19 სექტემბერი, 9:49
+100000000000000000
2012, 19 სექტემბერი, 2:34
++++++
2012, 18 სექტემბერი, 22:36
+++++++++
2012, 18 სექტემბერი, 21:40
მომეწონა სტატია. (Y)
კიმ ბესინჯერისა და ალექ ბოლდვინის წყილი ყოველთვის ძალიან მომწონდა.
0 1 5